Author: admin

  • რა თქვა გიული ალასანიაზე სოფო ნიჟარაძემ ?

    რა თქვა გიული ალასანიაზე სოფო ნიჟარაძემ ?

    ალისკას აღზრდაში მეხმარება დედაჩემი, რა თქმა უნდა ზოგადად ორივე ბებია ჩართულია ბავშვის აღზრდაში“ – ამის შესახებ მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ ისაუბრა.

    მომღერალი ამბობს, რომ პატარა ალისკას აღზრდაში ორივე ბებია ჩართულია:

    „[ალისკას] აღზრდაში მეხმარება დედაჩემი, რა თქმა უნდა ზოგადად ორივე ბებია ჩართულია ბავშვის აღზრდაში. დედაჩემიც, გიულიც ძალიან… ორივე არის საოცარი ბებია და მიხრია, რომ ბებიების სითბო და გვერდში დგომა ბავშვს ძალიან უხვად აქვს“ – ამბობს მომღერალი.

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს და ახლა, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება. მას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან და გათავისუფლება სურთ.

    ასევე, გოგა ხშირად აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამბობს, რომ ეს ბუნებრივი ძალა ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა.

    გოგა თავის ახალ წინასწარმეტყველებაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ის საქართველოზე საუბრობს. 

    „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი.

    ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.

    ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.

    მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.

    მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ… კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“. 

    ასევე მან საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასაც ელის განსაცდელი. 

    „მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.

  • “მიშა როცა გამოვა…” – რა გაამხილა სოფო ნიჟარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ?

    “მიშა როცა გამოვა…” – რა გაამხილა სოფო ნიჟარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ?

    სოფო ნიჟარაძე  პოდკასტს მერე? • Mere? სტუმრობდა. მომღერალმა შვილის, ელის-მარია სააკაშვილის მამისადმი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ალისას მამა ძალიან უყვარს და მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდება. „ალისა სულ მეუბნება, რომ როდესაც მიშა გამოვა მისი წესებით უნდა ვიცხოვროთ. მოსწონს მისი წესები, ჰგონია რომ სრული თავისუფლება ექნება ყველაფერში. ალისას ძალიან უყვარს მამა და სულ მეკითხება როდის დაბრუნდება. ძალიან თბილი …

  • 😭😭 “გარდაიცვალა გულის შეტევით….” 😢🥹მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    😭😭 “გარდაიცვალა გულის შეტევით….” 😢🥹მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

    ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს:

    “ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი და ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით. უბრალოდ ვერ გაუძლო ძალიან მძიმე შრომას ამერიკაში.ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 9 თვე იმუშავა მაშინდელ ბობოლა ქოცებთან და მერე მომწერა რომ გული ერევა ისეთ საზიზღრობებს აკვირდება და ვეღარ

    ძლებს სამსახურში, მიუხედავად მაღალი ხელფასისა.მე დავეხმარე ამერიკაში სტატუსის მოპოვებაში და მან ხელი მიჰყო მძიმე შრომას. ისევე როგორც, ზუსტად ასევე ამერიკაში წამოვიდა თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს ბევრი მაღალპროფესიონალური ოფიცერი და იმის მაგივრად, რომ თავისი მაღალი კვალიფიკაცია და თავდადება

    გამოეყენებინათ საკუთარ სამშობლოზე, მუშაობენ მძიმე სამუშაოებზე კაპიკებად.სხვა უბედურებებთან ერთად ეს დამართა ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანას. როგორც 90-იან წლებში განადგურდა მთელი თაობა, ამანაც მთელი თაობა გაანადგურა, ” – წერს სააკაშვილი.

    წყარო: ​palitravideo.ge

    მიხეილ სააკაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - "გარდაიცვალა გულის შეტევით. ვერ გაუძლო ძალიან მძიმე შრომას" - ფოტო 2
  • „ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    „ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. სამტრედიაში ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

    „გლოვობს ჩემი სამტრედია, გარდაიცვალა ახალგაზრდა, ალეკო ხაბეიშვილი. ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა. ნათელში იყავი, ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო“, – წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.


    წყარო: ​primetime.ge

  • აღდგომის კვირეულში გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    აღდგომის კვირეულში გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    „აღდგომის კვირეულში გარდაიცვალა კიდევ ერთი ემიგრანტი – ქალბატონი მარინა ნიკოლეიშვილი. გთხოვთ, ილოცოთ მისი სულის მოსახსენიებლად…“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება.

    სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება.

    რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.

    საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.

    რა იცვლება კონკრეტულად?

    ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.

    რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:

    ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
    ან საინვესტიციო მიზნით;
    ან სათამაშო ბიზნესში;
    ან ვირტუალურ აქტივებთან;
    ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.

    რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?

    ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.

    „მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.

  • მარტვილში, კარანტინია გამოცხადებული

    მარტვილში, კარანტინია გამოცხადებული

    🔻 მარტვილში, სოფელ ბანძაში ძაღლს, რომელმაც 3 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა – გამოცხადებულია კარანტინი | ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი ონისე ჯანაშია ავრცელებს:
    💬 “მარტვილის მუნიციპალიტეტში სოფელ ბანძაში ცოფი დაფიქსირდა
    8 აპრილს ქუთაისის თავშესაფარში გადაყვანილ ძაღლს 14 აპრილს ლაბორატორიულად დაუდასტურდა ცოფი.
    ❌დაკბენილია 3 ადამიანი
    ტერიტორიაზე გამოცხადებულია კარანტინი, მიმდინარეობს დეზინფექცია და ცხოველების ვაქცინაცია.
    👉 თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე ძაღლმა დაგკბინათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას და შესაბამის სამსახურს!” | წერს ჯანაშია