Author: admin

  • ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ავარიას ცნობილი მუსიკოსი ემსხვერპლა

    ცნობილი ირლანდიელი მუსიკოსი გლენ ჰანსარდი, დუბლინში, ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ის 56 წლის იყო.

    „ოსკარის“ მფლობელი მომღერალი და სიმღერების ავტორი ოთხშაბათს, დილით ადრე, სტრობერი ბედსის მახლობლად მომხდარ ავარიაში დაიღუპა. ის მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ინციდენტში სხვა სატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა ჩართული.

    პოლიცია ადასტურებს, რომ კაცს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზევე გაუწიეს, თუმცა მალევე გარდაცვლილად გამოაცხადეს. მას დარჩა მეუღლე და 4 წლის შვილი.

    ჰანსარდი დუბლინის ქუჩის მუსიკოსების წრეში მოღვაწეობდა, 1989 წელს კი ჯგუფი The Frames ჩამოაყალიბა, რომელმაც ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ლაივ-ბენდის რეპუტაცია მოიპოვა. მსოფლიო პოპულარობა კი მას ფილმმა „ერთხელ“ მოუტანა, რომელშიც მან მარკეტა ირგლოვასთან ერთად მთავარი როლი შეასრულა და საუნდტრეკი დაწერა. მათმა დუეტმა Falling Slowly ოსკარი მოიპოვა.

  • ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა დ 8 ადამიანი დაიღუპა

    ალასკაში ჩარტერული თვითმფრინავი ჩამოვარდა დ 8 ადამიანი დაიღუპა

    🔻 დასავლეთ ალასკაში, შორ მანძილზე მოქმედი სამხედრო რადარის სადგურთან ახლოს, ორძრავიანი ჩარტერული თვითმფრინავი Cessna 441 ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა კეიპ ნიუენჰემის სამხედრო ბაზის მიმდებარედ მოხდა. კატასტროფის მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი.

    🔻 აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს ალასკის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, კლინტ ჯონსონმა საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანია Security Aviation-ის მიერ მართულ ჩარტერულ რეისზე ორი პილოტი და ექვსი მგზავრი იმყოფებოდა.

    🔻 ალასკის სამხედრო სარდლობის განცხადებით, საჰაერო ხომალდი სამოქალაქო კონტრაქტით დაქირავებული რეისი იყო, რომელსაც 8 ადამიანი გადაჰყავდა.

  • “ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!” | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში

    “ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!” | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში

    🔻💬 “შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.

    აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობას, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.

    შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!” | წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში

    🔻 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: “მოვიდა დრო”. ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: “დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე… პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა”

  • დადგინდა ვინ გამოაქვეყნა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი

    დადგინდა ვინ გამოაქვეყნა გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე პოსტი

    🔻💬 “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე განთავსებულ პოსტთან დაკავშირებით ჩატარებული მოკვლევის შედეგებზე.
    გურამ დადიანიძის „ფეისბუქ“ გვერდზე, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს განთავსებული პოსტის წარმომავლობის დადგენის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიურ რეჟიმში განახორციელეს არაერთი შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
    ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის ფეისბუქის გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ, როგორც გურამ დადიანიძის დედა – სოფო ბიბილაშვილი, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.
    როგორც ირკვევა, აღნიშნული პოსტის სოციალურ ქსელში განთავსება ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა, რომლის წევრებიც არიან გურამ დადიანიძის დედის ახლო ნათესავი და სხვა დაინტერესებული პირები. ჯგუფის წევრებისთვის ცნობილი გახდა, რომ წარსულში გურამ დადიანიძის ტელეფონის ნომერს, რომლითაც დადიანიძის ფეისბუქ პროფილი იყო რეგისტრირებული, არ ჰყავდა ახალი მფლობელი და შესაძლებელი იყო მისი შეძენა.
    აღნიშნული ნომერი შეიძინა „ტელეგრამ“ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე შეღწევა. მოგვიანებით კი გურამ დადიანიძის ფეისბუქ პროფილზე სტატუსი გამოაქვეყნა ამავე ჯგუფის საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფმა ერთ-ერთმა წევრმა.
    ასევე, ჯგუფის წევრებმა წარსულში გურამ დადიანიძის მფლობელობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე გაააქტიურეს სხვადასხვა აპლიკაცია (WhatsApp; Viber).
    მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, გურამ დადიანიძის გაუჩინარების ფაქტთან დაკავშირებული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხი არ გამოიყენონ გამოძიებისთვის ხელის შეშლისთვის, მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის” | წერს შსს გავრცელებულ განცხადებაში
    🔻 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: “მოვიდა დრო”
  • “კობახიძემ, შესაძლოა, ბიძინაც მოიცილოს და „ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს” – ეკა გიგაური

