Author: admin
-

ნახეთ მისამართები, სადაც შუქი გაითიშება
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას ამის შესახებ თელასი ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:
„საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიღმის მასივის III, IV, V კვარტლების, სამხედრო გზატკეცილის, პეტრე იბერის, პეტრიწის, ბაგრატ მესამეს, ჭანდრის, მეფე მირიანის, მეფე არჩილის, რაზმაძის, სტივენის, თავდადებულის და გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“.
-

დატბორილი ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – რა ხდებოდა თბილისში წუხელ და რა განცხადებას აქვეყნებს თბილისის მერია არსებულ ვითარებაზე
თბილისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. გართულებული იყო საავტომობილო მოძრაობა სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, გმირთა მოედანზე, სადაც ძლიერი წვიმის ფონზე გზაზე წყალი მოედინებოდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები თბილისის და მიმდებარე ტერიტორიებიდან, სადაც მოქალაქეები ქუჩების დატბორვის შესახებ წერენ, მათ შორის წყნეთში.
- დედაქალაქში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. მერიის თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები – “რუსთაველი” და “ვაჟა-ფშაველა”.
მერია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი იყო თამარაშვილის გამზირზე.
“საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა.
საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები.
“თბილსერვის ჯგუფის” მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები.
ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.
ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 0322 722222″, – წერია განცხადებაში.
-

სოფელ მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაოები დასრულებულია
სოფელ მლეთაში ხუთდღიანი სამძებრო სამუშაოები დასრულებულია – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის კვალის დასადგენად ყველა საეჭვო ტერიტორია სკანერებით და სპეც-ტექნიკით შეამოწმეს. ეს იყო მთავარი მოთხოვნა, რომელიც დაკარგული ბიჭის დედას ჰქონდა.
როგორც სოფო ბიბილაშვილი “პირველებთან” ამბობს, ჩატარებული სამუშაოების შედეგად გამორიცხა, რომ მისი შვილი მეწყერმა მოიყოლა.
გურამ დადიანიძის დედის თქმით, ასევე შემოწმდა ჭაც, სადაც საეჭვო ვერაფერი იპოვეს.
იმედია ცოცხალია და ვიპოვნი – ამბობს სოფო ბიბილაშვილი 12 წლის წინ გაუჩინარებულ შვილზე.
ყველაფერი გააკეთეს, ყველგან გადაატარეს, სკანერიც, მძიმე ტექნიკაც შემოიყვანეს, ჭაც შემოწმდა, არაფერი ისეთი არ არის. ძალიან გახარებული ვარ. გამოირიცხა, რომ მეწყერში არ მოყოლილა ბავშვი, იმედია ცოცხალია და ვიპოვნი.
ახლა, რაც ამათ გამიკეთეს, თავის დროზე არ გაკეთებულა და არც 12 წლის განმავლობაში გაუკეთებია არავის”, – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
სამძებრო სამუშაოები დასრულდა, მაგრამ არ სრულდება გამოძიება. პოლიციის განყოფილებაში ეტაპობრივად იკითხებიან საქმის ოქროს მოწმეები, ის ადამიანები, რომლებმაც გურამ დადიანიძე ბოლოს ნახეს.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
-

