Author: admin

  • მიხეილ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის პირველი კომენტარი – რას ამბობს გლობალური სამიტის დასრულების შემდეგ?

    მიხეილ ყაველაშვილის ცოლის, თამარ ბაგრატიონის პირველი კომენტარი – რას ამბობს გლობალური სამიტის დასრულების შემდეგ?

    “დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს… 45 ქვეყნის წარმომადგენელი ვიყავით ამ სამიტზე. თემა იყო განსაკუთრებული, გლობალურად საჭირო და მტკივნეული, რომელიც შეეხება ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მათ ინტეგრაციას განათლებაში. ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პლატფორმის ფარგლებში, თავის ქვეყნებში ჩაატარონ ღონისძიებები. დავრწმუნდი იმაში, რომ ეს პირადი ურთიერთობები, რომელიც ჩვენ, პირველ ლედებს და პირველ ქმრებს შორის ჩამოყალიბდა ყველაზე მნიშვნელოვანია“ | თქვა მიხეილ ყაველაშვილის ცოლმა, თამარ ბაგრატიონმა.

    24 მარტს თამარ ბაგრატიონი ვაშინგტონში, მელანია ტრამპის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

  • დედამიწაზე მალე “დღე და ღამე აღარ იქნება” – მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა

    დედამიწაზე მალე “დღე და ღამე აღარ იქნება” – მეცნიერების შოკისმომგვრელი აღმოჩენა

    კლიმატოლოგების თქმით, გლობალური დათბობა შეამცირებს განსხვავებას ღამისა და დღის ტემპერატურას შორის.
    დედამიწაზე და მალე დღე და ღამე აღარ იქნება. აპოკალიფსურად ჟღერს. ფაქტობრივად – მზე არ გაჩერდება, მზის ამოსვლა და ჩასვლა იქნება ყოველდღე, ყველაფერი რიგზე იქნება. ღამით კი – მთვარე და ვარსკვლავები იქნებიან.

    აბა, რაზეა ლაპარაკი? დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურაზე. კლიმატოლოგებმა დაადგინეს, რომ განსხვავება მათ შორის თანდათან მცირდება, რაც გლობალური დათბობის ბრალია.
    აქამდე მეცნიერები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ კლიმატის ცვლილების ამ ეფექტს. ყველა გაანგარიშება და გრძელვადიანი პროგნოზი ითვალისწინებს საშუალო დღიურ ტემპერატურას.

    იმავდროულად, განსხვავება დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურას შორის მნიშვნელოვანია მრავალი პროცესისთვის. როცა შესაძლებელია, მაგალითად, კულტურების დარგვა, რომ მცენარეები არ გაიყინოს. როცა მოსავლის აღების დროა, გათბობისთვის, ჯანმრთელობისთვის (განსაკუთრებით ზაფხულის სიცხეში – გრილი ღამეები შესამჩნევად არბილებს სითბოს ზემოქმედებას სხეულზე, მაგრამ თუ ღამით სიცხე არ ჩაცხრება, ეს უკვე უფრო რთული იქნება).

    ამ მომენტის საფუძვლიანად შესწავლა გადაწყვიტეს აშშ-ს, იაპონიისა და ჩინეთის რამდენიმე უნივერსიტეტის მეცნიერებმა. მათ აიღეს სუპერკომპიუტერი იაპონიის ცუკუბას უნივერსიტეტიდან, შექმნეს ძალიან დეტალური პროგნოზის მოდელი – გარჩევადობით 2 კვადრატული მეტრი. კმ (როგორც წესი, კლიმატის მოდელები იყენებენ 100 კვ.კმ გარჩევადობას). მონაცემები ტემპერატურისა და ამინდის სხვა პარამეტრების შესახებ 21-ე საუკუნის დასაწყისში, 2005-2014 წწ. და კლიმატის ცვლილების სცენარები ამ საუკუნის ბოლოსთვის. ასევე გათვალისწინებული იყო ნალექების რაოდენობა და ნიადაგის ტენიანობა.

