Author: admin

  • სიახლე 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის – “წარმოუდგენლად დიდი სამუშაო ჩატარდა”

    სიახლე 1-ელი, მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის – “წარმოუდგენლად დიდი სამუშაო ჩატარდა”

    სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე, ეს მსოფლიო პრაქტიკითა არის დადგენილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

    გივი მიქანაძის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.

    წყარო: ​palitravideo.ge

  • საუკუნის ძარცვა თბილისში – დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა

    საუკუნის ძარცვა თბილისში – დამნაშავემ ბანკიდან 10 მილიონი გაიტაცა

    10 წლის წინ, „საქართველოს ბანკიდან“ დამნაშავემ 10 მილიონამდე ლარის გატაცება მოახერხა. მაშინ გამოძიებამ დაადგინა, რომ 39 წლის ილია გელაშვილი 2015 წლის 24 ოქტომბერს, თბილისში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ საცავიდან 9 197 771 ლარს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა, ნაქურდალი ფული კი, წინასწარი შეთანხმებით, მისმა ნაცნობებმა – თამარ კ-მ და მალხაზ ბ-მ გადამალეს.

    თანხის დიდი ნაწილი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.

    ვინ არის ილია გელაშვილი?

    ილია გელაშვილი დაიბადა ბორჯომში, სკოლა დაამთავრა გორში. მისი ოჯახის და სხვა წევრების შესახებ ცნობილი არაფერია.

    „საქართველოს ბანკში“ მუშაობამდე ილია გელაშვილი „პრივატბანკის“ თანამშრომელი იყო და საინკასაციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.

    თუმცა, მას შემდეგ, რაც „პრივატბანკი“ „საქართველოს ბანკმა“ შემოიერთა, ილია გელაშვილი გაერთიანებული საინკასაციო სამსახურის ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე დაინიშნა.

    სამუშაო დღის ბოლოს ინკასაციის მიერ ფილიალებიდან ამოღებული თანხის ტრანსპორტირების მეთვალყურეობა სწორედ გელაშვილს ევალებოდა.

    ილია გელაშვილი ამ დრომდე იძებნება.

  • ცნობილია, როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

    ცნობილია, როდის დაიწყება 2026-2027 სასწავლო წელი სკოლებსა და ბაღებში

    საქართველოში 2026-2027 სასწავლო წელი საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. ეს თარიღი უცვლელი რჩება და შესაბამისი სასწავლო კალენდარიც უკვე განსაზღვრულია.

    რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ასევე 15 სექტემბრიდან განახლდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და სააღმზრდელო პროცესი სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

    2026-2027 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება პირველ კლასში მიღების წესსაც. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლაში პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
    სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეები ისარგებლებენ ზამთრის, საგაზაფხულო და სააღდგომო არდადეგებით, ხოლო კლასების მიხედვით სასწავლო პროცესის დასრულების თარიღები განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული აკადემიური კალენდრის შესაბამისად განისაზღვრება.

    წყარო: ​primetime.ge

  • ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები” – გურამის დედა ადასტურებს რომ ეს არის მისი შვილის ხმა.

    ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა: “კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები” – გურამის დედა ადასტურებს რომ ეს არის მისი შვილის ხმა.

    უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს ამ­ბავს, რო­მე­ლიც 12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ბიჭს ეხე­ბა. 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და და მას შემ­დეგ მო­ზარ­დის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.

    გუ­რა­მი მლე­თა­ში მე­გო­ბა­რი ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუფს გაჰ­ყვა. ყვე­ლა მათ­გა­ნი, 13 ადა­მი­ა­ნი, თბი­ლის­ში ისე დაბ­რუნ­და, რომ არც ერთ მათ­განს არ აქვს პა­სუ­ხი, სად გაქ­რა მათი მე­გო­ბა­რი გუ­რა­მი და რა­ტომ არ დაბ­რუნ­და მათ­თან ერ­თად.

    გუ­შინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დეო გავ­რცელ­და წარ­წე­რით: “მე­გობ­რე­ბო, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ლო­მი­სა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც მკვეთ­რად ის­მის სა­ვა­რა­უ­დოდ და­კარ­გუ­ლი გუ­რამ (გუ­რი­კა) და­დი­ა­ნი­ძის გან­წი­რუ­ლი ხმა: „წა­მო­დი, ბიჭო“, „კახა“, „არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი“. ვი­დე­ოს ავ­თენ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ვი­დეო გა­დაგ­ზავ­ნი­ლია ექ­სპერ­ტი­ზა­ზე.”

