სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა კაცის ფოტო, რომელიც დღეს ბათუმში, 43-ე სართულიდან გადმოვარდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა კაცის ფოტო, რომელიც დღეს ბათუმში, 43-ე სართულიდან გადმოვარდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1609 კონსტიტუციური სარჩელი („ბუდუ შეყილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.
მოსარჩელის პოზიციით, პენსიაზე უფლების წარმოშობის კონტექსტში ქალები და კაცები არსებითად თანასწორ სუბიექტებს წარმოადგენენ. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება საპენსიო ფონდი, როგორც დასაქმებული ქალი, ისე კაცი, თანაბარი მოცულობით მონაწილეობს. ამასთანავე, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალთა რაოდენობა აღემატება მამაკაცთა რაოდენობას როგორც დაბადების მაჩვენებლით, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობით. შესაბამისად, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკის 5 წლით უფრო გვიან განსაზღვრა წარმოადგენს სქესის ნიშნით დიფერენცირებას, რომელსაც არ გააჩნია გონივრული და ობიექტური გამართლება, რაც ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას.
„მოპასუხე მხარის განმარტებით, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისას სახელმწიფოს ფართო დისკრეცია გააჩნია. მოპასუხის მითითებით, ქალებს ხშირად უწევთ არაანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება შინამეურნეობაში, ხოლო ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო მათ კარიერაში ჩნდება წყვეტები, რაც ამცირებს საპენსიო დანაზოგს. ამასთანავე, ადრეული საპენსიო ასაკი განპირობებულია ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული სახელფასო სხვაობით და იმ სტერეოტიპებით, რომლებიც ქალების მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებას აფერხებს. ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სადავო რეგულირება ქალებსა და კაცებს შორის სოციალურ რეალობაში არსებული ფაქტობრივი უთანასწორობის დაბალანსებას ემსახურება.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული ნორმა ითვალისწინებს განსხვავებულ მოპყრობას შესადარებელ სუბიექტებს, ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო დიფერენცირების ნიშანს სქესი წარმოადგენს. თავის მხრივ, რამდენადაც სქესი არის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით სახელდებით განსაზღვრული ნიშანი, საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის საკითხი მკაცრი ტესტის გამოყენებით შეაფასა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული სოციალური როლების შესაბამისად, ქალთა მნიშვნელოვანი ნაწილი ოჯახში ასრულებს არაანაზღაურებად ზრუნვით და საოჯახო შრომას. ბავშვების აღზრდა, ხანდაზმულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოვლა, აგრეთვე საოჯახო საქმეების ორგანიზება და შესრულება, საზოგადოების სხვადასხვა ფენის მიერ, ტრადიციულად ქალის მოვალეობად აღიქმება. ამგვარი გენდერული განაწილება ქალთა შრომას საზოგადოებრივად აუცილებელ, თუმცა ეკონომიკურად უხილავ საქმიანობად აქცევს, რაც მათ შრომით ბაზარზე სრულფასოვან ინტეგრაციას ზღუდავს. შედეგად, ქალებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, დასაქმდნენ სრულ განაკვეთზე, დაიკავონ სტაბილური და მაღალანაზღაურებადი პოზიციები ან ჰქონდეთ უწყვეტი პროფესიული კარიერა, რაც ხანდაზმულობისათვის რეგულარულ და საკმარის დანაზოგს უზრუნველყოფდა. ამასთანავე, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება, ისევე, როგორც ბავშვის მოვლა, ხშირად იწვევს კარიერულ წყვეტას, დასაქმების ფორმის ცვლილებას ან ნახევარ განაკვეთზე მუშაობას. აღნიშნული გარემოებები პირდაპირ აისახება ქალთა შემოსავლის მოცულობაზე, პროფესიულ წინსვლასა და შრომითი სტაჟის უწყვეტობაზე. შემცირებული და არასტაბილური შემოსავალი, აგრეთვე შრომითი აქტივობის პერიოდული შეწყვეტა, საბოლოოდ, განაპირობებს შედარებით მცირე დანაზოგს და ზრდის ხანდაზმულობისას ეკონომიკური დაუცველობისა და ღირსეული ცხოვრების პირობების შეზღუდვის რისკს.
დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ უმრავლეს სფეროში ქალსა და მამაკაცს წარმატებული და შედეგიანი საქმიანობის ერთნაირი უნარები აქვთ. აღნიშნულის მიუხედავად, გლობალური მონაცემები ადასტურებს, რომ ქალთა საშუალო ანაზღაურება სისტემურად ჩამორჩება კაცთა საშუალო ანაზღაურებას. აღნიშნული სხვაობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია შრომით გარემოში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც მამაკაცს ლიდერულ, გადაწყვეტილების მიმღებ და მაღალანაზღაურებად პოზიციებთან აკავშირებს. ამასთანავე, ქალთა დასაქმების მაღალი კონცენტრაცია შედარებით დაბალანაზღაურებად სექტორებში, კიდევ უფრო აძლიერებს სახელფასო უთანასწორობას. შედეგად, ქალისა და მამაკაცის შემოსავალს შორის სხვაობა არა მხოლოდ ინდივიდუალური არჩევანის, არამედ სტრუქტურული და კულტურული ფაქტორების ერთობლივი მოქმედების შედეგია.
შესაბამისად, ხსენებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა, რის გამოც, №1609 კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
დავის საგანი: „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.
„მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო – გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ სამსახურში საქმეებს თავი წარმატებით გაართვათ. ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელსაც მალე თავდავიწყებით შეუყვარდებით! შესაძლოა, მშობლებს ან და-ძმებს თქვენი დახმარება დასჭირდეთ. თავად გადაწყვიტეთ, მათ დაეხმარებით თუ საკუთარ პრობლემებს მიხედავთ. შეიძლება არაკეთილმოსურნეებმა თავი შეგახსენონ. თუ პროვოკაციებს არ აჰყვებით კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ. ეცადეთ, თქვენი უნარები მატერიალური კეთილდღეობის მისაღწევად გამოიყენოთ. ცუდი არაფერია იმაში, რომ საკუთარი გზით იაროთ და ავტორიტეტების მითითებებს ბრმად არ მიჰყვეთ. კარგი იმუნიტეტი ვირუსებისა და დაავადებებისგან დაგიცავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირადი ჰიგიენის წესები უნდა უგულებელყოთ.
კურო
ამ დღეს ოჯახს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ეცადეთ ყველა პრობლემის მოგვარება მეორე ნახევარს არ გადააბაროთ — ასეთი დამოკიდებულება ოჯახში კონფლიქტურ სიტუაციას შექმნის. საკუთარი პოზიციის დაცვისას აგრესიას ნუ გამოიჩენთ — შესაძლოა თქვენი გაიტანოთ, მაგრამ მტრებს გაიჩენთ. ამ დღეს არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი, თუმცა ავანტიურასა და საეჭვო გარიგებებს უნდა მოერიდოთ.
ეს დღე თითქოს იმისთვისაა შექმნილი, რომ საკუთარი თავი გაანებივროთ — მასაჟზე ჩაეწერეთ ან უბრალოდ თმის ვარცხნილობა შეიცვალეთ.
ტყუპები
თუ სიყვარულში პრობლემები გაქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ცუდადაა და ასე გაგრძელდება. თუ საყვარელი ადამიანის თხოვნას ყურადღებით მოუსმენთ და გაითვალისწინებთ, ღრუბლები გაიფანტება და ცა მოიწმინდება. მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. დასასვენებლად ერთი თავისუფალი წუთიც კი არ გრჩებათ, მაგრამ ეცადეთ, ცოტა ხნით განმარტოვდით, რომ ფიქრები დაალაგოთ. ხელმძღვანელობა თქვენში პერსპექტიულ თანამშრომელს ხედავს და შესაძლოა, მალე კარიერული წინსვლის შანსი მოგცეთ. ამ დღეს შესაძლებელია შეღავათიან ფასად შეიძინოთ ნივთი, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობთ.
ენერგია მოზღვავებას გრძნობთ, მნიშვნელოვანია, რომ ის სწორი მიმართულებით დახარჯოთ — ამ დღეს ფიზიკური აქტივობა ძალიან წაგადგებათ.
