მართვის მოწმობის მიღების წესები მარტივდება | ახალი ბრძანების მიხედვით, საგამოცდო ბარიერი დაიწია როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზეც. დღეიდან გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში, 30-კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნება.
აქამდე არსებული წესით, მძღოლობის კანდიდატი პრაქტიკულ გამოცდაზე ჩაჭრილად ითვლებოდა 12 მსუბუქი შეცდომის დაშვების შემთხვევაში. ახალი ბრძანებით კი ეს ლიმიტი 15-მდე იზრდება.
ამასთან ერთად, თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე მომზადებისას თუ კანდიდატი რაიმე წესს არასწორად შეასრულებს, გამომცდელი მას შეცდომას მაშინვე არ ჩაუთვლის. ბრძანების მიხედვით, გამომცდელი ვალდებულია მისცეს კანდიდატს სიტყვიერი მინიშნება და მისცეს გონივრული დრო ამ ხარვეზის გამოსასწორებლად. შეცდომა ოფიციალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ კანდიდატი მითითების შემდეგაც ვერ შეძლებს წესის სათანადოდ შესრულებას.
Author: admin
-

მართვის მოწმობის მიღების წესები მარტივდება
-

ვრცელდება პრემიერ მინისტრის განცხადება
ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა შეაფასა გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარაძეს ძალაუფლება ჩამოერთვა.
„იგივე წარმატებით იგივე ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის უფრო სუსტი ნებისმიერი მინისტრის თანამდებობასთან შედარებით. ზუსტად იგივეა, ანალოგიურად, ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. ძალიან მარტივია სინამდვილეში ეს ყველაფერი. აქაც ახერხებენ კონკრეტული ადამიანები სპეკულირებას. სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან სპეციფიკური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ეს ფუნქცია, რეალურად, ჩვენგან ჰქონდა მინიჭებული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არ იყო რაღაც ეტაპზე ფორმალიზებული და გადავწყვიტეთ ამის ფორმალიზება, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანის ფორმალიზება გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
-

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით, – ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში:70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;
გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;
ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;
ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;
დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.
-

სადგურის მოედანზე, სასულიერო პირის ვიდეო, რომელიც შემთხვევით გადაიღეს, ნახვების რეკორდს ხსნის – “ყოჩაღ ვიდეოს ავტორს, რომელმაც ეს კადრები დააფიქსირა”
სასულიერო პირის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის. კადრები შემთხვევით გადაიღეს და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.