    “კობახიძემ, შესაძლოა, ბიძინაც მოიცილოს და „ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს” – ეკა გიგაური

    “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს:

    რამდენიმე არცთუ ახალი რამ გავიგეთ და კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ ისტორიით:

    1. ამ ყველაფერს კორუფციასთან ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ივანიშვილი საკუთარ გარემოცვაში საკადრო გადაადგილებებს ახორციელებს, კობახიძე კი, მისი თანხმობითა და მდინარაძის ხელით, პოლიტიკურ კონკურენტებს იშორებს. „ქართულ ოცნებაში“ ხალხის ხარჯზე გამდიდრებითა და კორუფციაში ჩართულობით ვერავის გააკვირვებ :იქ ყველა იპარავს. მთელი სისტემა კორუფციაზე დგას და ამის უფლება მათ თავად ივანიშვილმა მისცა. ამიტომ „კორუფციასთან ბრძოლა“ მხოლოდ ანგარიშსწორების შესანიღბად დადგმული სპექტაკლია.

    2. კობახიძე თავად არ ისვრის ხელებს ამისთვის მდინარაძე ჰყავს. ამასობაში ის მისი ერთგული შემსრულებელი და მსახური გახდა.

    3. აშკარაა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა უდიდეს ნაწილში ღარიბაშვილის მიმართ გულწრფელი მხარდაჭერა არსებობს, რასაც კობახიძისა და მდინარაძის შემთხვევაში ვერ ვხედავთ. შეხედეთ ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის განცხადებების ქვეშ „ოცნების“ მხარდამჭერთა რეაქციებს. მდინარაძე ციხეში რომ ჩასვან და კობახიძეც ზედ მიაყოლონ, მათ დასაცავად „ოცნების“ მხარდამჭერები ერთ სიტყვასაც არ იტყვიან. კობახიძე მათთვის მაინც ყოფილი „ენჯეოშნიკი“ და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომელია. არც ეკლესიურია და არც ეკლესიასთან აქვს განსაკუთრებული ურთიერთობა. მის გუნდშიც უმეტესობა ასეთი ხალხია.

    4. „ქართულ ოცნებაში“ არც მეგობრობა იციან, არც ძმაკაცობა და არც გვერდში დგომა. ეს ქართული ვაჟკაცური უნარი როგორც ჩანს არც ერთს არ აღმოაჩნდა. ჩაგიშვებენ, გიღალატებენ და მიგატოვებენ შიშის, ბიძინას და ახლა უკვე კობახიძის გამოც.

    5. ივანიშვილი საკუთარ გუნდში განხეთქილებას შეგნებულად აღრმავებს და გუნდის წევრებს ერთმანეთთან აპირისპირებს. მისი მიზანია, ისინი მის წინააღმდეგ არ გაერთიანდნენ და მუდმივად ერთმანეთის დასმენა და ერთმანეთთან დაპირისპირება უწევდეთ.

    6. დღეს ივანიშვილის აშკარა ფავორიტი კობახიძეა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ სტატუსმა მას უკვე თავბრუ დაახვია. ხშირად საუბრობს იმაზე, პირადად მან რა გააკეთა, თითქოს ივანიშვილის გარეშეც ჰქონდეს ამის ძალაუფლება. შესაძლოა, „ქართული ოცნების“ შიგნით ბევრი გულწრფელი მხარდამჭერი არ ჰყავდეს, მაგრამ დღეს ინსტიტუტებზე თითქმის სრულ კონტროლს ახორციელებს.როგორც ჩანს, „ოცნების“ წევრებს მისი ძალიან ეშინიათ შესაძლოა, ბიძინაზე მეტადაც კი. მათ იციან, რომ კობახიძეს ბიძინასთან პირდაპირ მიუწვდება ხელი და შეუძლია თანაგუნდელზე ისეთი რამ უთხრას, რაც მას საბოლოოდ დაღუპავს. ასეთი გავლენა ღარიბაშვილსაც კი არ ჰქონია. კობახიძემ თითქმის ყველგან საკუთარი კადრები დანიშნა და პარლამენტიც მთლიანად მის კონტროლქვეშაა. ეს უზომო ძალაუფლება მან თანდათანობით მოაგროვა. თუ ასე გაგრძელდა, ამ სისტემის დაშლა თავად ივანიშვილსაც გაუჭირდება.