კირჩხიბი
ეს დღე როგორც დადებით, ისე უარყოფით მუხტს ატარებს. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელოდებათ, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი კავშირების დამყარებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ერთად გატარებული დრო, ახალი იდეების გაზიარება და სირთულეების დაძლევა თქვენს მეგობრულ ურთიერთობებს მყარ საფუძველს ჩაუყრის. თუ ხმაური და აურზაური არ მოგწონთ, შეეცადეთ ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.
ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ამიტომ ნებისმიერ ამოცანას თავს ადვილად გაართმევთ.
ლომი
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ დღეს სასურველი ნივთის ყიდვა შეძლოთ, თუმცა შეიძლება სასიამოვნო ადამიანი გაიცნოთ. ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, დაწყებული საქმის დასრულება სულიერ სიმშვიდეს მოგიტანთ. ამ დღეს ახალი პროექტების დაწყება არასასურველია, განსაკუთრებით, თუ მათი სამომავლოდ გადადება შეგიძლიათ. ნუ მოჰკიდებთ ხელს საქმეს, თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ ხართ, რადგან წარუმატებლობამ შეიძლება თქვენს საქმიან ავტორიტეტზე უარყოფითად იმოქმედოს. არ დაგავიწყდეთ, რომ პრევენცია საუკეთესო მკურნალობაა!
თუ ფიზიკური აქტივობა გაკლიათ, მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ ან ფიტნეს-ცენტრში ჩაეწერეთ.
ქალწული
რომანტიკული შეხვედრა და პაემნები მხოლოდ სიხარულს მოგიტანთ, თუმცა ახალ თაყვანისმცემელთან გულახდილობას მოერიდეთ. დაოჯახებულმა ქალწულმა შეიძლება განსხვავებული აზრების ან გემოვნების გამო მეუღლესთან იკამათოს, თუმცა ხვალ ეს არავის ემახსოვრება. თქვენი იდეების უფროსობისთვის გაზიარება ნუ მოგერიდებათ — შესაძლოა თქვენმა ინიციატივებმა კომპანიაში დადებითი ცვლილებები გამოიწვიოს. ამ დღეს ბრმა იღბლის იმედად ნუ იქნებით, თავად უნდა იმოქმედოთ.
თუ წონაში დაკლებას გეგმავთ, კვების რეჟიმის დაცვა და კალორიების კონტროლი უნდა დაიწყოთ.
სასწორი
ამ დღეს თქვენი ნიშნის წარმომადგენლებისთვის პლანეტების განლაგება ხელსაყრელია, თუმცა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან სერიოზული საუბრისთვის უნდა მომემზადოთ. საყოფაცხოვრებო პრობლემებმა შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს. სამსახურში ახალ პროექტს შემოგთავაზებენ, რაც შემოქმედებითი იდეების განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ფინანსური წარმატება დიდ დროსა და შრომას მოითხოვს. გაუფრთხილდით ნერვებსა და გულს, წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ — თქვენი ნერვული სისტემა ახლა განსაკუთრებით დაუცველია. ვიღაც თქვენი საიდუმლოს გაგებას ცდილობს, ამიტომ გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ურთიერთობა შეზღუდოთ.
მორიელი
ძალები გონივრულად გააანაწილეთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამ დღეს შესანიშნავი შანსი გექნებათ, რომ პირად ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. ყურადღება გამოიჩინეთ მეუღლისა და შვილების მიმართ — დღეს მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. ფრთხილად იყავით — თქვენს ზურგს უკან ვიღაც ინტრიგებს ხლართავს, ამიტომ ჭორაობის საბაბს ნუ მისცემთ. დამატებითი შემოსავალი საშუალებას მოგცემთ, რომ საოცნებო ნივთი შეიძინოთ.
დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებში იტრიალოთ, რადგან მარტოობამ შესაძლოა მსუბუქი დეპრესია მოგგვაროთ.
