Author: admin
-

რას ამბობს შსს 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე
ორი სიტყვა, Арцыд растаг, (სავარაუდოდ, ოსურ ენაზე æрцыд рæстæг) “მოვიდა დრო”, 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის ფეისბუკის გვერდზე, 18 აგვისტოს, გვიან ღამით დაიპოსტა. დაკარგული ბიჭის დედამ არ იცის, ვინ დაწერა პოსტი მისი შვილის სახელით და პასუხს გამოძიებისგან ელის.
სოფო ბიბილაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისი გაუჩინარებული შვილის ანგარიშზე სოციალურ ქსელში ასეთი გზავნილი ჩნდება.
„წუხანდელი პოსტის შესახებაც სხვამ გამაგებინა. ეს ნამდვილად გურიკას ფეისბუკის გვერდია, მაგრამ არ ვიცი, ვინ შევიდა, როგორ შევიდა, რატომ დაწერეს, იმედია, გამოძიება დაადგენს. პირადად მე, გამოძიება ჯერჯერობით არ დამკავშირებია“.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ „ინფორმაციას ამოწმებენ“. სხვა დეტალები, ამ დროისათვის უცნობია.
-

ტრაგედია ბათუმში – რა მოხდა გორგასლის ქუჩაზე
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა. ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ წერს.
-

“მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაციით გიბრუნდებით” – კობა ახალაძის ახალი ვიდეომიმართვა
ვინ დაწერა აღნიშნული პოსტი, ამ დროისთვის უცნობია. უცნობია დამატებითი დეტალებიც.

-

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე დაჯავშნონ.
ახალი სერვისით ასევე ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარეს, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ.
ცვლილების მიზანია გამოცდის პროცესის გამარტივება და კანდიდატებისთვის მომსახურების უფრო სწრაფად და მოქნილად ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: primetime.ge/
-

როგორი ზამთარი გველოდება წინ. რა საგანგაშო პროგნოზი ვრცელდება.
წყნარ ოკეანეში, ეკვატორის გასწვრივ განვითარებადი ელ-ნინიოს მოვლენა „ძალიან ძლიერი“ იქნება და შესაძლოა, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური გახდეს. ამასთან, ელ-ნინიო შესაძლოა ქაოსურ ურთიერთქმედებაში შევიდეს სხვა მეტეოროლოგიურ ძალასთან, პოლარულ მორევთან, რამაც შეიძლება სრულიად შეცვალოს ზამთრის ამინდი ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში, წერს antena3.ro.
რა არის პოლარული მორევი?
პოლარული მორევი ზამთრის მოვლენაა – ატმოსფეროს ზედა ფენებში არსებული ცივი ჰაერის ციკლონი, რომელიც, როგორც წესი, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების თავზე ტრიალებს. არქტიკასა და ანტარქტიდაზე მორევები შემოდგომით, ტემპერატურის დაცემისას ყალიბდება.
ორივე მოვლენამ შესაძლოა ელ-ნინიოს გავლენა განიცადოს და ამინდის პირობების ცვლილება გამოიწვიოს. როგორც წესი, ძლიერი პოლარული მორევი კარგი ამბავია მათთვის, ვისაც ზამთარი არ უყვარს. მეორე მხრივ, სუსტი პოლარული მორევი ხშირად ნიშნავს იმას, რომ ცივი ჰაერი არქტიკიდან შესაძლოა შეერთებული შტატების ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში ჩამოვიდეს. ამავდროულად, მეცნიერებს ჯერ კიდევ არ ესმით ბოლომდე ელ-ნინიოსა და პოლარულ მორევს შორის არსებული ურთიერთკავშირი. ელ-ნინიო, როგორც წესი, ასუსტებს მორევს ზამთრის მიწურულს და შესაძლოა გაზარდოს სტრატოსფეროში ანომალიურად სწრაფი დათბობის ალბათობა.
როგორი იქნება ზამთრის ამინდი?
მეცნიერები ჯერჯერობით დარწმუნებით ვერ ამბობენ, რომელი რეგიონები შეიძლება დაზარალდნენ ელ-ნინიოსა და პოლარული მორევის ურთიერთქმედებით.
თუ პოლარული მორევი ამ ზამთარს ძლიერი დარჩება, მაშინ ზამთარი მთლიანობაში რბილი იქნება. თუმცა, თუ ელ-ნინიოს გავლენის ქვეშ მყოფ უფრო სუსტ პოლარულ მორევს თან დაერთვება სტრატოსფეროს მკვეთრი დათბობა, შესაძლოა განმეორდეს 2019–2020 წლების სეზონის მკაცრი ზამთრის მსგავსი სიტუაცია შუა ატლანტიკურ სანაპიროზე, აცხადებს ჯუდა კოენი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლარული მორევის ექსპერტი.
ევროპისთვის ელ-ნინიოს შედეგების პროგნოზირება უფრო რთულია. კონტინენტი, ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით, ამ მოვლენის პირდაპირ გავლენას არ განიცდის.
ზამთრის პროგნოზები მიუთითებს სამხრეთ ევროპაში მაღალი წნევის არეალისა და კონტინენტის ჩრდილოეთსა და ჩრდილო-დასავლეთში დაბალი წნევის არეალის ჩამოყალიბების ტენდენციაზე. ამან შესაძლოა ზოგიერთ რეგიონში უფრო რბილი პერიოდები გამოიწვიოს.
ზოგიერთი სცენარით, არსებობს ალბათობა, რომ ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასებმა ძირითადად დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში შეაღწიოს.
-

ნაყინმა 8 წლის ბიჭი იმსხვერპლა – ფაქტს პოლიცია იძიებს
კანადაში ნაყინის ერთმა პორციამ ონტარიოს პროვინციაში მცხოვრები რვა წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ წერს Need To Know.
ოტავაში მცხოვრებ ლიამ გარტლანდს რძის პროდუქტებზე, კვერცხსა და არაქისზე მძიმე ალერგია ჰქონდა. გასეირნების დროს დედამ მას ნაყინი მას შემდეგ უყიდა, რაც წინასწარ დარწმუნდა, რომ ის არ შეიცავდა რძესა და სხვა ინგრედიენტებს, რომლებიც მისი შვილისთვის საშიში იყო. თუმცა, როგორც კი ბიჭმა ნაყინი გასინჯა, მაშინვე უთხრა დედას: „მგონი, აქ რძეა“.
ბავშვს მყისიერად დაეწყო მძიმე ალერგიული რეაქცია. ექიმები რამდენიმე დღის განმავლობაში იბრძოდნენ ლიამის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ამჟამად პოლიცია იძიებს, როგორ აღმოჩნდა რძის პროდუქტები დესერტში, რომელიც, წესით, ალერგიის მქონე ადამიანებისთვის უსაფრთხო უნდა ყოფილიყო.
-

🔴 გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
“15 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან 18 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდები. 15 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში, 16-18 აგვისტოს ასევე დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” | წერია გავრცელებულ ინფორმაციაში -

სოფო ბიბილაშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„მოგიკვდეს ჩემი თავი შენ… შვილო, რას არ გაბრალებენ დე… გამოჩნდი და ყველას მე გავცემ პასუხს ჩემო ერთადერთო“, – წერს სოფო ბიბილაშვილი.