    რა დასკვნა გამოიტანეს? ტემპერატურა მოიმატებს როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. თუმცა ეს სიახლე არ არის. გაირკვა, რომ დღისით ტემპერატურა ოდნავ უფრო ნელა მოიმატებს, ვიდრე ღამისა და ეს მოხდება დედამიწის ძალიან ბევრ რეგიონში.

    მიზეზი ღრუბლებშია. ისინი ხელს უშლიან მზეს ჰაერის გაცხელებაში დღის განმავლობაში. ღამით კი პირიქით, ისინი დაიცავენ დედამიწას სწრაფი გაციებისგან. შედეგად, სხვაობა დღისა და ღამის ტემპერატურას შორის ნაკლები იქნება, ვიდრე ახლაა. ბევრია? არც ისე ძალიან – 0,25 – 0,5 გრადუსით. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ციფრები დამოკიდებულია ადგილობრივ მახასიათებლებზე.

    – ძალიან რთულია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შეიცვლება ღრუბლიანობა გლობალური დათბობის გამო, – აღიარებს დევ ნიიოგი ტეხასის უნივერსიტეტიდან (აშშ).

    მაგრამ ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია, – დარწმუნებულია მისი კოლეგა, ცუკუბას (იაპონია) უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზოან კუანგ ვანი. – ღრუბლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დღის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილებებში, რადგან ისინი გავლენას ახდენენ როგორც მზის რადიაციის რაოდენობაზე, ასევე დედამიწის ზედაპირს ან ოკეანესა და ატმოსფეროს შორის სითბოს გაცვლაზე. ხოლო დღისა და ღამის ჰაერის ტემპერატურას შორის სხვაობა მნიშვნელოვანია ადამიანის, ცხოველისა და მცენარეების სიცოცხლისთვის.

    წყარო: primetime.ge

  • რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე მეუფე შიოზე, რომელიც მისი კლასელი იყო ?

    რას ამბობს ირაკლი კაკაბაძე მეუფე შიოზე, რომელიც მისი კლასელი იყო ?

    ადამიანში, პირველ რიგში მისი პატიოსნება ფასობს და მისი სიყვარულის უნარი. შიო ამ თვისებების გამო უყვარს მის მეგობრებს. საოცრად განათლებული ადამიანია, ბავშვობაშიც უკვე ასე იყო – საოცრად ნაკითხი და არაჩვეულებრივი ოჯახის შვილი, ჰყავდა უინტელიგენტესი მშობლები. ძალიან სეკულარული ცხოვრებით ცხოვრობდა და მისი ოჯახიც იყო, კარგი გაგებით, უაღრესად განათლებული ქურდიანებისა და მუჯირების ძალიანაც სეკულარული ოჯახი. ყველა ჩვენგანთან შედარებითაც ძალიან სეკულარული იყო.
    მის რუსულ განათლებაზე ხაზის გასმა არის სრულიად უგუნური რამ: მე ძალიანაც მშურს მისი არაჩვეულებრივი ჰუმანიტარული განათლების. მისი მუსიკალური განათლებისაც, რომელიც თბილისში მიიღო და მისი თეოლოგიური განათლებისაც, რომელიც რუსეთში მიიღო. ყველაფერი ეს ძალიანაც დასაფასებელია. მე თვითონ ამერიკაში მაქვს დამთავრებული და დასავლეთში განათლებამიღებულ ბევრ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ მათ შორის ძალიან ცოტა თუა შიოსნაირი ფართო განათლების მქონე. რუსეთშიც, ინდოეთშიც, ჩინეთშიც და სამხრეთ აფრიკაშიც შესაძლებელია ძალიან სერიოზული განათლების მიღება და მეორე მხრივ უამრავი ტექნოკრატი იდიოტი ვიცი ჰარვარდის, კორნელის, კემბრიჯის თუ სორბონის დიპლომებით…” – ამბობს ირაკლი კაკაბაძე მეუფე შიოზე.

  • როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას?

    როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას?

    მიხეილ სააკაშვილი თამარ ბაგრატიონის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

    “რას აუხირდით ერთი ივანიშვილის ზებრას სათნო მეორე ნახევარს იმისთვის რომ Z-English-ით (ზებრა ინგლიშით) გამოვიდა?აბა სანდრა სჯობდა?

    7 ენაზე რომ გამართულად, მათ შორის ქართულად ამაზე უკეთესად, მაგრამ ქალებს ძუძუებს უსინჯავდა და მერე საშვილოსნოებს

    აჭრიდა. ხოლო პატიმრების ამოჭრილ ორგანოებს ჰოლანდიაში, თავისი ქალაქის ბაზარში პირადად ყიდდა.ხოდა ახლა ქართველებს გყავთ ის, ვინც ჭეშმარიტად დაიმსახურეთ… და ერთხელ მაინც შეიფერეთ ამხელა ბედნიერება! მადლობა ყურადღებისთვის,” – წერს სააკაშვილი.

    ცნობისთვის, თამარ ბაგრატიონი აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებული გლობალური სამიტის – „ერთად უკეთესი მომავლისთვის” სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

    თამარ ბაგრატიონმა აშშ-ის პირველ ლედის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მელანია ტრამპმა შეძლო დედობრივი ინსტინქტი გლობალურ მოძრაობად ექცია.

    პირველის ლედის სიტყვით გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

  • 🛑 „2026 წლის შიში“ — ვანგას საიდუმლო ჩანაწერი აპრილის შესახებ გასაჯაროვდა: „ცა გაიხსნება და სამყარო შეიცვლება…“ (შემზარავი დეტალები)

    🛑 „2026 წლის შიში“ — ვანგას საიდუმლო ჩანაწერი აპრილის შესახებ გასაჯაროვდა: „ცა გაიხსნება და სამყარო შეიცვლება…“ (შემზარავი დეტალები)

    რქივებიდან ამოღებულმა ჩანაწერმა მეცნიერებიც კი შოკში ჩააგდო. ბრმა ნათელმხილველს, რომლის წინასწარმეტყველებებიც 90%-ით ხდება, სიკვდილის წინ 2026 წლის გაზაფხულზე დიდი გარდატეხა ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. საუბარია ბუნებრივ მოვლენაზე, რომელიც კაცობრიობას აიძულებს, ცხოვრების წესი შეცვალოს.

    საიდუმლო ჩანაწერში, რომელიც მხოლოდ ახლახანს გასაჯაროვდა, ვანგა ამბობს: „ვხედავ დიდ ცეცხლს, ცა გაიხსნება და ხალხი პასუხებს ეძებს. სამყარო, რომელსაც ვიცნობთ, შეიცვლება…“ ასტროლოგები და ეზოთერიკოსები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს წინასწარმეტყველება 2026 წლის აპრილს ეხება, როცა ცაზე იშვიათი პლანეტარული განლაგება იქმნება.

    ვანგას თქმით, ეს არ არის მხოლოდ წინასწარმეტყველება, ეს არის სამყაროს გაფრთხილება, რომელსაც კაცობრიობა უგულებელყოფს. ვინც ამ ნიშნებს უგულებელყოფს, შესაძლოა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას. „ფრთხილად იყავით, ბედისწერა არავის ინდობს“ — წერდა ბრმა ნათელმხილველი.

  • “დილიდან მირეკავდა, იყო გინება, მუქარა, სახელის ხსენება…” – რას წერს სოფო ნიჟარაძე

    “დილიდან მირეკავდა, იყო გინება, მუქარა, სახელის ხსენება…” – რას წერს სოფო ნიჟარაძე

    მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე აცხა­დებს, რომ მას უც­ნობ­მა პირ­მა ტე­ლე­ფონ­ზე და­უ­რე­კა, სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა და­ე­მუქ­რა. ნი­ჟა­რა­ძემ ამის შე­სა­ხებ პოს­ტი “ფე­ის­ბუ­ქის” გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ში­ნა­გან საქ­მე სა­მი­ნის­ტრო მო­ნიშ­ნა.