მშვილდოსანი
თქვენს გზაზე სხვადასხვა ცდუნება გამოჩნდება, მაგრამ უნდა გაუძლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ შეცდომებს დაუშვებთ, რომლებიც ცხოვრებას გაგირთულებთ. სიყვარულში ნუ ეცდებით პარტნიორს თქვენი წესები თავზე მოახვიოთ. თუ ხანდაზმული ნათესავები გყავთ, აუცილებლად დაურეკეთ ან მოინახულეთ — შესაძლოა დახმარება სჭირდებათ. იაქტიურეთ, ახალ საქმეებს თამამად შეეჭიდეთ და არჩევანის გაკეთების ნუ შეგეშინდებათ. ფინანსური თვალსაზრისით სირთულეები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სესხებს მაინც ნუ აიღებთ.
დილით შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ, რომელიც შუადღისთვის გაივლის. დღის მეორე ნახევარი დასვენებასა და გამაჯანსაღებელ პროცედურებს დაუთმეთ.
თხის რქა
გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება თქვენი გულუბრყვილობით ვინმემ ისარგებლოს — მნიშვნელოვანია, რომ მაცდუნებლის მახეში არ გაებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვლენები არ დააჩქაროთ – ეს რთული დღეა, რომელიც მოთმინებას მოითხოვს. ახალი ვალდებულებები დამატებით დროსა და ენერგიას წაგართმევთ, თუმცა ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით — ეცადეთ მუშაობასა და დასვენებას შორის ბალანსი იპოვოთ. საქმე, რომელსაც დღეს დაიწყებთ, წარუმატებლობისთვისაა განწირული, ამიტომ სჯობს ძალები ტყუილად არ დახარჯოთ. გაუფრთხილდით გულსა და ნერვებს, თქვენი იმუნური სისტემა ახლა დასუსტებულია.
მერწყული
ზოგჯერ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს — სავსებით შესაძლებელია, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ. ყველაფრის ერთდროულად კეთებას არ შეეცადოთ, თორემ ყველა საქმეს გააფუჭებთ. თქვენი კომუნიკაბელურობა ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.
მოერიდეთ სტრესს, ნიკოტინსა და კოფეინს, რადგან ისინი შფოთვის შეგრძნებას აძლიერებენ. მენიუდან სრულად გამორიცხეთ ცომეული, რომელიც კალორიების დაგროვებას ხელს უწყობს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენი აურა ენერგეტიკული ვამპირებისა და ტოქსიკური ადამიანების გავლენის მიმართ დაუცველია.
თევზები
ამ ნიშნის ქალბატონებს ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავალი ელით. კარგი იქნება, თუ თავისუფალ დროს მოინახულებთ ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ. დღის მეორე ნახევარი ისეთ საქმიანობას დაუთმეთ, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას და არა ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ ბიუჯეტის დაგეგმვას და დაუფიქრებელ ხარჯებს მოერიდეთ.
ოპტიმისტური განწყობა თქვენი მხნეობისა და ჯანმრთელობის საწინდარია — ნუ ნერვიულობთ წვრილმანებზე, ეს ცუდი ჩვევაა.

1-ლი მაისიდან უცხოელ გიდებს ჯგუფური ტურების ჩატარება აეკრძალათ.
ახალი ნორმების მიხედვით, შრომითი საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია შესაბამისი უფლების მიღება, რომელსაც დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო გასცემს, თუმცა განსაზღვრულია ლიმიტები.
უცხოელის დასაქმებისთვის
2 000 ლარით ჯარიმდება როგორც დამსაქმებელი, ისე უცხოელი.
განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა იზრდება 4 000 ლარამდე
განმეორებით დაჯარიმების შემდეგ კვლავ დარღვევისას ჯარიმა შეიძლება გაიზარდოს 12 000 ლარამდე.

მიღებული საკვების მონელების შეფერხების შეგრძნება, გულისრევა ან ნაადრევი დანაყრება – ეს ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კუჭის კიბოზე.
თუ შეამჩნევთ ამ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. ამასთან, შესაბამისი სიმპტომები, შესაძლოა ასოცირებული იყოს არა კიბოსთან, არამედ კუჭ-ნაწლავის სხვა პათოლოგიასთან, მაგრამ ჯერ ყველაზე საშიში ვარიანტები უნდა გამოირიცხოს.
კუჭის კიბოს დიაგნოსტიკისთვის ექიმები მიმართავენ ფიბროგასტროდუოდენოსკოპიის მეთოდს (FGDS). ეს პროცედურა ტარდება 45 წლიდან, ხოლო 60 წელს გადაცილებულებს ყოველწლიურად ესაჭიროებათ მისი ჩატარება.
