Author: admin

  • უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბში

    უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთის გვირაბში

    რიკოთის გვირაბში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

    ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ ფოტომასალას სოციალურ ქსელში მოქალაქე ავრცელებს.

    მისი თქმით. ავარია დილის საათებში მოხდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ინფორმაცია უცნობია.

    მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.

  • პატარა ხრიკები, რომ კვერცხი არ დასკდეს და ის ერთ ფერში შეიღებოს

    პატარა ხრიკები, რომ კვერცხი არ დასკდეს და ის ერთ ფერში შეიღებოს

    წითელ პარასკევს, მთელი წლის მანძილზე ყველაზე მძიმე დღეს, მართლმადიდებლურ ოჯახებში, კვერცხი წითლად იღებება. წითელი კვერცხი სიმბოლოა იმისა, რომ ქრისტე აღსდგა.

    გადახედეთ ამ პატარა და მნიშვნელოვან ხრიკებს, რომ შეღებვისას კვერცხი არ დასკდეს და მან კარგი ფერი მიიღოს.

    კვერცხი შეღებვამდე ერთი საათით ადრე გამოიღეთ მაცივრიდან. გარეცხეთ და დადეთ, რომ ოთახის ტემპერატურის იყოს. დასკდომის რისკი ასევე მცირდება, თუ კვერცხს შეღებვამდე, ცივ წყალში რამდენიმე საათით მოათავსებთ. საღებავი რომ ერთ ფერში მოეკიდოს, მანამდე კვერცხი გამდინარე წყალში გარეცხეთ.

    ქვაბის ძირზე ვალაგებთ წინასწარ დაგროვილ ხახვის ფურცლებს. ენდრო (სააღდგომო კვერცხების შესაღებად, ის ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი საშუალებაა) დაჩეჩქვამდე კარგად უნდა გაირეცხოს. შემდეგ შეახვიეთ მარლაში, შეკარით და ჩადეთ ქვაბში. თუ ენდრო ფხვნილის სახით გაქვთ, პირდაპირ ჩაყარეთ შემდეგი პროპორციებით: 1 ლ წყალზე 1 ს/კ.

    მეტად მკვეთრი ფერის მისაცემად, ჭარხალსაც თუ აპირებთ, ისიც კარგად გარეცხეთ, გაჭერით სამ-ოთხ ნაჭრად და ჩაალაგეთ ქვაბში.

    შემდეგ დაასხით წყალი, ადუღეთ 20-30 წუთი და გააგრილეთ. ცივ ნახარშში მოათავსეთ კვერცხები, დაუმატეთ 1 ს/კ მარილი, 2 სუფრის კოვზი ძმარი და ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. ძმარი წითელ ფერს კიდევ უფრო ამუქებს.

  • “ხალხო აქ რა ხდება, ეს როგორ გაბედეთ?” – ნახეთ რა მოხდა პირდაპირ ეთერში

    “ხალხო აქ რა ხდება, ეს როგორ გაბედეთ?” – ნახეთ რა მოხდა პირდაპირ ეთერში

    „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინიკო გიგაურს ხელი სთხოვეს.

    რჩეულმა ნინიკოს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა.

    ნინიკოსთვის აღნიშნული მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა.

    ჟურნალისტი მომხდარს განსაკუთრებული ემოციით შეხვდა.

  • ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის!

    ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის!

    ძალიან მაწუხებდა კუჭის წყლული, თირკმელები, ადვილად ვცივდებოდი და იმუნიტეტიც დაქვეითებული მქონდა. ერთმა მადლიანმა ადამიანმა მასწავლა უებარი საშუალება, რომელიც უამრავ დაავადებას შველის.

    წამლის მომზადების და გამოყენების წესი:

    როგორც კი მრავალძარღვა პირველ ფოთლებს გამოიღებს, მოაგროვეთ ( ოღონდ ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში ), გარეცხეთ, გააშრეთ , გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შაქართან (1: 1 ) ერთად ფენა – ფენა ჩადეთ მშრალ ქილაში. შეავსეთ ქილა პირამდე, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და სამი თვით მიწაში ჩაფალით. შემდეგ წვენი დოლბანდში კარგად გაწურეთ, მიღებული ვაჟინი ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და გააჩერეთ შიგ წყლის ადუღებიდან ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით ბოთლებში და შეინახეთ მაცივარში. ეს წამალი უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი 30 – 40 წთ – ით ადრე ჭამამდე, დღეში ერთხელ.
    კუჭის წყლულს თავს სამ თვეში დააღწევთ ისე, რომ ნაწიბურიც არ დაგრჩებათ.
    ვაჟინი გაცივებისგანაც განგკურნავთ.
    შეგიძლიათ ბავშვებს თითო ჩაის კოვზი დაალევინოთ.