„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!“ – მიხეილ ცაგარელი მიმართვას ავრცელებს
დღეს, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ასტრონომიული დღეა. ერთ დღეს რამდენიმე საინტერესო მოვლენა ემთხვევა ერთმანეთს: მზის სრული დაბნელება + პლანეტების განლაგება + პერსეიდების პიკი. ამასთან დაკავშირებით, საკუთარ რეკომენდაციას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი აქვეყნებს.
„მნიშვნელოვანი გაფრთხილება!
ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 12 აგვისტოს, ახალმთვარეობაა (საქართველოს დროით 22:38 საათზე,
ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და მზის დაბნელება (საქართველოს დროით 21:47 საათზე, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით)!ამ პერიოდში ბუნებრივია, რომ მოიმატებს ემოციური ფონი, დაძაბულობა და შინაგანი შფოთვა. გაითვალისწინეთ ეს მარტივი წესები, რათა ენერგია შეინარჩუნოთ: მოერიდეთ ტოქსიკურ გარემოს: როგორც კი იგრძნობთ დაძაბულობას, აგრესიას, ან შეამჩნევთ ნეგატიური ენერგიებს და ინფორმაციას – ეგრევე გაერიდეთ. ნუ მისცემთ სხვებს უფლებას, სიმშვიდე დაგირღვიონ. კვება – მსუბუქი. დღეს გამორიცხეთ თამბაქო, ალკოჰოლი. ყავა ( შეამცირეთ მაინც).
არ ვარგა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, საბუთებზე ხელმოწერა, ყიდვა-გაყიდვა მსხვილი შენაძენების გაკეთება, სესხის აღება, ახალი ვალდებულების აღება.
მოერიდეთ მზის სხივებს (თუ მაინც გიწევთ გარეთ ყოფნა დაიფარეთ ქუდი, გაიკეთეთ მზისგან დამცავი
მუქი სათვალე.დღეს მზის სხივებს ნეგატიური გამოსხივება აქვს (სვარკისმიერი), რომელიც გაგრძელდება „დაბნელების დერეფნის“ განმავლობაში ანუ მთვარის დაბნელებამდე (28 აგვისტო, 08:14 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) და სავსემთვარეობამდე ( 28 აგვისტო, 08:20 საათზე საქართველოს დროით, ხოლო ვინც საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ თქვენი დროით) !!!
დაიცავით პირადი საზღვრები: უბრალოდ მოცილდით იმ ადამიანებსა ან გარემოს, რომელიც დამღლელია და შფოთვას იწვევს.
როგორ დავეხმაროთ საკუთარ თავს შინაგანი გაღიზიანების დროს?
თუ იგრძენით, რომ შინაგანად მძაფრი ემოციები გიგროვდებათ და გაღიზიანება გეუფლებათ, გაჩერდით ერთი წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუთქეთ, გააკეთეთ ეს რამდენჯერმე, შემდეგ გონებრივად ან ხმამაღლა წარმოთქვით ეს ძლიერი სიტყვები: „მე ვუშვებ, ვათავისუფლებ ყოველგვარ დაძაბულობასა და აგრესიას… მაქვს ჩემი პირადი სივრცე და ვივსები სიმშვიდით, სიყვარულისა და სიხარულის ენერგიებით, სინათლის სიუხვითა და უფლის მადლით!” კარგია მონაცვლეობითი შხაპის მიღება. გაატარეთ დღევანდელი დღე სულიერ სიმშვიდეში და ლოცვაში. ნუ გადაიღლით თავს ემოციური და ფიზიკური აქტივობით მაინცდამაინც დღეს! დაიცავით საკუთარი ენერგიები, მერწმუნეთ ის კიდევ ბევრჯერ დაგჭირდებათ და გამოგადგებათ!“ – წერს ცაგარელი.
-

12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს
საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას, სადაც 12 წლის წინ გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა.
ადგილზე სრულად გადაატარეს სპეც მოწყობილობები, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ახლა კი მიუვალ ადგილებზე მისასვლელად ტრაქტორები შეიყვანეს.
გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის, მითხრეს, გულში ისე რომ არ დაგრძეს, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოიყვანდნენ. მეყერის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. წუალი-მსასა ხომ ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე?!
ადგილზე დალუქული ჭაა და დღეს მაგასც ვეტყვი – ორმოა და მერე ჭა. ორმოდან რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენა და რატომ? “- აცხადებს დაკარგულის დედა.
17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.
სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.
გუშინ “პირველებმა” ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ციცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის. -

12 წლის წინ დაკარგული ბიჭის ადვოკატი მისი გაუჩინარების ახალ, შოკისმომგვრელ ვერსიაზე ალაპარაკდა!
12 წლის წინ, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძის თქმით, ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება.
„ახალი გამოძიება მიმდინარეობს, ვინაიდან, 12 წლის განმავლობაში აღნიშნული საქმე არავის გამოუძიებია. კი, ჩატარდა რაღაც საგამოძიებო მოქმედებები, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც უნდა გაკეთებულიყო. შესაბამისად, რეალობა არ არის დადგენილი, ჭეშმარიტება არ არის დადგენილი. გამოკითხვის ოქმები, რომლებიც საქმეში არსებობს შინაარსობრივად ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არის ურთიერთგამომრიცხავი.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაციები და ჩვენ ამ ინფორმაციებს ვამოწმებთ. ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, არსებობს ინფორმაციები, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ „ფორმულასთან“.
გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.