კუჭის კიბოს რისკფაქტორებია: Helicobacter pylori ბაქტერიით ინფექცია, ჭარბი წონა და უმოძრაო ცხოვრების წესი, ცოცხალი ბოსტნეულის და ხილის არასაკმარისად მოხმარება და ნიტრატებით გაჯერებული საკვების მიღება.

ავარიას ყვარელში ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა რომ აალება გამოიწვია. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა 17 წლის ახალგაზრდა.
მანქანაში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომლებიც სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში არიან გადაყვანილები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.
„თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, – აღნიშნა კალაძემ.

2015 წლის 19 დეკემბერს თბილისში მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო შეძრა. მეუღლისა და 5 წლის შვილის მკვლელობის საქმეზე ახალგაზრდა ქალი – მაგდა პაპიძე დააკავეს. ის ერთადერთი უვადო პატიმარი ქალია საქართველოში. გამოძიებამ დაადგინა, რომ პაპიძემ ქმარს უროთი სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, ხოლო მცირეწლოვანი გაგუდა.
მაგდა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ის ერთადერთი უვადო ქალი პატიმარია საქართველოში.
ამ ამბავთან დაკავშირებით იურისტმა – მარიამ ჩხეიძემ პირადი მოსაზრება დააფიქსირა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„მაგდა პაპიძის საქმეზე მინდა დავწერო… საიდან დავიწყო ახლა მაგაზე ვფიქრობ. ნაწილმა იცის ჩემი პოზიცია ამ საქმესთან დაკავშირებით.
ქალთა მიმართ ჩემი სოლიდარობა ყველამ იცით. ეს ყოველთვის ასე იყო. 2015 წლის დეკემბერში ამ საზარელი შემთხვევის შესახებ რომ გავიგე, იყო შოკი. შემდეგ კითხვები! კითხვები! კითხვები!
მისი სასამართლო პროცესი 2016 წელს დაიწყო და იქვე გადავწყვიტე, რომ ყველა პროცესს უნდა დავსწრებოდი… მსგავსი არაფერი მინახავს… ჩემთვის რაღაც ამოუცნობია. პროცესებზე ყოველთვის მკვეთრ მაკიაჟზე არ გავაკეთებ აქცენტს, თუმცა ამან გარკვეულწილად მოახდინა გავლენა ნაფიც მსაჯულებზე.
პროცესზე მისგან ისტერიკას და პანიკას არავინ ითხოვდა, რა თქმა უნდა.
ლოგიკურია, რომ ადამიანს თუ შეუძლია ემოციის გამოხატვა არ დაბადებულ შვილზე, მას შეუძლია ემოციის გამოხატვა დაბადებულ, მისივე გაზრდილ 5 წლის გარდაცვლილ შვილზე. ასეა ხო? მე ასე მიმაჩნია… აქ პირიქით იყო.
მაგდა ტიროდა არდაბადებულ შვილს (როგორც იცით მუცელი მოეშალა. მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა) თოკოსთან (გარდაცვლილ შვილთან) კი სხვანაირად იყო. ემოცია 0! განცდა 0! სახე გაყინული, ემოცია გაყინული (ახლოს ვიჯექი და მის ყველა რეაქციას ვაკვირდებოდი).
სხვა ემოცია იყო არდაბადებულ ბავშვზე. ეგრევე ტირილს იწყებდა, სახეზე ემოცია, განცდა… თოკოზე იყინებოდა. საერთოდ არ საუბრობდა თოკოზე, მაშინ როდესაც საუბრობდა შვილზე, რომელიც არ დაიბადა (სამწუხაროა, რომ არ დაბადა, რა თქმა უნდა).
მახსოვს თოკოს ტანსაცმელი რომ შემოიტანეს, რომელიც ბავშვს გარდაცვალებისას ეცვა. მახსოვს მისი ემოცია, რაზედაც არ დავკონკრეტდები, არაა საჭირო, მაგრამ ის სახე, ის ემოცია, დღესაც არ იშლება ჩემი გონებიდან. მახსოვს როგორ უყურებდა (რა თქვა ეგეც მახსოვს და სხვა ქალებისთვის იქნება ეს ცუდი და არ ვაკონკრეტებ). მახსოვს მისი აგრესია ყველას და ყველაფრის მიმართ… ამბობდა, რომ თავად არ მოუკლავს არც ქმარი, არც შვილი. 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ორივე მან მოკლა მისი ქმედებებიდან და რეაქციებიდან, ასევე რაც მთავარია, ჩვენებიდან გამომდინარე.