    “დი­ლი­დან მი­რე­კავ­და, არ ვი­ღებ­დი, ახლა ავი­ღე და 33 წამ­ში რაც მო­ას­წრო, იყო გი­ნე­ბა, მუ­ქა­რა, მი­შას სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბა.

    რომ ჩავ­რთე სფი­ქერ­ზე და ჩემ­თან ერ­თად მყოფ ოჯახს ვუ­თხა­რი მო­უს­მი­ნეთ, რას ამ­ბობს-თქო, გა­თი­შა”, – წერს სოფო ნი­ჟა­რა­ძე.

  • მთელი ცხოვრება ხომ ეს ამბავი გაგყვება დამღად – ნანუკა ჟორჟოლიანის მოულოდნელი მიმართვა კახა კალაძეს

    მთელი ცხოვრება ხომ ეს ამბავი გაგყვება დამღად – ნანუკა ჟორჟოლიანის მოულოდნელი მიმართვა კახა კალაძეს

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ სასამართლო განაჩენს ეხმაურება და თბილისის მერს კახა კალაძეს მიმართავს:

    “ნეტავ კახი კალაძე როგორ გრძნობს თავს, როცა იცის რომ მის ბანერე გაკეთებული წარწერის გამო ქალი, 4 შვილის დედა ციხეში უნდა იჯდეს თითქმის 2 წელი. თვითონ რას იტყოდა ოპოზიციაში ყოფნის დროს გიგი უგულავას ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ქალი პოლიტიკოსი რომ ციხეში გამოეკეტათ.ხვალ, ზეგ, მაზეგ როგორ აპირებთ ამ ყველაფრით ცხოვრებას. მთელი ცხოვრება ხომ ეს ამბავი გაგყვება დამღად. ჯერ რომ ქალს აპატიმრებენ შენს გამო და მერე მიზეზსაც ხომ გააჩნია.მაგრად ტეხავს კახი,” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

    ცნობისთვის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებაში ბრალდებული პოლიტიკოსი, „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო. არევაძის განაჩენით, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ხოშტარია პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

  • “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    “ქართული ოცნება” განცხადებას ავრცელებს

    მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10-ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

    როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ორ კრიტერიუმში: ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

    „ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრმა გაეროს მდგრადი განვითარების გადაწყვეტილებების ქსელთან და საერთაშორისო შემფასებელ კვლევით ორგანიზაცია Gullup-თან პარტნიორობით მსოფლიო ბედნიერების 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი 20-წლიან პერიოდში. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევრებმა საბაზისო 2006-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2023-2025 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს. შედეგები საქართველოსთვის კეთილსაიმედო აღმოჩნდა. საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „ხუთივე ლიდერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს: სერბეთი, ბულგარეთი, საქართველო, ლატვია და ბოსნია და ჰერცეგოვინა“. მთლიანობაში, მსოფლიო ბედნიერების ინდექსის მიხედვით საქართველომ წლიური შეფასების 10- ბალიანი სისტემით 5.64 ქულა მიიღო, რითაც ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.

    ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა ისეთ საკვანძო მნიშვნელობის ორ კრიტერიუმში, როგორიცაა ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება და კორუფციის აღქმა.

    არჩევანის თავისუფლებით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ლიეტუვა, ბულგარეთი, ბელგია, ესტონეთი, გერმანია, რუმინეთი, კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, სლოვაკეთი, შეერთებული შტატები, ხორვატია, უნგრეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი.

    კორუფციისგან თავისუფლების აღქმით საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, ესპანეთი, მალტა, ხორვატია, ლიეტუვა, კვიპროსი, ლატვია, მონტენეგრო, სლოვენია, თურქეთი, ალბანეთი, იტალია, ჩეხეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, პორტუგალია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბულგარეთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.