Author: admin
-

რა ხდება ამ წუთებში მლეთაში, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები და მაშველები მუშაობდნენ
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა. სამძებრო ღონისძიება გუშინ დაიწყო და ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, გვიან ღამემდე მუშაობდნენ.
გურამ სუჯაშვილის თქმით, ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით სიღრმისეულად ათვალიერებენ.
„სოფელ მლეთაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-დათვალიერების სამუშაოები. ექსპერტ-კრიმინალისტები ტერიტორიას სიღრმისეულად ათვალიერებენ მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გამოყენებით. მათ შორის, ხორციელდება ნიადაგის გამოკვლევა სპეციალური სკანერით და არეალის დათვალიერება დრონების გამოყენებით“, – აღნიშნა მან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ადგილზე უწყების 50-მდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.
ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შსს-მ ვრცელი განცხადება გაავრცელა 2014 წელს დუშეთში, ლომისობის დღეს გაუჩინარებული ახალგაზრდის, გურამ დადიანიძის საქმეზე.
უწყების განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა.
შსს-ს წერს, რომ საქმეში რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა, ასევე, არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც დაადასტურებდა დადიანიძესთან წარსულში არსებულ შურისძიების მოტივს.
-

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზაჰესში, პლატინის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხათგვერდში.
12:30 საათიდან 18:30 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: მამკოდა, წოდორეთი, ზემო ლისი, მსხალდიდი.
13:30 საათიდან 16:30 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ციხისძირი, მუხრანი, ქანდა, ქსანი და მიმდებარე სოფლებში.
15:00 საათიდან 19:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ლევან რჩეულიშვილის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
-

სიახლეები, რომლებიც მოსწავლეებს 15 სექტემბერს სკოლებში დახვდებათ
2026-2027 სასწავლო წლის სიახლეებსა და იმ წესებზე, რომლებიც მოსწავლეებს 15 სექტემბრიდან სკოლებში დახვდებათ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ისაუბრა.
მინისტრის თქმით, რეფორმა, სასკოლო ფორმების შემოღებასთან ერთად, სხვა მნიშნელოვან კომპონენტებზეა ორიენტირებული.
„რეფორმა ჩვენ სასკოლო ფორმებითა და კიდევ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტით დავიწყეთ – 15 სექტემბერს პირველ, მეშვიდე და მეათე კლასელებს სრულიად ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ სკოლებში. სახელმძღვანელოები ჰუმანიტარული და STEM მიმართულებების მიხედვით ძალიან მაღალი ხარისხისაა და, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამისთვის წარმოუდგენლად დიდი სამუშაოები ჩატარდა.
მოსწავლეებს სკოლებში დახვდებათ ახალი წესი, რომლითაც იზღუდება მობილური საშუალებების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში იმისთვის, რომ ბავშვი მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს სასწავლო პროცესზე. ამის გარდა, გვაქვს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებები, რომლებიც რეფორმის კონცეფციით არის გათვალისწინებული.
აბსოლუტურად ვერ გავიზიარებ იმ პოზიციას, რომ თითქოსდა მხოლოდ ფორმებზე ვართ კონცენტრირებული. ფორმა არის ერთ-ერთი, მაგრამ, ამავდროულად, უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“, – განაცხადა მინისტრმა 5 აგვისტოს.
რაც შეეხება სასკოლო ფორმებების შემოღების მნიშვნელობას, გივი მიქანაძე ამბობს, რომ სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი.
“ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს მოსწავლეებს შორის თანასწორობაზე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და სწავლის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობაზე. ეს მსოფლიო პრაქტიკით არის დადგენილი“, – თქვა განათლების მინისტრმა.
-

