Author: admin

  • “რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში?!” – რა უპასუხა სოფო ნიჟარაძემ ამ კომენტარს

    “რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში?!” – რა უპასუხა სოფო ნიჟარაძემ ამ კომენტარს

    პოპულარული ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალურია. ის საკმაოდ ხშირად აქვეყნებს ფოტოებს.

    ერთ-ერთ ფოტოზე გამომწერმა დაუწერა კომენტარი: ”beautiful, რა ქალი გაგცვალეს ცინგლიან იასკოში???” – რაზეც სოფომ სიცილის სმაილიკებით უპასუხა.

  • „49 წელია ეს ამბავი მაწუხებს, არსად მომიყოლია… რას ამხელს ლელა წურწუმია

    „49 წელია ეს ამბავი მაწუხებს, არსად მომიყოლია… რას ამხელს ლელა წურწუმია

    მომღერალი ლელა წურწუმია ბავშვობაში, ერთ-ერთ აფთიაქში მომხდარ ინციდენტს 49 წლის შემდეგ იხსენებს.  ამბავი მან „შენი დილის“ ეთერში პირველად მიჰყვა და მისი თქმით, მხრებიდან დიდი ლოდი მოიშორა.

    ლელა წურწუმიამ ახალგაზრდებსაც მიმართა.

    „54 წლის ვარ და ეს ისტორია ხშირად მახსენდება, როცა განმარტოებული, ან ჩემს ფიქრებთან ვარ მარტო, ძალიან უსიამოვნო შეგრძნებას მიტოვებს. ალბათ ამიტომ გადავწყვიტე ამის მოყოლა, არსად არასდროს მომიყოლია…

    1974 წელი იყო, 5 წლის ვიყავი. ბებიამ სასეირნოდ წამიყვანა და შემდეგ აფთიაქში შევედით. შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი, სანამ მისი რიგი მოვიდოდა, ჯიბეში ჩაიყო ხელი და რომ ამოსწია,  ქაღალდის 1-მანეთიანი ამოუვარდა.

    იქვე ახალგაზრდა კაცი იდგა, ნელ-ნელა წამოვიდა და ამ ფულს ფეხი დაადგა, ისე, რომ აღარ ჩანდა. მოვიდა იმ ბიჭის რიგი, ჩაიყო ჯიბეში ხელი და ფული არ დახვდა. დაიწყო ძებნა… თქვა, ნამდვილად მქონდა, არ ვიცი სად წავიდაო და ძებნა გააგრძელა. მე იმ კაცს ვუყურებდი, 5 წლის…. მან იცოდა, რომ დავინახე, წარმოიდგინეთ, როგორი განსაცდელის წინაშე იყო, ვაიდა, ამ ბავშვმა არ თქვას, რომ ფეხი დავაბიჯეო. ეს ბიჭი ძალიან შეწუხებული იყო. რაიონიდან ვარ ჩამოსული, ეს ბოლო ფული იყო, ბავშვი მყავს, მისთვის მინდა ეს წამალი და არ ვიცი, სად წავიდაო. მართლა გამშრალი ვუყურებდი, თვალებიც აუცრემლიანდა და გავიდა…

    ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, შემეშინდა, თან ძალიან შემრცხვა. სხვათაშორის, ეს გრძნობა დღემდე მაწუხებს, საშინლად განვიცდი. ის ერთი მანეთი მისთვის ალბათ, მთელი ცხოვრება იყო.

    მას შემდეგ ჩემი ცხოვრების წესად გავიხადე, როდესაც ვხედავ უსამართლობას, არ ვიცი, რამდენად გამომდის, ვცდილობ, ხმა ამოვიღო. საშინლად ვერ ვიტან უსამართლობას, მეზიზღება. როცა ვინმე სიიდან ამოუგდიათ, მითქვამს, თუ ეს ადამიანი არ იმღერებს, მე კონცერტზე არ გამოვალ-თქო.