    ექიმის კომენტარი:
    მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც მეტად გავრცელებულია საქართველოში. გვხვდება მდელოებზე, ფერდობებზე.
    ამ მცენარის ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ფოთლების ექსტრაქტს შეუძლია ქსოვილთა აღდგენა, აქვს საძილე და ჰიპოტენზიური მოქმედება, ნაყენს – ნახველის გამათხელებელი ეფექტი, აგრეთვე, აჩერებს ბაქტერიების გამრავლებას.
    მრავალძარღვას ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც ამოსახველებელ საშუალებას ბრონქიტებისა და ტუბერკულოზის დროს, აგრეთვე, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ უნდა ავღნიშნოთ, რომ მრავალძარღვა ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას და მისი მჟავიანობის მაჩვენებელს. ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია კუჭის ისეთი ქრონიკული პათოლოგიების დროს, როცა მჟავიანობა ნორმალური ან დაქვეითებულია.

    მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ გაუზიაროთ მეგობრებს

  • გიგა ავალიანის საქმეზე განაჩენი ცნობილია

    გიგა ავალიანის საქმეზე განაჩენი ცნობილია

    გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს – ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

    რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

    აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოიტანა.

    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

    მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ბრალად წარდგენილ ორივე მუხლში, დემეტრე ჩიქოვანი კი ერთ მუხლის ორ ნაწილში დამნაშავედ 4 აპრილს ცნო. კერძოდ კი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში.

    სასჯელის განსაზღვრის სხდომას ალექსანდრე გაბაშვილი და დემეტრე ჩიქაოვანი ესწრებოდნენ, გიორგი რიკაძემ კი სხდომაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

    მსჯავრდებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

    ცნობისთვის, ალექსანდრე გაბაშვილსა და, გიორგი რიკაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. დემეტრე ჩიქოვანს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ “დიდი დიღმის” ეპიზოდზეც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

  • “- შენ ხომ “ეკაჩავე” და “ებლატავე? – შეხედეთ ამ მოღალატეს, აბსოლუტური ნაძირალა” – სააკაშვილი და ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ

    “- შენ ხომ “ეკაჩავე” და “ებლატავე? – შეხედეთ ამ მოღალატეს, აბსოლუტური ნაძირალა” – სააკაშვილი და ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ: მათი გაშველება მანდატურებს მოუწიათ

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

    სხდომაზე, სადაც ჩვენებას ზურაბ ნოღაიდელი ამ წუთებშიც აძლევს, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც სააკაშვილმა მოწმეს კითხვებით მიმართა და მოღალატე უწოდა. სიტუაცია ისე დაიძაბა, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისა და ნოღაიდელის გაშველება მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებსა და მხარეებს მოუწიათ.

    თავდაპირველად პროცესი და სააკაშვილის მხრიდან კითხვების დასმა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

    „მინდა მოგმართოთ პროკურატურას და სასამართლოს, რომელსაც არ ვცნობ, მაგრამ ამას საზოგადოებასთან მისამართად ვიყენებ. დღეს რა მოისმინეთ, ისეთი ამ ჩვენებაში, რის გამოც ამის უკან უნდა ვიჯდე? დღესავით ნათელია, რომ თავიდან ბოლომდე ფარცხალაძის მიერ დაწერილი და შეთითხნილი ბრალია.

    ზურა ამბობს, რომ ჩემი კომპეტენცია იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ამას ვადასტურებ. არ ვადასტურებ, რომ ჯარი ქუჩაში იყო წესრიგის დასამყარებლად გამოყვანილი, ეს არის სიცრუე. ჯარი იყო, რადგან მტრისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველო ცოცხალია და თავის თავის დაცვა შეუძლია.

    ზურა, მინდა გკითხო, პატარკაციშვილზე როცა საუბრობ, იცოდი, თუ არა რომ ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან?“ – მიმართა მას სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ის რუსეთიდან დევნილი იყო.

    „როცა უკვე საქართველოში იყო, ის რუსეთიდან დევნილი იყო, ეს ხომ შენც კარგად იცი?”,- მიმართა ყოფილმა პრემიერმა ყოფილ პრეზიდენტს.

    „არა, მოიცა, პატარკაციშვილის ფული ხომ იყო რუსული წარმოშობის, მისი დაცვის უფროსი ხომ იყო „ეფესბეს“ აგენტი?“ – ჰკითხა სააკაშვილმა მას.