რა მისწერა ნია იმნაძის ბიძამ ეკა კუპატაძეს? – გიგა ავალიანის დედა “სქრინს” აქვეყნებს
“ვისაც ლ(ь)ეგიტიმური კითხვები გაქვთ, 2-3 დღის შემდეგ ჩავწერ პატარა ვიდეოებს, სადაც ავხსნი დეტალურად ყველაფერს, რა კითხვებსაც წავაწყდები სოციალურ ქსელში” – ამის შესახებ მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ნია იმნაძის ოჯახის ყველა წევრი და ადვოკატი არის მანიპულატორი.
გიგა ავალიანის დედა ასევე წერს, რომ 24 იანვრის ღამეს თამარ ნავროზაშვილის ძმამ სოციალურ ქსელში მისწერა. ეკა კუპატაძე ე.წ. სქრინს აქვეყნებს, რომელშიც ნია იმნაძის ბიძა ამბობს, რომ ნიამ გიგაზე თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა.
“ვისაც ლ(ь)ეგიტიმური კითხვები გაქვთ, 2-3 დღის შემდეგ ჩავწერ პატარა ვიდეოებს, სადაც ავხსნი დეტალურად ყველაფერს, რა კითხვებსაც წავაწყდები სოციალურ ქსელში. დამერწმუნეთ, ჩემზე სრულყოფილი საინფორმაციო წყარო ამ საქმეში არ არსებობს!
დღეს, “ფეისბუქის:” ალგორითმმა რამდენჯერმე ამოაგდო “მთავარი”-ის გვერდზე 24 იანვარს გამოქვეყნებული თამარ ნავროზაშვილის პოსტი. (ვდებ სქრინს.)
23-24 იანვარს აღვწერ დეტალურად: 23 იანვრის საღამოს 10 საათზე პოლიცია თითქმის ერთდროულად შევიდა ყველა ოჯახში, ჩხრეკის მიზნით. (საღამოს იმიტომ, რომ ოჯახის ყველა წევრი სახლში ყოფილიყო და არა იმიტომ, რომ “არაშრულჭლოვნების” ოჯახები დაებულ(ь)ინგებინათ.)
რა თქმა უნდა, ნავროზაშვილებმა ისტერიკები ატეხეს და პოლიციას კარი არ გაუღეს ადვოკატის გარეშე. (არც ერთ სხვა ოჯახში მსგავსი სცენები არ გამართულა.) ადვოკატის მობრძანებამ ჩხრეკის პროცესის დაწყება დააგვიანა და დამთავრდა, როცა უკვე დაწყებული იყო 24 იანვარი. (თამარ ნავროზაშვილმა მოასწრო თავისი ტელეფონის გადამალვა.)
ნავროზაშვილებმა იგრძნეს, რომ საფრთხე რეალური იყო, თან ამ დროს ჩიქოვანის დედა უკვე შიმშოლობდა პროკურატურასთან. ჩხრეკის დასრულებისთანავე, ცოტა ხანში, 24 იანვრის ღამის 3:51 სთ-ზე, თამარ ნავროზაშვილის ძმა ლუკას ნავროზაშვილი მიგზავნის მესიჯს. (ვდებ სქრინს.) მე ვერ ვნახე მესიჯი, რადგან ჩავარდა “სპამებში”.
ამის შემდეგ, ისტერიჩკა დედიკომ მოულოდნელად, იმავე ღამეს, როცა სახლში ნამდვილი წიოკი ჰქონდათ, “იპოვა” არაშრულჭლოვანი შვილიკოს წერილი მათემატიკის რვეულში და აპოსტა. (გახსოვთ ალბათ ის “წერილი”, რომელიც სავარაუდოდ, ადვოკატის კარნახით იყო დაწერილი და აქვე აღვნიშნავ, რომ სასამართლომ ეს წერილი არ მიიღო მტკიცებულებად.) საზოგადოება მიხვდა, რომ წერილი იყო სხვისი კარნახით დაწერილი და თამარ ნავროზაშვილმა კიდევ “აჯახა” პოსტი, სადაც ეწერა ის, რასაც მთავარის გვერდზე გვიტრიალებს დღეს ფეისბუქის ალგორითმი.
თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ლ(ь)ეგიტიმური კითხვები ვისაც გაქვთ, აქ არ გაქვთ კითხვა, რატომ მიმტკიცებს მე ლუკას ნავროზაშვილი, რომ ნიაკო უდანაშაულოა და იმავდროულად (იმავე დღეს) რატომ პოსტაობს თამარ ნავროზაშვილი, რომ ეკამ იცის ნიაკოს უდანაშაულობაო?
გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ, ლუკას ნავროზაშვილის მეორე მესიჯის თარიღსაც. ეს არის დღე, როცა პროკურატურამ ძალადობის კადრები გაავრცელა. ანუ, ოღონდ იმნაძე გადარჩეს და წყალს წაუღია გაბაშვილი და ჩიქოვანიო. (რიკაძის ოჯახი სანაგვეზე ცოტა ადრე მოისროლეს.)ახლაც, როცა მერაბ მაი ამბობენ, რომ ნიაკო უდანაშაულოა. ე.ი. მათი გეგმით ყველანაირი ინფორმაცია გაბაშვილს მიაწოდა მალანიამ და წყალს წაუღია მალანიები, ოღონდ “ნიაკო” გამოაძვრინონ.
ყველა ქმედებაში ჩანს მათი მანიპულაცია ნებიმიერ პიროვნებაზე. ამ ოჯახის ყველა წევრიც და ადვოკატიც, არის მანიპულატორი. თუმცა ვერ გააცურეს ექიმები და მალევე გაამწესეს იზოლატორში! ვერ გააცურეს სასამართლო! ნია იმნაძეს ვედავებით მანიპულაციით არაჯანსაღი აზროვნების და არამდგრადი ნებისყოფის მქონე გაბაშვილის წაქეზებას და არა მკვლელობის დაკვეთას!” – წერს ეკა კუპატაძე.

