Author: tea

  • იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

    იტა­ლი­ის ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ “მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან” აქ­ვეყ­ნებს.

    გოგა ბუ­ლი­ას, რო­მელ­საც ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი ეძებ­დნენ, გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ამ ნახა.

    მა­ნამ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­უღ­ლე, თეა გო­დე­რი­ძე, დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და და წერ­და, რომ მე­უღ­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ ახერ­ხებ­და.

    გარ­დაც­ვა­ლე­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის.

  • ბახმაროდან გავრცელებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

    ბახმაროდან გავრცელებული კადრები ნახვების რეკორდს ხსნის

    ბახმაროში დოღი გაიმართა და გამარჯვებულებიც გამოვლიდნენ.

    I ადგილი – გოგიტა კოწოწაშვილი; II ადგილი – ნიკა ფერაძე; III ადგილი – გიორგი ცინცაძე.

    ბახმაროდან გავრცელებული კადრები ვირუსუილად ვრცელდება.

    11-1787299338.png
    222-1787299384.png

    https://video.ambebi.ge/files-6/2026/08-21/mkhedari-608236

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში

    როგორი ამინდი იქნება უქმეებზე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში

    სინოპტიკოსის ინფორმაციით, 21-23 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარაში, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

    „21, 22 და 23 აგვისტოს სანაპირო რაიონებში, მათ შორის აჭარის ტერიტორიაზე, უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და 32-33 გრადუსს მიაღწევს.

    24 აგვისტოდან ამინდი შეიცვლება. 24-25 აგვისტოს დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო უფრო მნიშვნელოვანი ნალექი, შესაძლოა, 27-დან 29 აგვისტოს ჩათვლით აღინიშნოს. დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

    არ არის გამორიცხული, 27, 28 და 29 აგვისტოს, ზღვაზე ტალღების სიმაღლეც გაიზარდოს. 30 აგვისტოდან პროცესების ინტენსივობა შესუსტდება, თუმცა 30-31 აგვისტოს ამინდი ჯერ კიდევ არამდგრადი იქნება და სრულ გამოდარებას არ ველოდებით“, – ამბობს  „პრაიმტაიმთან“ დოდო გვაზავა.

  • საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთილებს

    საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთილებს

    საზოგადოება და ბანკები საზოგადოებას აფრთილებს:

    “ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა. თუ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ნივთებს ყიდით, განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ. გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა, რომელიც უშუალოდ გამყიდველებზეა გათვლილი. როგორ მუშაობს თაღლითური სქემა?

    ・თაღლითები გიკავშირდებიან, როგორც დაინტერესებული მყიდველები.

    ・გიგზავნიან ცნობილი და სანდო გადახდის პლატფორმის ყალბ ბმულს, სადაც კომპანიის დასახელებაში, შესაძლოა, მხოლოდ ერთი ასო იყოს შეცვლილი.

    ・გთხოვენ ბმულზე გადასვლას და მონაცემების შეყვანას, თითქოსდა ნივთის ღირებულების ჩასარიცხად.

    ・მონაცემების შეყვანის შემდეგ, თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება. არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოთ გაურკვეველ ბმულებზე:◦ მობაილბანკის მომხმარებლის სახელი◦ პაროლი◦ SMS ერთჯერადი კოდი◦ საბანკო ბარათის მონაცემები მთავარი წესი, რომელიც უნდა გახსოვდეთ: როდესაც თანხის მიღება გსურთ, გადამხდელს მხოლოდ თქვენი ანგარიშის ნომერი (IBAN) სჭირდება. ყოველთვის ყურადღებით გადაამოწმეთ ვებგვერდის მისამართი და კომპანიის დასახელების თითოეული სიმბოლო.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • 29 წლის ტურისტი დათვმა კარვიდან გაიტაცა და დაგლიჯა; უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

    29 წლის ტურისტი დათვმა კარვიდან გაიტაცა და დაგლიჯა; უმძიმესი ტრაგედიის დეტალები

    რუ­სე­თის ალ­თა­ის მხა­რე­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. 29 წლის ნო­ვო­სი­ბირსკე­ლი სნეჟა­ნა კო­რო­ლი­ო­ვა, რო­მე­ლიც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და, და­სას­ვე­ნებ­ლად ალ­თა­ი­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც მას დათ­ვი და­ეს­ხა თავს. ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­საც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე საქმრომ ხელი სთხო­ვა, ცო­ცხა­ლი ვე­ღარ დაბ­რუნ­და.