-

საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც “ზვიგენების გამოქვაბულში” მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს – “აქ ორი სცენარია…”
მალდივის კუნძულებთან მომხდარი შემზარავი ტრაგედიის ადგილიდან, სადაც 5 იტალიელი მყვინთავი დაიღუპა, მაშველებმა მსხვერპლთა სხეულებზე დამაგრებული ვიდეოკამერები (GoPro) ამოიღეს. ექსპერტები იმედოვნებენ, რომ კადრების გაშიფვრა საბოლოოდ მოჰფენს ნათელს იმას, თუ რა გახდა ელიტარული მყვინთავების სიკვდილის მიზეზი.
ინდოეთის ოკეანეში, ზვიგენებით სავსე წყლებში ჩატარებული ურთულესი სპეცოპერაცია დასრულებულია – მაშველებმა ხუთივე იტალიელი ტურისტის ცხედარი უკვე ამოასვენეს. ძებნის პროცესში ფინელი პროფესიონალი მყვინთავები იყვნენ ჩართულები, რომლებმაც ოკეანის ფსკერიდან ნაპოვნი კამერები სამართალდამცავებს უკვე გადასცეს.
ვინ არიან დაღუპულები?
ბოლო ეტაპზე მაშველებმა „ზვიგენების გამოქვაბულიდან“ 22 წლის ჯორჯია სომაკალისა და 31 წლის უნივერსიტეტის მკვლევრის, მურიელ ოდენინოს ცხედრები ამოიყვანეს. რამდენიმე დღით ადრე კი ნაპოვნი იქნა ჯორჯიას დედა – მონიკა მონტეფალკონე და საზღვაო ბიოლოგი ფედერიკო გუალტიერი. ჯგუფის ხელმძღვანელი, გამოცდილი ინსტრუქტორი და კატარღის კაპიტანი ჯანლუკა ბენედეტი კი პირველი იყო, ვისი ცხედარიც კატასტროფიდან მალევე იპოვეს.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი? – ახალი ვერსია
სპეციალისტების აზრით, ექსპედიცია შესაძლოა გამოქვაბულის ვიწრო ლაბირინთებში წარმოქმნილმა მძლავრმა დინებამ ჩაითრია. წყლის წნევის მკვეთრმა ვარდნამ ერთგვარი ვაკუუმი შექმნა, საიდანაც თავის დაღწევას მყვინთავები ამაოდ ცდილობდნენ, სანამ ჟანგბადის მარაგი არ ამოეწურათ.
„აქ ორი სცენარია: ან დინებამ ერთდროულად ყველა ჩაითრია, ან ერთ-ერთი მათგანი აღმოჩნდა მახეში და დანარჩენები მის გადარჩენას შეეწირნენ,“ – აცხადებს იტალიის წყალქვეშა და ჰიპერბარიული მედიცინის საზოგადოების პრეზიდენტი ალფონსო ბოლონინი.
კიდევ ერთი მსხვერპლი სამაშველო ოპერაციის დროს
სამძებრო სამუშაოები თითქმის 60 მეტრის სიღრმეზე, სიცოცხლისთვის უკიდურესად სახიფათო პირობებში მიმდინარეობდა. ოპერაციას კიდევ ერთი მსხვერპლი მოჰყვა – მალდივის სამხედრო-საზღვაო ძალების მყვინთავი მუჰამედ მაჰუდჰი, რომელიც იტალიელებს ეძებდა, ზედაპირზე ამოსვლისას დეკომპრესიული დაავადებით მძიმედ გახდა და გარდაიცვალა. ამრიგად, ტრაგედიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.

„ის მსოფლიოში საუკეთესო იყო…“ – ოჯახის ტკივილი და დაწყებული გამოძიება
დაღუპული მონიკას ქმარმა და ჯორჯიას მამამ, კარლო სომაკალმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დედამიწაზე ერთ-ერთი საუკეთესო მყვინთავი იყო და შვილის სიცოცხლეს საფრთხეში არასდროს ჩააგდებდა: „იქ, სიღრმეში, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა. შესაძლოა, ტექნიკური გაუმართაობა იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ წესები არ დაურღვევიათ“.
მიუხედავად ამისა, რომის პროკურატურამ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო. ირკვევა, რომ იახტას, საიდანაც ტურისტები წყალში დაეშვნენ, საერთოდ არ ჰქონდა 30 მეტრზე (100 ფუტი) სიღრმეში ჩასვლის ნებართვა.

ადგილობრივი ექსპერტები კი პირდაპირ ამბობენ, რომ ამ სიღრმეზე შეკუმშული ჰაერით დაშვება თვითმკვლელობის ტოლფასია და გაუგებარია, რატომ მისცეს ჯგუფს ამ ექსპედიციის უფლება.
მალე ყველა ცხედარს დედაქალაქ მალეში გადაასვენებენ, სადაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩატარდება. გამომძიებლები კი მთავარ პასუხებს სწორედ წყალქვეშა კამერების ჩანაწერებიდან ელოდებიან.
-

გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა – რა ვითარებაა ადგილზე?
გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა.
წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.პრაიმრაიმსში“ შსს-ში უთხრეს, რომ გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.
-

საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები
Toyota-სა და Skoda-ს მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, 4 ადამიანი – მამაკაცი, ქალი და მათი 2 შვილი – შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.
ავარიას ასევე Skoda-ს მძღოლი [მამაკაცი] ემსხვერპლა.
მესამე ბავშვი, რომელიც Toyota-ით მგზავრობდა, საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.