-

,,უბრალოდ წაიკითხეთ ეს სიტყვები” – რა სქრინებს ასაჯაროებს ნია იმნაძის ბებია?
ნია იმნაძის ბებია, შორენა ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი.
დაკავებული მოზარდის ბებია სოციალურ ქსელში ასევე, ალექსანდრე გაბაშვილის (SASHKAAA) და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერის “სქრინებსაც” აქვეყნებს.
,,კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე თავდასხმისთვის?
ათი თვე გავიდა. ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ამოღებული იყო ტელეფონები, შესწავლილი იყო მიმოწერები, დაკითხული იყვნენ ადამიანები, ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება.
ნია არ დაუკავებიათ. ათი თვის განმავლობაში – 16 წლის ბავშვის წინააღმდეგ მიმდინარეობდა უმძიმესი და დაუნდობელი საჯარო კამპანია.
16 წლის ბავშვი საზოგადოებამ უკვე გაასამართლა – საქმის მასალების ცოდნის გარეშე.
წინა პოსტში გაგიზიარეთ ვალერიან იმნაძის მიერ გადმოგზავნილი სქრინები 34-ე ტომიდან, და რას ვხედავთ იქ?
29-30 სექტემბერი – თავდასხმამდე.
ეს არის ალექსანდრე გაბაშვილის (SASHKAAA) და ანი ნასყიდაშვილის პირადი მიმოწერა.
ნია ამ საუბარში საერთოდ არ მონაწილეობს.
ალექსანდრე ამბობს:
„ძლივს დავაჯერე რომ არაფერს არ ვაპირებ“
შემდეგ:
„ანუ ამან არ უნდა გაიგოს არაფერი “ ვაფშე.
„არაფერი“
ანი:
„მაგას ვერც გაიფიქრებს რო ცემ“
ალექსანდრე ნიას მეგობარს სთხოვს, ნიას უთხრას, თითქოს:
„ვითომ პროსტა დაველაპარაკე და ვსო იმ მათემატიკას“
ამავე საუბარში საუბარია იმაზეც, რომ ნიამ რო “ცემა-ტყეპა გაიგოს ” ალექსანდრეს დაშორდება.
უბრალოდ წაიკითხეთ ეს სიტყვები და დაფიქრდით: თუ ნიამ ალექსანდრე გიგას ცემისთვის წააქეზა – რატომ უმალავდა ალექსანდრე ნიას, რომ ცემას აპირებდა?
თუ ნია იყო „წამქეზებელი“ – რატომ დააჯერა ალექსანდრემ, რომ არაფრის გაკეთებას არ აპირებდა?
თუ ნია ითხოვდა ძალადობას – რატომ ეუბნება მეგობარს, რომ ნიამ არაფერი უნდა გაიგოს?
თუ ეს ყველაფერი ნიას სურვილით ხდებოდა – რატომ ფიქრობდნენ, რომ სიმართლის გაგების შემთხვევაში ნია გაბრაზდებოდა და შესაძლოა ალექსანდრეს დაშორებოდა?
და რატომ წერია თავდასხმამდე: „მაგას ვერც გაიფიქრებს რო ცემ“?
რას ამბობს კანონი „წაქეზებაზე“? – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლი ამბობს: „წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად.“
სწორედ ამიტომ ვსვამთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას:
- სად არის დაყოლიება? – გვაჩვენეთ ნიას სიტყვები.
- რა უთხრა? – გვაჩვენეთ მისი შეტყობინება.
- რა დაწერა? – გვაჩვენეთ მისი მითითება.
- რა მოსთხოვა ალექსანდრეს? – ამ მიმოწერაში კიდევ ერთი რამ გვხვდება.
ნიაზე, რომელიც საზოგადოებას თვეების განმავლობაში მონსტრად წარმოუდგინეს, ამ პირად საუბარში ამბობენ, რომ ის ისეთი ადამიანია, რომელიც: „ჭიანჭველასაც არ მოკლავს.“ მნიშვნელოვანია როდის და რა გარემოებაში იწერება ეს სიტყვები. ეს არ დაწერილა ნიას დასაცავად , არ დაწერილა სასამართლოსთვის, არ დაწერილა დაკავების შემდეგ – ეს იყო პირადი საუბარი ტრაგედიამდე, როდესაც არავის წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა ელოდათ წინ.
-

ადვოკატი უახლეს ვიდეოს აქვეყნებს ექსკურსიაზე დაკარგულ ბიჭზე
უკვე რამდენიმე კვირაა საზოგადოება დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს ამბავს, რომელიც 12 წლის წინ გაუჩინარებულ ბიჭს ეხება. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
გურამი მლეთაში მეგობარი ახალგაზრდების ჯგუფს გაჰყვა. ყველა მათგანი, 13 ადამიანი, თბილისში ისე დაბრუნდა, რომ არც ერთ მათგანს არ აქვს პასუხი, სად გაქრა მათი მეგობარი გურამი და რატომ არ დაბრუნდა მათთან ერთად.
გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა წარწერით: “მეგობრებო, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება სავარაუდოდ ლომისაზე გადაღებული ვიდეო, სადაც მკვეთრად ისმის სავარაუდოდ დაკარგული გურამ (გურიკა) დადიანიძის განწირული ხმა: „წამოდი, ბიჭო“, „კახა“, „არ მიმატოვო, გეხვეწები“. ვიდეოს ავთენტურობის დასადგენად ვიდეო გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.”
დადიანიძის ოჯახის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ამ თემას ეხმაურება და ამბობს, რომ დედამ ვიდეოში შვილის ხმა ამოიცნო.