    „შეიძლება. თუ „ეფესბეს“ აგენტი იყო, რატომ იყო თბილისში?“ – უპასუხა მან სააკაშვილს. ნოღაიდელმა ასევე აღნიშნა: „პატარკაციშვილი რომ რუსეთთან იყო დაკავშირებული, ყველამ ვიცოდით“, რის შემდეგაც, მას სააკაშვილმა ჰკითხა, „ტვ იმედი“ შეიქმნა თუ არა რუსული ფულით, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ „შეიძლება კი“.

    ასევე, ყოფილმა პრეზიდენტმა მას კვლავ ჰკითხა 2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც მას ვასილ მაღლაფერიძემ უთხრა. სააკაშვილი დაინტერესდა, აღნიშნულის ჩანაწერი თუ გააკეთა მაღლაფერიძემ, რაზეც ნოღაიდელმა განაცხადა, რომ ამას სასამართლო გაარკვევდა.

    „ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?“ – ჰკითხა მას კვლავ სააკაშვილმა, რაზეც ნოღაიდელმა უთხრა, რომ არ იცოდა.

    „პუტინთან იყავი თუ არა რუსეთთან შეხვედრაზე?“ – ჰკითხა ნოღაიდელს სააკაშვილმა, რასაც მან დადებითი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ იყო, „რათა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მოეწესრიგებინა“.

    „მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, ტერიტორიების ანექსია მოახდინა, უამრავი ადამიანი დახოცა? ამის შემდეგ შენ თვითონ გადაწყვიტე მტერთან ჩასვლა და თავის დახრა? აბა, პუტინს „ეკაჩავე“, „ებლატავე“, თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო?“ – მიმართა სააკაშვილმა ნოღაიდელს, რაზეც მან კვლავ კითხვით უპასუხა.

    „შენ ხომ „ეკაჩავე“ და „ებლატავე?“ – მიმართა ნოღაიდელმა სააკაშვილს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

    „შეხედეთ ამ მოღალატეს, პუტინთან ჩავიდა. აბსოლუტური ნაძირალა. დაასმინა საქართველო რუსეთთან და ასეთმა ხალმა გაყიდა საქართველო და მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, ის, ვინც არ იცის თავმოყვარეობა, ეროვნული ღირსება, პატიოსნება.

    ამ მოღალატესთან მეტი სალაპარაკო არ მაქვს და ვტოვებ სასამართლოს. ეს არის რუსეთის, პუტინის მიერ მოწყობილი ვითომ სასამართლო ჩემს გასამართლებლად, ერთი რუსი მოწმე აგერ დგას და მეორე რუსის დაწერილი ბრალით მასამართლებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

  • ინფორმაცია მძღოლებისთვის – 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება

    ინფორმაცია მძღოლებისთვის – 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება

    პარლამენტმა მესამე მოსმენით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლითაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და არსებული სანქციები იზრდება.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები 84-ხმით, ერთხმად მიიღეს.

    საკანონმდებლო ცვლილებებით მთელ რიგ სამართალდარღვევებზე სანქციები იზრდება:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.

    “დრიფტი“, რომელსაც ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას – 6 თვის ვადით.

    საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დარღვევა, რომელსაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა მოჰყვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას.

    500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

    ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში – 10 ლარით.

    ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დგინდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე 30 ქულა შეუმცირდება.

    “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით ახალი ამკრძალავი ნიშანი − “გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ შემოდის. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

    ახლებურად განისაზღვრება “BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები. კერძოდ, “BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ “BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. უწყების ინფორმაციით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს.

    “2025 წლის განმავლობაში საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 469 ადამიანი გარდაიცვალა, დაშავდა – 8 191. ავტოსაგზაო შემთხვევები უმეტესად გამოწვეული იყო საპირისპირო ზოლში ავტომობილის გადასვლით, მანევრირების წესის დარღვევით. სიჩქარის გადაჭარბებისთვის მილიონ 700 ათასზე მეტი ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა. ავარიების გამომწვევი მიზეზებიდან სიჩქარის გადაჭარბება სიხშირით მე-3 ადგილზე იყო. ეს სტატისტიკაა მოტივაციაა, რამაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროება დააყენა“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

    ცვლილებები 2026 წლის 1-ელ მაისს ამოქმედდება.