    განსაკუთრებით მინდა, რომ ახალგაზრდებო, თქვენ მოგმართოთ: თუკი რამე უსამართლობას ნახავთ, აუცილებლად ამოიღეთ ხმა. ეს ისევ თქვენ გამოგადგებათ, ჩვენს ქვეყანას გამოადგება და ყოველი შემთხვევისთვის, ამდენი წელიწადი გულში და გონებაში სინანულად მაინც არ დაგრჩებათ.

    არ ვიცი, რამდენად დაგაფიქრებთ ჩემი ნათქვამი, მაგრამ მე 49 წელია ეს მაწუხებს. ძალიან კარგია, რომ საშუალება მომეცა და ეს ლოდი მოვიხსენი მხრებიდან,“ – ამბობს ლელა წურწუმია.

  • ცნობილია კვარაცხელიას შეფასება ბაიერნის წინააღმდეგ

    ცნობილია კვარაცხელიას შეფასება ბაიერნის წინააღმდეგ

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარიზში საოცარი მატჩი შედგა.

    პარი სენ-ჟერმენისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩი 5:4 დასრულდა.

    ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 84 წუთი გაატარა და პსჟ-ს რიგებში საუკეთესო იყო.

    ქართველმა ვარსკვლავმა ორი გოლი გაუტანა მანუელ ნოიერს და მაღალი ქულაც დაიმსახურა.

    სტატისტიკურმა გვერდმა Sofascore-მა კვარაცხელიას თამაში 8.4 ქულით შეაფასა.

  • ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    გურიამ და ქართულმა სამედიცინო სფერომ კიდევ ერთი გამორჩეული პროფესიონალი და ღირსეული პიროვნება დაკარგა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ექიმი, მრავალი თაობის სიცოცხლის მცველი – კოტე ხოფერია. ის წლების განმავლობაში სათავეში ედგა გინეკოლოგიურ განყოფილებას.

    „ნამდვილი პროფესიონალი იყო – სამსახურში მკაცრი, პრინციპული და შეუვალი, ხოლო სამსახურს მიღმა უაღრესად თბილი, ხალისიანი და ადამიანური.

    წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გინეკოლოგიურ განყოფილებას და ყოველდღიურად ურთულეს პასუხისმგებლობას ღირსეულად ართმევდა თავს.

    მის გვერდით მუშაობდა მისი მეუღლე _ უსაყვარლესი ნატაშა ექიმი, რომლის მხარდაჭერა და ერთგულებაც მათი საერთო გზის განუყოფელი ნაწილი იყო.

    ორივემ ერთად, თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიული ერთგულებით, ქვეყანას მრავალი ახალი სიცოცხლე მოუვლინა

    ისინი მუშაობდნენ ურთულეს დროსა და პირობებში, სადაც თითოეული გადაწყვეტილება და თითოეული ნაბიჯი უდიდეს პასუხისმგებლობას ატარებდა…“, – წერს გურია თუდეი • Guria Today ფეისბუკგვერდზე.

  • “ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

    “ძილის წინ უნდა ვეცადოთ…” – იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს – გულიკო ჩაფიძის საჭირო რჩევები

    რა უნდა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ გულმა დიდხანს გვიერთგულოს? “პრაიმტაიმის” მკითხველს ზოგად რჩევებს ლეგენდარული კარდიოლოგი – 92 წლის გულიკო ჩაფიძე აძლევს;

    გულიკო ჩაფიძე: მათ, ვინც იცის, რომ გულის დაავადებები აქვს, გაზაფხულ-შემოდგომაზე ექიმის გამოწერილი წამლების მიღება აუცილებელია. გარდამავალი პერიოდია და დაავადებების გამწვავება ხდება.

    ფეხით სიარული და აქტიურად ყოფნა ძალიან კარგია. თუმცა ზომიერების დაცვა საჭიროა. ზოგი საერთოდ არ დადის ფეხით, ზოგიც იმაზე მეტს დადის, ვიდრე უნდა დადიოდეს.