    ტრა­გე­დია სო­ფელ არ­ტი­ბაშ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ტუ­რის­ტულ ბა­ზა­ზე მოხ­და. თავ­დას­ხმის დროს სნეჟა­ნას საქმრო ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

    “მას ერთი ნა­კაწ­რიც კი არ აქვს“ – რას ჰყვე­ბა სნეჟა­ნას დედარუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას გარ­დაც­ვლი­ლის დე­დამ გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის საქმრო დათვთან შეხ­ვედ­რი­სას შე­შინ­და და გა­იქ­ცა.

    “მას ერთი ნა­კაწ­რიც კი არ აქვს. არ ვიცი… რო­გორც ამ­ბობს, გა­იქ­ცა და ამით თით­ქოს მტა­ცებ­ლის ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა სცა­და, შემ­დეგ კი დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. სნეჟა­ნა ყვი­რო­და, ის კი დახ­მა­რე­ბას ეძახ­და, მაგ­რამ ვე­რა­ვინ გა­ი­გო­ნა“, – გა­ნა­ცხა­და ქა­ლის დე­დამ.

    მისი თქმით, ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნა­დი­რე­ე­ბიც მი­ვიდ­ნენ, თუმ­ცა სნეჟა­ნას გა­დარ­ჩე­ნა უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

    გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხი ასე­ვე კი­თხუ­ლობს, რა­ტომ არ იყო ტუ­რის­ტულ ბა­ზა­ზე სა­თა­ნა­დო დაც­ვა, მა­შინ როცა, მათი თქმით, რე­გი­ონ­ში დათ­ვე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობ­და.

    “თუ ასე­თი სა­ში­ში სი­ტუ­ა­ცია იყო, რა­ტომ არ იყ­ვნენ იქ მცვე­ლე­ბი? ია­რა­ღით მა­ინც შეძ­ლებ­დნენ ცხო­ვე­ლის დაფრ­თხო­ბას“, – ამ­ბობს სნეჟა­ნას დედა.

    “საქმრო შე­ში­ნე­ბულ­ი გა­იქ­ცა და ჩემს შვილს არ და­ეხ­მა­რა. “სნეჟა­ნას მამა კი­დევ უფრო მძი­მე ბრალ­დე­ბას უყე­ნებს ქა­ლიშ­ვი­ლის საქმროს. მისი თქმით, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ღა­მის გა­სა­თე­ვად უსაფრ­თხო სახ­ლი არ იქი­რა­ვა და თავ­დას­ხმის დროს ქა­ლიშ­ვი­ლის და­სახ­მა­რებ­ლად არა­ფე­რი გა­ა­კე­თა.

    “საქმროს შე­ე­შინ­და და გა­იქ­ცა. ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა არ სცა­და. თვი­თონ კი ერთი ნა­კაწ­რიც არ აქვს. სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც არ მოხ­ვედ­რი­ლა. ახლა ისევ ალ­თა­ი­ზეა – ჩვე­ნი მან­ქა­ნა და სნეჟა­ნას ნივ­თე­ბი მას­თა­ნაა“, – ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის მამა. განაგრძეთ კითხვა

  • “ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს” – კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

    “ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს” – კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

    ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა – ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის განმავლობაში ყველანი ვიამაყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განაცხადა.

    როგორც მერმა თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, ვინაიდან სამუშაოები საკმაოდ მასშტაბურია, სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს.

  • „ზაფხულში ამ ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს… შეიძლება იმოქმედოს შვილოსნობის ფუნქციაზე“ – ექიმის გაფრთხილება

    „ზაფხულში ამ ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს… შეიძლება იმოქმედოს შვილოსნობის ფუნქციაზე“ – ექიმის გაფრთხილება

    საზღვაო სეზონზე ხშირად დაშვებული შეცდომების შესახებ ვიდეო მიმართვაში „ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის“ კლინიკური დირექტორი, ემბრიოლოგი, ონკოფერტილობის ასოციაციის პრეზიდენტი, ნინო მუსერიძე საუბრობს.

    მუსერიძე იმ შეცდომებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქალების ნაწილი ზღვის სეზონზე უშვებს და რომელიც მისი თქმით, ხშირად ხდება ინფექციების გამომწვევი მიზეზი.

    „ზაფხულში ერთ შეცდომას ბევრი ქალი უშვებს, საათობით სველი საცურაო კოსტიუმით რჩებიან სანაპიროზე ან აუზზე. ასეთ დროს იზრდება ინფექციების განვითარების რისკი, რაც დისკომფორტს და ანთებით პროცესებს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად, ხშირია ვაგინალური, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ვაგიზოზი და ზოგჯერ საშარდე გზების ინფექციებიც. როგორ მივხვდეთ ამას? – ქავილი, წვა ან უჩვეულო გამონადენი, უსიამოვნო სუნი ან ხშირი შარდვის სურვილი – ეს ის ნიშნებია, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. თუ ასეთი ინფექციები ხშირად მეორდება ან არ ხდება მკურნალობა, დროთა განმავლობაში შეიძლება იმოქმედოს რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და შვილოსნობის ფუნქციაზე…“, – ამბობს ექიმი.