    და­დი­ა­ნი­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძე ამ თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ დე­დამ ვი­დე­ო­ში შვი­ლის ხმა ამო­იც­ნო.

    “ბოლო წა­მებ­ზე ნამ­დვი­ლად ის­მის გან­წი­რუ­ლი ხმა: “კახა, არ მი­მა­ტო­ვო, გეხ­ვე­წე­ბი”. გუ­რა­მის დედა კა­ტე­გო­რი­უ­ლად ადას­ტუ­რებს, რომ ეს არის მისი შვი­ლის ხმა. ეს ვი­დეო 12 წლის წინ და­ი­დო იუ­თუბ­ზე” – წერს კა­კა­ბა­ძე.

  • „აქ არ შეიძლება დაყოვნება… ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ – ექიმის საგანგებო გაფრთხილება

    „აქ არ შეიძლება დაყოვნება… ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში“ – ექიმის საგანგებო გაფრთხილება

    სმენის უეცარ დაქვეითებაზე, ექიმი, ნეიროოტოლოგი, ეკატერინე ხარხელი საუბრობს.

    „არსებობს სმენის ასაკობრივი დაქვეითება. სმენის დაქვეითება იწყება 40 წლის შემდეგ. არსებობს საინტერესო ფენომენი. სმენის უეცარი დაქვეითება მოწმენდილ ცაზე, რომელსაც არაფერი არ აპროვოცირებს. პაციენტები ამბობენ, რომ „გავიღვიძე და ცალ ყურში საერთოდ არ მაქვს სმენა”. აგვიანებენ ექიმთან ვიზიტს. ჰგონიათ, რომ ეს გაივლის, ჰგონიათ, რომ გოგირდოვანი საცობის პრობლემაა.

    აქ არ შეიძლება დაყოვნება, ეს არის ისეთი პათოლოგია, რომელიც სწრაფ, გადაუდებელ რეაგირებას და დახმარებას მოითხოვს. ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, ეს დაავადება ყალიბდება 72 საათში, თუ დროზე არ ჩაერიე, მერე ხდება შეუქცევადი ცვლილებების განვითარება ყურში და სმენა აღარ აღდგება.

    თუ უეცრად დაგვაკლდა სმენა ცალ ყურზე, განსაკუთრებით თუ ამას თავბრუსხვევა და ტინიტუსი ანუ ხმაური და შუილი თან ერთვის, მაშინ არ უნდა დააყოვნოთ და უნდა მიმართოთ სპეციალისტს“,- ამბობს ეკატერინე ხარხელი.

  • 8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი — აქტიური დღეა. შეიძლება მოულოდნელად გაჩნდეს საქმე, რომელიც სწრაფ გადაწყვეტილებას მოითხოვს. ემოციების ნაცვლად ფაქტებს დაეყრდენი. ფინანსებში იმპულსურ ხარჯვას მოერიდე.

    კურო — სტაბილურობის შენარჩუნება იქნება მთავარი. კარგი დღეა დაწყებული საქმის დასასრულებლად და ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად. პირად ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაამარტივებს.

    ტყუპები — კომუნიკაციისთვის განსაკუთრებით კარგი დღეა. შეიძლება მიიღო საინტერესო ინფორმაცია ან შემოთავაზება. ბევრი იდეა ერთდროულად არ აიღო საკუთარ თავზე — პრიორიტეტები დაალაგე.

    კირჩხიბი — ემოციურად დატვირთული დღეა. შესაძლოა წარსულთან დაკავშირებულმა საკითხმა ისევ იჩინოს თავი. ნუ მიიღებ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მხოლოდ განწყობის საფუძველზე.

    ლომი — შენი შესაძლებლობების წარმოჩენის შანსი გაქვს. კარგი დროა საქმეში ინიციატივის გამოსავლენად, თუმცა ზედმეტ თავდაჯერებას მოერიდე.