    მსოფლიოს ავტორიტარული რეჟიმების გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ დიქტატორები გარემოცვას სწორედ ამ პრინციპით მართავენ: „დაყავი და იბატონე“. ისინი პერიოდულად ცვლიან ფავორიტებს, ყველას რთავენ კორუფციასა და სხვა დანაშაულებში, რათა შემდეგ მათი სისუსტეები და დანაშაულში თანამონაწილეობა მათ წინააღმდეგ გამოიყენონ. ამასთანავე, ერთმანეთს უპირისპირებენ გავლენიან ჯგუფებს, ახალისებენ ერთმანეთის დასმენას და შერჩევითი დასჯით ყველას მუდმივ შიშში ამყოფებენ.

    ამ გზით ვერც ერთი ადამიანი ან ჯგუფი ვერ ძლიერდება იმდენად, რომ ლიდერს რეალური საფრთხე შეუქმნას. თუმცა ასეთ სისტემას ერთი მნიშვნელოვანი რისკიც ახლავს: ფავორიტმა, რომელსაც ძალაუფლების ყველა ბერკეტი ჩაუვარდება ხელში, შესაძლოა, დროთა განმავლობაში თავად დაიწყოს დამოუკიდებელ ძალად ჩამოყალიბება. სწორედ ამიტომ დიქტატორები საბოლოოდ ხშირად საკუთარ ყველაზე ერთგულ და გაძლიერებულ მსახურებსაც იშორებენ.

    ამავე დროს, მსოფლიოში ხელისუფლების ცვლილების ინიციატორები ხშირად სწორედ ავტორიტარი მმართველის უახლოესი გარემოცვის წევრები ხდებიან. მოკლედ, ავტორიტარებსა და დიქტატორებს საკუთარი გარემოცვის უსაფუძვლოდ არ ეშინიათ. დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო,” – წერს ეკა გიგაური. 

  • ამის ყველაზე მეტად მეშინოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

    ამის ყველაზე მეტად მეშინოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

    გიგი უგულავას დედა გარადეცვალა. პოლიტიკოსი სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “გარდაიცვალა დედაჩემი, მანანა ქართველიშვილი, როგორც მამა უძახდა მანჩულიკა, როგორც მას შვილიშვილებმა შეარქვეს – ნანაკო. რა დავწერო, არც კი ვიცი.

    ძნელია მშობლის დაკარგვა, მით უფრო როცა მას ვერ დაიტირებ, ვერ გააცილებ უკანასკნელ გზაზე, ვერ გამოემშვიდობები.

    ამის ყველაზე მეტად მეშინოდა და სამწუხაროდ, ასეც მოხდა.

    მადლობა მანჩულიკ ყველაფრისთვის, შენი სიცილი მომენატრება.

    პანაშვიდი 20-21 აგვისტოს. გასვენება – შაბათს 22 აგვისტოს, 2 საათზე. მისამართი, მთაწმინდა, რიწის ქ. 9″ – წერს უგულავა.

  • „ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    „ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

    ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:

    „2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!”, – წერს გოგა მანია.

     

  • აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    აი თურმე ვინ ყოფილა ნოე სულაბერიძეს ყოფილი ცოლი – ფოტოებმა მთელი ინტერნეტი ააფეთქა

    ნოე სულაბერიძის ყოფილი ცოლი ეკა სამხარაძეა, რომელთანაც ნოეს საერთო შვილი ლიზა ჰყავს.

    ეკა სამხარაძე პროფესიით ჟურნალისტია და ამჟამად ფორმულას ტელევიზიაში მუშაობს.

     

  • “პენსიონერები ამოისუნთქავენ, როგორც იქნა ..” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    “პენსიონერები ამოისუნთქავენ, როგორც იქნა ..” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.

    მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

    „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.