  • ტანმოკლე მიხო და მაღალი ვირი

    ტანმოკლე მიხო და მაღალი ვირი

    მიხო დაბალია, ცოტა მაღალი ვირი ჰყავს და ყიდის.

    კლიენტი მივა, შეხედავს ცხოველს და ეკითხება:
    – რა ღირსო?
    – 1000 დოლარიო!
    კლიენტი გაოცდება:
    – იფ, ვერ შევწვდებიო…
    მიხო პასუხობს:
    – იი, მეც რომ ვერავწვები, იმიტომ ვყიდი, თორემ ამას რა კაცი გაყიდიდაო!
  • სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ვირუსულად ვრცელდება

    სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ვირუსულად ვრცელდება

    “არასდოს მინახავს ასეთი სადარბაზო და ახლა გაჩვენებთ, თავი ზღაპარში მგონია” – სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები ვირუსულად ვრცელდება.

  • ვანგას უტყუარი წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით – დააკომენტარეთ თქვენი დაბადების თარიღი და გაიგეთ რა გელოდებათ წინ…

    ვანგას უტყუარი წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით – დააკომენტარეთ თქვენი დაბადების თარიღი და გაიგეთ რა გელოდებათ წინ…

    მაშ ასე! ბედის წინასწარმეტყველება დაბადების თარიღის მიხედვით:

    1. ბედის ამოსაცნობად მოგიწევთ არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება.

    მაგალითად თუ 04.11.1979 წელს დაიბადეთ, რიცხვების დასადგენად საჭიროა შემდეგი გაანგარიშება: 0+4=4. დაბადების წლის ბოლო ორი ციფრის ჯამი კი: 7+9=16 – თქვენი ცხოვრების ინდივიდუალურ ციფრს მიუთითებს. ანუ ყოველ 16 წელში თქვენი ბედი განახლდება და მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდება;

    2. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ დაბადების წლის ბოლოს წინა ციფრი (ამ შემთხვევაში -7) მამის გავლენაა ხოლო ბოლო (ამ შემთხვევაში 9) დედის. რაც მაღალია ციფრი, მეტია გავლენის ზემოქმედებაც. ერთნაირი რიცხვები კი მშობლების ჰარმონიულ გავლენას ნიშნავს.

    3. დაბადების წელი გაამრავლეთ რიცხვსა და თვეზე.

    მაგ: რიცხვია – 4, თვე -11, გამოვიდა 411, ამიტომ 411ხ1979=813369. რიცხვების შეერთებით, საბოლოოდ, მიიღებთ პირადი პოტენციალის დონეს (30). რაც უფრო მაღალია მნიშვნელობა, მეტია პოტენციალი.

    4. ახლა შეადგინეთ ცხოვრების გრაფიკი რიცხვების მიხედვით.

    დაბადების წელი გაამრავლეთ დღესა და თვეზე. რიცხვების მნიშვნელობა განალაგეთ აბსცისაზე, ღირებულება კი ორდინატაზე. იგრეკ ღერძზე განლაგდება – 1,2,3,4,5,6,7,8,9. იქსზე კი – 8,1,3,3,6,9. შემდეგ სიტყვებზე განალაგეთ შემდეგი წერტილები: ჯერ 2, შემდეგ Y=1 და X=8; ალბათ შენიშნეთ, რომ მეორე წერტილი ემთხვევა თქვენს 16 წლიან ციკლს. ციკლის შემდგომ პერიოდში (32 წელი) – უნდა გადადოთ გადაკვეთის წერტილი ყ=2 და ხ=1. ამგვარად უნდა გადადოთ ყველა ცხრა რიცხვი.

    5. აგებულ გრაფიკზე დაინახავთ როგორ წარიმართება თქვენი ბედი.

    გაიგებთ როდის მოგელით ცხოვრებაში წარმატება თუ წარუმატებლობა, ცხოვრებისეული აღმაფრენა თუ დაცემა, და ეს დაემთხვევა თქვენს ასაკს. გრაფიკზე რაც უფრო დაბლა ჩამოდის წერტილი – ცხოვრების ამ პერიოდში მით უფრო რთული პერიოდი გელით. მაგალითად თუ წერტილი 0-ზე აღმოჩნდა, დიდი საშიშროება გემუქრებათ. გრაფიკის უმაღლეს წერტილებში კი, ნაწინასწარმეტყველები გაქვთ სოციალური, კარიერული და სხვა დიდი წარმატებები.