    ქალწული — დეტალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. სამუშაოსა და ფინანსებში ყურადღებიანობა დაგეხმარება შეცდომების თავიდან აცილებაში. საღამოს დასვენებისთვის დრო აუცილებლად დატოვე.

    სასწორი — ურთიერთობები დღის მთავარი თემა იქნება. შეიძლება ვინმესთან არსებული გაუგებრობა საბოლოოდ გაირკვეს. სამსახურში კომპრომისული პოზიცია შენთვის სასარგებლო აღმოჩნდება.

    მორიელი — ინტუიცია ძლიერად იმუშავებს. თუ რაიმეს მიმართ ეჭვი გაქვს, გადაწყვეტილების მიღებამდე დამატებითი ინფორმაცია მოიპოვე. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე.

    მშვილდოსანი — ცვლილებების სურვილი გაგიძლიერდება. შეიძლება ახალი გეგმა ან იდეა გაჩნდეს, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცევა. მოგზაურობასთან ან სწავლასთან დაკავშირებული საკითხებიც გააქტიურდება.

    თხის რქა — პრაქტიკული საკითხების მოსაგვარებლად კარგი დღეა. რაც უფრო ორგანიზებული იქნები, მით უკეთესი შედეგი გექნება. პირად ცხოვრებაში ზედმეტი კონტროლის სურვილი შეიძლება დაბრკოლებად იქცეს.

    მერწყული — მოულოდნელმა ინფორმაციამ ან შეხვედრამ დღის გეგმები შეცვალოს. სიახლეებს ღიად შეხვდი. კრეატიული იდეებისთვის კარგი პერიოდია.

    თევზები — ინტუიცია და ემოციური მგრძნობელობა გაძლიერებული იქნება. კარგი დღეა საკუთარ თავთან დარჩენისთვის და პრიორიტეტების გადასახედად. სხვისი პრობლემების საკუთარ თავზე სრულად აღებას მოერიდე.

  • “ახლა მე ერთი წინადადება რომ ვთქვა, ის გახდის ნათელს, თუ რატომ იყო ნია იმნაძე წამქეზებელი, მაგრამ სასამართლო პროცესამდე ამას არ ვიტყვი” – ეკა კუპატაძე

    “ახლა მე ერთი წინადადება რომ ვთქვა, ის გახდის ნათელს, თუ რატომ იყო ნია იმნაძე წამქეზებელი, მაგრამ სასამართლო პროცესამდე ამას არ ვიტყვი” – ეკა კუპატაძე

    საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, სხვადასხვა სახის, რომელიც მაქსიმალური სასჯელის საფუძველი გახდება, – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ საქმეში ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილზე საუბრისას განაცხადა.

    „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკა კუპატაძემ განაცხადა, რომ საქმეში არსებობს ნია იმნაძის ნათქვამი „ერთი წინადადება“, ნია იმნაძისგან მიწოდებული ინფორმაციაა ალექსანდრე გაბაშვილისთვის, რის გამოც მას მაქსიმალური მიესჯება.

    „ჩემი პირდაპირი, მტკიცე, უტყუარი, მტკიცებულება არის პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, მაგრამ მოდი, ახლა იურიდიულად ვისაუბროთ, საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები, სხვადასხვა სახის, რომელიც საფუძველს გახდის მაქსიმალური სასჯელისას. ყველასთვის მაქსიმალურია უკვე მისჯილი, დარჩა მხოლოდ ეს სამი: გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია.

    ახლა მე ერთი წინადადება რომ ვთქვა, ის გახდის ნათელს, თუ რატომ იყო ნია იმნაძე წამქეზებელი, მაგრამ სასამართლო პროცესამდე ამას არ ვიტყვი. ნია იმნაძისგან გამოსული ინფორმაციაა ეს, ნია იმნაძისგან მიწოდებული ინფორმაციაა ალექსანდრე გაბაშვილისთვის. ამბობენ, არის საკმარისი მტკიცებულებებიო? ყველაფერი რომ ჩავხსნათ, ის ერთი წინადადება და ის ფაქტი, რომ ალექსანდრე გაბაშვილს არცერთი საერთო ნაცნობი გიგა ავალიანთან არ ჰყავდა, ადასტურებს იმას, რომ ნია იმნაძეს მაქსიმალური სასჯელი მიესჯება“, – განაცხადა ეკა კუპატაძემ.

  • პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან? – ცნობილია წინასწარი მონაცემები

    პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან? – ცნობილია წინასწარი მონაცემები

    2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.

    სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი – აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.

    მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.

    აქედან გამომდინარე, 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარი.

    ცხადია, ხელისუფლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, თითოეული მაღგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის – 100 მილიონ ლარამდე და ა.შ.

    წყარო: აიპრესი

  • მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს,

    მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს,

    მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებულ ფარულ ჩანაწერებში ნიაიმნაძისა და მისი მამის, ვალერ იმნაძის, საუბარია ასახული, სადაც ისინი ალექსანდრე გაბაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულს განიხილავენ.

    სონიძის განმარტებით, ჩანაწერში ვალერ იმნაძე შვილს ეუბნება, რომ ბრალდებულს აღნიშნული ქმედება არ უნდა ჩაედინა და არასწორად მოიქცა.

    მისივე თქმით, ნია იმნაძე პასუხობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებების მიღების თანამედროვე მიდგომა განსხვავდება უფროსი თაობის ხედვისგან, რის გამოც მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს.

    „ფარული ჩანაწერები მიმდინარე წლის თებერვალში მოვიპოვეთ, თუმცა მანამდე, ოქტომბრის თვეშიც განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა მაშინ, არაინფორმაციული აღმოჩნდა, უბრალოდ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია და ვერ მოვიპოვეთ.

    საუბარი მიმდინარეობს ნია იმნაძესა და მამამის, ვალერ იმნაძეს შორის, თუმცა იქ ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებიან. განიხილავდნენ როგორ ჩაიდინა დანაშაული ალექსანდრე გაბაშვილმა. ნიას მამა ამბობს, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა და არასწორად მოიქცა. თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, რომ თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება გადაწყვეტილებების მიღება და ის არის ძველი თაობის წარმომადგენელი. მოკლედ, მამა-შვილს შორის კამათი მიმდინარეობს. მიმდინარეობს ნია იმნაძის მიერ თავისი აზრის გამოხატვა. ასევე, დემონსტრირებას ახდებს, რომ ის არა მხოლოდ ეთანხმება იმას, რაც მოხდა, არამედ გარკვეულ წინმსწრებ ინფორმაციასაც ფლობდა”, – განაცხადა პროკურორმა.

    ამასთან, სონიძემ აღნიშნა, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად „მეტას“ კვლავ მიმართეს და ამ დრომდე კომპანიის პასუხს ელოდებიან შუამდგომლობაზე.

    „მეტადან“ ისევ ველოდებით შუამდგომლობაზე პასუხს“,- განაცხადა პროკურორმა.

    ასევე, პროკურორმა განმარტა, რატომ მიიღო ათი თვის შემდგე ნია იმნაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გადაწყვეტილება პროკურატურამ. მისი განმარტებით, ამის საფუძველი გახდა საქმეზე ფარული სატელეფონო მოსმენებისა და ბინის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები.

    საქმის პროკურორის განმარტებით, გამოძიების ვადების გაჭიანურება თებერვალში განხორციელებული ფარული ჩანაწერების დამუშავებამ, გაშიფვრამ და ახალი მტკიცებულებების მოპოვების ხანგრძლივმა პროცესმა გამოიწვია.„თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასთან დაკავშირებით ნია იმნაძის მიმართ.

    “ათი თვე დაჭირდა პროკურატურას იმიტომ, რომ მტკიცებულებების მოპოვება ხდებოდა ამ დროის განმავლობაში. რაც შეეხება კითხვას, რა ახალი მტკიცებულებები გაჩნდა საქმეში, ეს არის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. წარმოდგენილ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ჩავატარეთ ფარული მოსმენები, როგორც სატელეფონო კომუნიკაციების მოსმენა ასევე ბინის ფარული აღჭურვები. ნია იმნაძის ბინის აღჭურვის შედეგად მივიღეთ ინფორმაცია, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად შეფასდა. მოგახსენებთ, რომ თებერვალში განხორციელდა ეს ფარული ჩანაწერები, ამის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო დაჭირდა, რომ გაშიფრული და დამუშავებულიყო. სწორედ ამიტომ გაჭიანურდა აღნიშნული ვადები“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.