    წუარო: ipn.ge

  • რა გახდა მერაბ სეფაშვილის მეუღლის გარდაცვალების მიზეზი? – რეაბილიტაციის პროცესი წინ მიდიოდა, იმედი იყო, მაგრამ…

    რა გახდა მერაბ სეფაშვილის მეუღლის გარდაცვალების მიზეზი? – რეაბილიტაციის პროცესი წინ მიდიოდა, იმედი იყო, მაგრამ…

    მომღერალ მერაბ სეფაშვილის ახლობლები სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებენ, რომ მისი მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა.

    „გარდაიცვალა უსაყვარლესი, უსათნოესი, ულამაზესი ადამიანი, ჩვენი სეფოს მეუღლე,  ნინიკო… ძალიან საწყენია! გისამძიმრებთ ოჯახს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული…
    პანაშვიდი 7 და 8 აპრილს არსენას ქ.11
    დაკრძალვა 9 აპრილს,გამოსვენება ქაშუეთის ეკლესიიდან 15:00“, – დაწერა მუსიკოსმა მიხეილ ზაქარიაშვილმა.
    ნინო ჯურხაძემ რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა და მას შემდეგ ხანგრძლივ და რთულ მკურნალობას გადიოდა. „სარკე“ მერაბ სეფაშვილს ყოველი შეხვედრისას ეკითხებოდა

    მეუღლის მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გვითხრა, რომ რეაბილიტაციის პროცესი წინ მიდიოდა, იმედი იყო, მაგრამ…

    – უკეთესობა არის. ნინოს თავდაპირველად ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა, ღვთის წყალობით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. ამას მარტო ექიმების დასკვნებით არ ვამბობ, გაუმჯობესება თვალნათლივ ეტყობა. იმედი მაქვს, მალე ყველაფერი კარგად იქნება. ჩემთვის ეს დიდი დარდია, მაგრამ ამასაც ოპტიმიზმით ვუყურებ

    მძიმე ფორმის ინსულტი ჰქონდა და დრო სჭირდება. სახლში შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაგრამ გარეთ მისი გასვლა ჯერ არ შეიძლება. უფლის წყალობით, ყველაზე ცუდი უკან დარჩა, იმედია, დრო მართლაც მკურნალი აღმოჩნდება და ნინო დაუბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას.

  • „არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს … “ – გოგა მანიას საჭირო რჩევები

    „არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს … “ – გოგა მანიას საჭირო რჩევები

    ეზოტერიკოსი, გოგა მანია, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად საკუთარ წინასწარმეტყველებებს და რჩევებს უზიარებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება.

    მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

    იგი „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრება და ახალ წინასწარმეტყველებაზე უყვება.

    – გოგა, რომ მოგვიყვეთ ახალი წინასწარმეტყველების შესახებ 

    გარდაცვალება იქნება სამეფო კარზე მეფე ჩარლზის, მას აქვს დაავადება, რომელსაც ვერ უშველიან. მისი გარდაცვალება ძალიან ახლოსაა, ეს მოხდება 2025-2026 წელს. მანდ მთელი დიდი ოინებია და დიდი თამაშია. ეწირებიან, იმ არასწორ ქმედებებს რაც მოხდა. პრინცესა დაიანას გარდაცვალება – ის რიტუალს შეესწრო და ზუსტად ამის გამო მოკლეს და მოიშორეს. ამაზე არ საუბრობენ, ეს დამალულია. ისინი პასუხს აგებენ სწორედ ამ ყველაფრის გამო.

    – ვიცით, რომ მეფე ჩარლზს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს… 

    სიმსივნე ეს არის ენერგეტიკული დაზიანების დაავადება, ერთგვარი ფსიქოსომატიკური. თუმცა ჩარლზს ვერ უშველიან და ის მალე გარდაიცვლება. ამის მერე, სამეფო კარზე უდიდესი ცვლილებები იქნება.

    ვხედავ, რომ ასევე ამერიკაში, რეზიდენციაში მოხდება გარდაცვალება.

    – გოგა საქართველოზეც, რომ გვესაუბროთ:

    „საქართველოს ფარგლებს გარეთ ხდება აფეთქებები, ომები და წყალდიდობები. ყველაზე კარგი ის არის, რომ საქართველო მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამას ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ძლიერია ეს ჩვენთვის. ის სრულიად დაცულია. მისი აყვავება ნამდვილად იწყება. მოხდება სხვადასხვა კუნძულების ნგრევა, მიწისძვრები თურქეთში, კერძოდ იზმირში. საქართველოში მიწისძვრების შედარებით ნაკლები ბიძგები იქნება და იკლებს, თუმცა მეტი იქნება თურქეთში“,- ამბობს „პრაიმტაიმთან“ გოგა მანია.