    ძნელია იმის თქმა, დღეში საშუალოდ რამდენი კილომეტრი უნდა გაიაროს ადამიანმა. ინდივიდუალურია და ადამიანის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ზოგს ნახევარი კილომეტრის გავლა უჭირს, ზოგი სამ და ხუთ კილომეტრს თავისუფლად გადის. თუ რაიმეს უჩივით, ექიმისგან უნდა აიღოთ კონსულტაცია, რამდენი კილომეტრის გავლაა კონკრეტულად თქვენთვის რეკომენდებული.

    ზოგადად ფეხით სიარული გულისთვისაც სასარგებლოა და ბევრი სხვა რამისთვის. მაგრამ ფეხით სიარულში ჰაერზე სიარული იგულისხმება და არა ოთახებში. დიასახლისები მეუბნებიან ხშირად, ყოველდღიურად იმდენს გავდივარო. სამზარეულოდან საძინებლამდე და უკან, არ ითვლება. გარეთ უნდა იაროთ, თორემ სახლში რაც არ უნდა ბევრი საქმე აკეთოთ, ეს ფეხით სიარულში არ ჩაგეთვლებათ.

    გულ-სისხლძარღვთა დაავადებულთათვის სირბილი არ არის საჭირო. მხოლოდ მშვიდი სიარული.

    აქტიურობა საჭიროა. წოლა და პასიურობა არ არის კარგი.

    რაც შეეხება კვებას. გულისთვის შაქრიანი და ზედმეტად ცხიმიანი საკვები სასარგებლო არ არის. წონა უნდა აკონტროლოთ. როგორც გასუქება არ ვარგა, ასევე – ძალიან გახდომაც. როგორც სიმსუქნეა პრობლემური, შეიძლება ზომაზე მეტად სიგამხდრე იმაზე პრობლემური გახდეს. აქაც ზომიერებაა საჭირო.

    ძილის წინ უნდა ვეცადოთ გარეთ გავიდეთ, ფეხით გავიაროთ ნახევარი საათი. მშვიდად ისეირნეთ, დაბრუნდით და დაწექით დასაძინებლად. საერთოდ ძილის წინ ეცადეთ მშვიდად იყოთ. მოფერება, თბილი სიტყვა – ეს აუცილებელია სიმშვიდისთვის როგორც დილას, ასევე საღამოს.

    არაჩვეულებრივია მუსიკის მოსმენა. ეს თერაპიაა. ვისაც რა ჟანრის მუსიკა უყვარს, იმას უსმინოს.

    გავთავისუფლდეთ ნეგატივისგან.

    ქართველებს ღამით კვება გვიყვარს. არ არის სასურველი. გამოიმუშავეთ წესად, რომ გვიან არ ჭამოთ.

    უარყოფითი სტრესი რომ არაფრისთვის ვარგა, ყველამ იცის. გარემო და ხალხი უნდა იყოს დაწყნარებული. მეტი სიყვარული და პატივისცემა უნდა იყოს ერთმანეთის მიმართ. ადამიანიც უკეთ იგრძნობს თავს. გარემოა აგრესიული და ეს უნდა დაითრგუნოს, არ შეიძლება. რაც მეტი სიმშვიდე იქნება, ადამიანებიც კარგად იქნებიან.

    მოფერება ყველას და ყველაფერს სჭირდება. ხომ გაგიგიათ, ბავშვი რომ ავად გახდებოდა და ინფექციური დაავადება (ბატონებს რომ ეძახიან) ემართებოდა, დედა, დეიდა თუ ბებია გიტარას უკრავდა, უმღეროდა, დადებითი ემოციით ავსებდა ბავშვს, ამშვიდებდა, ახალისებდა.

    სიყვარული და სითბოა საჭირო. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული! ნუ დაგვენანება, ვუთხრათ, მიყვარხარ, მომწონხარ.