    Rating

    თუ დაბადების დღის ნუმეროლოგიური კოდი არის – 1, ეს ადამიანები მოქმედებენ აქტიურად, არიან ენერგიულები და ინიციატორებო. ისინი ბავშვობიდან არ ემორჩილებიან მშობლებსა და სხვა აღმზრდელებს. მათზე დადებითად მოქმედებს ექსტრემალური სიტუაციები, ამ დროს მოსდით კარგი იდეები. ეს ადამიანები, რაც არ უნდა დიდ წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში, არ უნდა გახდნენ ამაყები და ტრაბახის მოყვარულები.

    თუ კოდი არის -2 ცვალებადი ხასიათის ადამიანია და ეს ძირითადად გამოწვეულია საკუთარი თავისადმი რწმენის არ ქონის გამო. გამუდმებით ეპარებათ ეჭვი და ზედმეტად განიცდიან, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება უწევთ. სასურველია თავი აარიდონ კონფლიქტებს და ყური უგდონ ჭკვიანი ადამიანის რჩევებს.
    მათ დიდი პოტენციალი აქვთ და ბევრის გაკეთება შეძლიათ, როცა მარტო არ არიან. ასეთმა ადამიანებმა უფრო მეტად უნდა დააფასონ საკუთარი თავი, შეიმატონ თავდაჯერებულობა და მორიდების გარეშე ითხოვონ მხარდაჭერა, როცა სჭირდებათ.

    როცა კოდი 3-ია, მათ ყველაფერი ერთდროულად სურთ და პეპლის მსგავსად ერთი ყვავილიდან მეორეზე გადაინაცვლებენ; უმჯობესია სურვილები რეალობას შეუსაბამონ და შეადგინონ სია, რომლის მიხედვითაც დაიწყებენ სურვილების შესრულებას. მაშინ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება.

    4-იანის ადამიანები –
     უყვართ სტაბილურობა. არიან პასუხისმგებლიანი, საიმედო და სერიოზული ადამიანები. სწორად უდგებიან ნებისმიერ წარუმატებლობას და ცხოვრებისეულ გამოცდილებად მიიჩნევენ. წარუმატებლობა უფრო აზარტულს ხდის და ბოლომდე იბრძვიან, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევენ. აქვთ ფულის გამომუშავების უნარი.

    როცა კოდი 5-ია, აფასებს თავისუფლებას და უყვარს ცვლილებები. უყვართ რისკი და უმეტეს შემთხვევაში იმარჯვებენ. ცხოვრებაში ძალიან უმართლებთ. გამოირჩევიან მაღალი ინტელექტით, აქვთ რამდენიმე საქმის ერთად კეთების უნარი. უყვართ მოგზაურობა და ხალხთან ურთიერთობა.

    6 – თუ ამ ადამიანმა სიტყვა მოგცათ, შეუძლებელს შეძლებს მის შესასრულებლად. არიან ღირსეულები. მათთვის ყველაზე წარმატებული სფეროა – მედიცინა, პოლიტიკა და საგანმანათლებლო საქმიანობა. ახასიათებთ ადრეული ქორწინება.

    7- ისინი უსმენენ შინაგან ხმას და არა ლოგიკას.
     მატერიალურზე მეტად სულიერი ცხოვრებით ინტერესდებიან. ხელოვნების, ფილოსოფიისა და რელიგიის საკითხებში ნამდვილი ექსპერტები არიან.

    8- შეუძლიათ და მიმართავენ კიდეც თავის ძალებს მატერიალური ცხოვრებისკენ. ბიზნესში დიდ მწვერვალებს აღწევენ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ ფულზე ზრუნვა წარმატებას ვერ მოუტანს. თუ სხვის მოგებაზეც იფიქრებენ, ყოვლად უზრუნველყოფილი ცხოვრება ელით. რა საქმესაც არ უნდა შეეჭიდონ, ყოველთვის უნდა ახსოვდეთ რომ, მატერიალური აუცილებლად უნდა გაუთანაბრონ სულიერს.

    9- გარშემომყოფები მას ძალიან აფასებენ და ავტორიტეტულ ადამიანებად მიიჩნევენ. ქორწინებაში მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სულიერი მხარე, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე.

    11- ამ ადამიანებს ცხოვრებაში დიდი მისია აკისრიათ. ისინი გამუდმებით იძლევიან რჩევებს და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ სიტყვას, რასაც სხვის სასარგებლოდ ამბობენ და ეს ადამიანები ხშირად მასზე გაცილებით უფროსებიც არიან.

    ადამიანები, რომელთა ნუმეროლოგიური კოდი 22-ია,
     ყველაზე გრანდიოზული და რთული ცხოვრებისეული მისია აკისრიათ. კაცობრიუბას უძღვნიან თავს. მათი დავალებაა აუხსნან თანამედროვეებს კოსმიური ძალების შესახებ.

    ანა ვერძაძე