გარდაცვლილი ქმრის და შვილის ფოტოები გამოსაკვლევად რომ მოიტანეს პროცესზე, თავად ამბობდა, რომ არ იცოდა რა დაზიანება ჰქონდათ და აინტერესებდა ეს. შემდეგ როდესაც იწყებოდა გამოკვლევა დატოვა დარბაზი ისე, რომ არც შეუხედავს (აქ გავუგე მგონი… რაღაც ემოციის მაგვარს მივაწერე, თითქოს, რაც ქმრის და შვილის მიმართ გამოხატა პირველად!) ექსპერტიზამ მომკლა მაშინ, პატარა თოკოს ფრჩხილებში ექსპერტიზისას აღმოაჩინეს მაგდას ზედის ბოჭკო…
იმ ზედის, რომელიც მაგდას მკვლელობის დღეს ეცვა.. პატარა თავს იცავდა, პატარა ხელებით ეწინააღმდეგებოდა… დაზიანებები ჰქონდა პატარას გვამს სახეზეც და ყურთანაც (გაგუდვისას დაზიანდა). მაგდამ შეიძულა ქმარი და ქმართან ერთად შვილი, რადგან შვილი იყო საერთო ამ ქმართან…
ფოტოების გამოკვლევა რომ დასრულდა, დაბრუნდა დარბაზში..სახე არც ნაფიცებს ჰქონდათ, არც ჟურნალისტებს და არც დამსწრეებს, ვინც იქ ვისხედით. არც უკითხავს არაფერი, რა სახის დაზიანება იყო, სად ჰქონდა (თ) დაზიანება თუ სხვა.
პროცესიდან გამოვდივარ, ისაა უნდა დავტოვო. მასთან ახლომდებარე სკამზე ვიჯექი. მესმის რაღაც ჩურჩულის მსგავსი დასთან კომუნიკაციას ცდილობდა (გამოვიდა ისე რომ მათ შორის მე ვიდექი მე უფრო კარგად მესმოდა ვიდრე დას). თავიდან სიტყვა “პური” მეგონა… ჩავთვალე მოშივდა რაც ჩვეულებრივი მოვლენაა თან დიდხანს გრძელდება პროცესი. დამ აშკარად ვერ გაიგო. ისაა მე ვაპირებ რომ ვუთხრა პურს ახსენებს-თქო (სხვა ვერ წარმოვიდგინე). “მაგდუ პური? მოგშივდა?” გავუღიმე დას მეთქი სწორია და იმის თქმასაც ვაპირებ, რომ გარეთ გავდივარ და ჩემს ადგილზე თუ დადგება უკეთ დაამყარებს მაგდასთან კომუნიკაციას “პური კი არა პუდრი. 9 ნომერი პუდრი. გუშინ გამითავდა და შემომიტანეთ”. იქვე გავიყინე… დასაც სახე დაეკარგა, აშკარად..მაპატიეთ ამაზე რომ გავაკეთე აქცენტი, მაგრამ უნდა მეთქვა ეს…
საქმის დეტალებს მივუბრუნდები. მოწმეები იხსენებდნენ. ოჯახს საყვარელი ძაღლი ჰყავდა ეზოში… ეს ძაღლი მაგდას აღიზიანებდა. რატომღაც ერთ დღეს თავად გადაწყვიტა მისთვის მიეტანა საკვები. ახსნით თითქოსდა შემოჩვევა უნდოდა… ძეხვი მიუტანა ძაღლს ნემსებით სავსე.. ძაღლმა ჭამა და რა თქმა უნდა მოკვდა… ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ ვცდილობ თითქოს თავი შევიკავო…
როგორ დასდევდა მთელი ოჯახი ერთ-ერთ პროკურორს ქალს ორსულს. წყევლა, ლანძღვა გინება… სამივეს დასდევდნენ მაგრამ იმ ერთზე განსაკუთრებით ჰქონდათ აგრესია..”ხელი კარი ერთი, ჩააგორეთ ამ კიბეებიდან! “რა დამავიწყებს ამას! ომარის (მაგდას მეუღლის) დედა გაუბედურებული ქალი, რომელმაც შვილი და შვილიშვილი დაკარგა და მე თავად მოვისმინე როგორ თქვა “ვლოცულობდი, მაგდა არ ყოფილიყო და სხვა ყოფილიყო. რა დღეში ვარ ხვდებით, რაზე ვლოცულობდი?!”