    ბევრი თბილი გვაქვს და გავიმეტოთ ერთმანეთისთვის. ეს განწყობაზე მოქმედებს და ადამიანი უკეთ ხდება…

  • ,,უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია!” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

    ,,უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია!” – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

    ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მისი რამდენიმე გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა:

    2023 წლის 8 აგვისტო

    ამწუთას კილიმანჯაროს მთა მოდის ხედვაში… მოკლედ, ბუნება ისე ბობოქრობს, რომ მეორედ მოსვლას ჰგავს.

    ვხედავ, ცხოველები საბინადრო ადგილებიდან გარბიან, წყლები დაშრება, მიწა, ზედაპირზე კი არა, სიღრმეში იწვის.

    მაგრამ იმას, რაც მსოფლიოში ხდება და მოხდება, ანუ მასშტაბურ კატაკლიზმებს ბუნებასა თუ პოლიტიკაში, საქართველო გადაურჩება.

    ადრე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: საქართველო ამ რთულ პერიოდებში ყველაზე დაცული ქვეყანაა კოსმოსიდან. ბუნება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სუსტ დარტყმებს გვაყენებს.

    2012 წლის 8 იანვარს ჩავწერე, რომ წყალდიდობებსაც ვხედავდი, მეწყერებსაც (რაც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას), მცირე მიწისძვრებსაც, მაგრამ არ ვხედავდი და არ ვხედავ ისეთ მასშტაბურ ნგრევებს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება.

    ჩვენი ქვეყანა გადაურჩებ ყველაზე საშინელ დარტყმას — ბუნების რისხვას, იმიტომ, რომ მთელი მისი ტერიტორია ნოეს კიდობანია!

    უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია მდინარე დურუჯი. თუ კალაპოტიდან გადმოვიდა, მთელ ყვარელს წაიღებს. ვხედავ, მდინარე ადიდდება, მაგრამ კახელები ჭკვიანურად იქცევიან — სტიქიას გაასწრებენ.

    ვხედავ, გასაღები მიჭირავს ხელში და დიდ კარიბჭეს ვკეტავ საქართველოზე, რათა ვერავითარმა ბოროტებამ ვერ გადაუაროს. აბა, გაბედეთ და ნახავთ!.

    ვაი თქვენ, შადიმანებო! ვხედავ უზარმაზარ ცვლილებებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს”, – ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე.

  •  როგორ გადანაწილდა სინოდზე ხმები

     როგორ გადანაწილდა სინოდზე ხმები

    🔻 როგორ გადანაწილდა სინოდზე ხმები:

    🔴 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა გრიგოლმა – 7 ხმა, მიტროპოლიტმა იობმა ასევე 7 ხმა. ამის შესახებ განცხადება დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც სინოდმა პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოყო.

  • გამოიკვეთა 5 ძირითადი კანდიდატი, რომელებიც პატრიარქობის მთავარ კანდიდატად სახელდებიან და ამ წუთებში საპატრიარქოში მათზე მსჯელობენ – ვინ არიან გამორჩეული მეუფეები?

    გამოიკვეთა 5 ძირითადი კანდიდატი, რომელებიც პატრიარქობის მთავარ კანდიდატად სახელდებიან და ამ წუთებში საპატრიარქოში მათზე მსჯელობენ – ვინ არიან გამორჩეული მეუფეები?

    საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი დღეს სამ საპატრიარქო კანდიდატს გამოარჩევს. ასევე, დაასახელებს გაფართოებული კრების თარიღს.

    აღსანიშნავია, რომ სხდომას 39 მღვდელმთავრიდან 38 ესწრება. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე, ჯანმრთელობის მიზეზის გამო, არ იმყოფება წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე.

    საეკლესიო წრეებში გავრცელებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, გამოიკვეთა 5 ძირითადი კანდიდატი, რომელებიც პატრიარქობის მთავარ კანდიდატად სახელდებიან:

    მეუფე შიო – პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი

    მეუფე იობი – მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი

    მეუფე გრიგოლი – ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

    მეუფე დანიელი -ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი

    მეუფე ისაია – ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი

  • ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი ქართველი ქალბატონი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    ყველასათვის საყვარელი და პატივსაცემი ქართველი ქალბატონი გარდაიცვალა – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

    თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

    „თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ბალერინა და პედაგოგი ჩუქურთმა გუდიაშვილი.

    ფოტო: ჩუქურთმა გუდიაშვილი , იური გრიგოროვიჩი, მეუღლე – გურამ მელივა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ლიმონიანი წყალი აბების ნაცვლად! რატომ და რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ ეს უნივერსალური სასმელი

    ლიმონიანი წყალი აბების ნაცვლად! რატომ და რა შემთხვევაში უნდა მივიღოთ ეს უნივერსალური სასმელი

    ლიმონიანი წყალი გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, B ჯგუფის ვიტამინებით, C ვიტამინით, ფოსფოსორით, ეთერზეთებით, კალიუმით, ფლავონოიდებითა და ნახშირწყლებით. აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს უძლიერესი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.

    ვიტამინებით, მაგნიუმით, პექტინით, კალციუმით, ლიმონენით, ბიოფლავონოიდებითა და ლიმონმჟავით მდიდარი ლიმონის წყალი ეფექტურად ებრძვის ინფექციებს.

    ლიმინიანი წყალი წმენდს ორგანიზმს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს წონის კლებას, თრგუნავს შიმშილის შეგრძნებას, ქმნის ტუტე გარემოს და აბალანსებს ორგანიზმის pH ბალანსს.

    თუ ყოველ დილას დალევთ ლიმონიან წყალს აირიდებთ  ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემებას.

    • დამღლელი ვარჯიშის შემდეგ დალიეთ ლიმონიანი წყალი. მოგიხსნით დაღლილობასა და კუნთების ტკივილს.
    • ამცირებს მადას და ხელს უწყობს წონის კლებას. ლიმონი შეიცავს ვიტამინებსა და ფერმენტებს, რომლებიც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის დაბალანსებას. ლიმონი შეიცავს პექტინს, რომელიც ამცირებს საკვებისადმი ლტოლვას.
    • ლიმონის წვენი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
    • ლიმონი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამნს, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები.
    • ამცირებს სახსრების ტკივილის, ხსნის შეშუპებას. ლიმონიანი წყალი ამცირებს სახსრებში შარდმჟავას რაოდენობას, რაც ანთების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, განსაკუთრებით ართრიტის შემთხვევაში.
    • ასტიმულირებს ლიმფურ სისტემას
    • ლიმონი ანეიტრალებს მჟავიანობას, რაც ქსოვილის ანთების ძირითადი მიზეზია.
    • ლიმონიანი წყალი საუკეთესო საშუალებაა საკვებით მოწამვლის დროს.
    • თირკმლის ქვების მკურნალობა და პროფილაქტიკა
    • ლიმონი შეიცავს კალიუმს, რომელიც ზრდის შარდში ციტრატის დონეს, აფერხებს ოქსალატის წარმოქმნას.
    • კოლიტი ვითარდება ორგანიზმში მჟავა/ტუტე დონის დისბალანსის დროს. ლიმონიანი წყლის ყოველდღიურად მიღება ამცირებს ორგანიზმში მჟავიანობას და აბალანსებს pH დონეს.
    • ლიმონიანი წყალი ეხმარება მეტაბოლიზმს ორგანიზმში შექმნას ტუტე  გარემო და ამით აფერხებს აკნეს განვითარებას. შეგიძლიათ ლიმონიანი წყალი წაისვათ კანზე, უშალოდ პრობლემურ ადგილებზე. ლიმონიანი წყალი აუცილებლად წაისვით საღამოს ან მოერიდეთ მზეზე გასვლას.
    • ამცირებს ალკოჰოლისადმი ლტოლვას.
    • აძლიერებს ფრჩხილებს და აქრობს თეთრ ლაქებს.

    გისურვებთ ჯანმრთელობას!