მთავარი… როგორც თავად ამბობდა, შვილი და ქმარი უგონო მდგომარეობაში იპოვა კართან. რომ გამოვიდა ზემოდან დაადგა ქმარს ფეხი. არც დაიყვირა არაფერი. არც შეკივლება. უთხელესი კედლები იყო სახლში. რამე მსგავსი რომ ყოფილიყო ხმას გაიგებდა ყველა. შებრუნდა სახლში (ქმარი და შვილი ჯერ ისევ კართან არიან მისივე ჩვენებით) გამოიტანა ურო ნაყიდი დანაშაულის იარაღი რითაც მოკლა ქმარი და გადააგდო. სასამართლოში ჰკითხეს ქმარი და შვილი უგონო მდგომარეობაში რომ ნახე კართან, რატომ შებრუნდი სახლში, გამოიტანე ურო და გადააგდეო (ჩვენებაში ასე ამბობდა).
ქმარს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა, მეგონა ომარი მთვრალი იყო და რომ გამოფხიზლდება, რამე არ დამიშავოს ამ უროთიო. თან პირველი რეაქცია არა ყვირილი, არამედ ეგ იყო.
რეალურად რა მოხდა? მოკლა ქმარიც და შვილიც. გაყვანა უნდოდა ორივესი მანქანამდე..შემდეგ სადმე დაუსახლებელ ადგილზე დაწვავდა გვამებს და ვერავინ გაიგებდა… ბავშვის ცხედარი ადვილად ჩადო მანქანაში, რა თქმა უნდა. მეუღლის გვამს ვეღარ მოერია, რომელიც სპეცრაზმელი იყო. გამოიწვია ხმაური რაზედაც გამოვიდნენ მეზობლები. ამ გადაადგილებისას და გარკვეული პროცესებისას მოხდა ორსულობის შეწყვეტა. არც ძალადობა დადასტურებულა მის მიმართ. არც მეუღლის მხრიდან არც სამართალდამცავ ორგანოში.
სპეციალურად თავი შევიკავე, მაგრამ ვატყობ რომ მაკრატლის ეპიზოდი საჭიროა. მაგდას დედამთილის და სხვა მოწმეთა ჩვენებით დადასტურდა რომ თოკო ქაფიაშვილს სიცოცხლის ბოლომდე ფეხზე იარა ჰქონდა. რატომ? ბავშვმა იცელქა და დედამ ფეხში მაკრატელი ჩაარტყა. ეს იყო ერთადერთი ეპიზოდი სადაც მეზობლები იხსენებდნენ, რომ მათი სახლიდან ხმამაღალი კამათის ხმა გავიდა. ფაქტს მაგდას მეუღლე ომარ ქაფიაშვილი შეესწრო, რაზედაც ჰქონდა რეაქცია.
სასამართლოს შესვენებაზე მაგდას დედამ და დამ მაგდას ქმრის ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი გაუბედურებული ადამიანი დაიმარტოხელეს საპირფარეშოსთან და სცემეს..სახე აღარ ჰქონდა ქალს! თქვენ არ გინახავთ ძალიან ბევრს, იქ რა ხდებოდა და რა სიტუაცია იყო და ახლაც ძალიან ბევრ რამეზე ვიკავებ თავს, სხვა ქალები რომ არ დავაზიანო. მაგდა პაპიძის დაცვით, სხვა ქალთა უფლებები არ დააზიანოთ ზოგიერთმა. იმ ქალთა უფლებები, ვინც ძალადობის და სისტემის მსხვერპლია. მაგდა პაპიძე არც ძალადობის მსხვერპლია, არც სისტემის“.
primetime.ge