Author: admin
-

გია ჯაჯანიძის პირველი კომენტარი ნანიკო ხაზარაძის შესახებ: “იმ წუთას ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც…”
გუშინ, სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ორი სამსახური დატოვა, მათ შორის, ტელეკომპანია “იმედი”.
ნანიკო ხაზარაძე და გია ჯაჯანიძე
მალე სოციალურ ქსელში გავრცელდა “იმედის“ გადაცემიდან ვიდეო, სადაც წამყვანებს, სტუმრად ორნელა მუტი ჰყავთ. ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძემ მსახიობისთვის კითხვის დასმის დროს, მისი სახელი არასწორად თქვა, რა დროსაც ნანიკო ხაზარაძემ ტელეწამყვანს, თავში ხელი მსუბუქად დაარტყა და სახელი შეუსწორა. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სწორედ ეს ფაქტი გახდა, ხაზარაძის არაეთიკური ქცევა გახდა მისი არხიდან გაშვების ეთერში.ამბის გასაგებად, თუ რა გახდა, ხაზარაძის არხიდან წასვლის მიზეზი, Ambebi.ge გია ჯაჯანიძეს დაუკავშირდა და ვრცელი კომენტარი ჩაწერა:
“წუხელ ჩამოვფრინდი საქართველოში, არცერთი კომენტარი არ მინახავს. მე და ნანიკო ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა”.
“წუხელ ჩამოვფრინდი საქართველოში, არცერთი კომენტარი არ მინახავს. მე და ნანიკო ვმეგობრობთ, ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნანიკო არ გაუშვიათ, ის ვიდეოშიც ამბობს, რომ თავად წავიდა. რაც თქვენ ნახეთ, ის ვნახე მეც, ნანიკოს კომენტარი.
არავინ არ იცის, რა მდგომარეობაში სად რას გააკეთებს ადამიანი. მოხდა ფაქტი, შემეშალა სახელი და ნანიკოს ჰქონდა ეს რეაქცია. იქვე მითხრა, უკაცრავად, გეხუმრეო. ვუთხარი, რომ ხუმრობის დრო არ იყო და დამთავრდა. ღამე ვესაუბრეთ ერთმანეთს, ვუთხარი, კარგი რა, ნუ შემაწუხე იმით, რომ წუხხარ, რა იყო, თავი ხომ არ მოგიჭრია-მეთქი. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქრისტიანი ერი ვართ და მივუტევოთ ერთმანეთს, მოხდა ასე, ადამიანისთვის შემთხვევით ფეხი არ დაუბიჯებიათ, არ სტკენია? – მოხდა ასე, სპეციალურად ხომ არ უქნია.
საერთოდ, ადვილად ვპატიობ ყველას ყველაფერს. ხომ გითხარით, ძალიან გვიან ჩამოვფრინდი და არც მინახავს კომენტარები. ადამიანი როდესაც ამბობს, რომ სამსახური დავტოვე, რაც არ უნდა იყოს, ხომ არ შეიძლება იმ ადამიანის ასეთი ლანძღვა და შეურაცხყოფა. მოხდა და გაიარა, იმ წამს, უნებლიედ მოხდა.
ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვაქვს (ხომ ხედავთ გვქონდა -მეთქი არ ვამბობ), შეიძლება იმ წუთას ორნელა რომ იყო მომერიდა, შეიძლება ავყოლოდი კიდეც, მაგრამ მეც ხომ არ გავარტყამდი. მე უბრალოდ ვერ ვუყურებ ნანიკოს “იმედიდან” წასვლას.
როცა არსებობს ღალატი, ტრაგედია და სიკვდილი, არაფერი – არაფერია” .
წყარო : Ambebi.ge
-

ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება
„ბლიც დენტალი კახაბერ ხარებავას კლინიკა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ძნელია სიტყვებით გადმოსცე ის დანაკლისი, რასაც დღეს კლინიკის თითოეული თანამშრომელი ვგრძნობთ.ღრმა მწუხარებით გვინდა გაცნობოთ, რომ გარდაიცვალა ჩვენი კლინიკის ექიმი ყბა-სახის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ყბა-სახის ქირურგიის კათედრის დოცენტი – არჩილ ბიგვავა.
ექიმი არჩილი მრავალი ადამიანისთვის იყო არა მხოლოდ ექიმი, არამედ მაგალითი ღირსების, პასუხისმგებლობისა და საქმის უსაზღვრო სიყვარულისა.მისი კოლეგები და პაციენტები ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და მადლიერებით გაიხსენებენ ადამიანს, რომელმაც თავისი კვალი დატოვა როგორც მედიცინაში, ისე თითოეული ადამიანის გულში.ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ექიმი არჩილის სიყვარული და სიკეთე გაუზიარა.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
-

სექტემბრიდან პენსიონერებისთვის ცვლილებები ამოქმედდება
რამდენიმე თვეში 60 წელს გადაცილებული ადამიანების ზოგი საბანკო გადარიცხვა გარკვეული დროით შეიზღუდება. ახალი წესი ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს მიიღო.
საბარათე ოპერაციებზე ცვლილება 2026 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, სხვა ელექტრონული გადახდის ოპერაციების შემთხვევაში კი 2027 წლის 1 მაისიდან.
რა იცვლება კონკრეტულად?
ბანკები დროებით შეაჩერებენ იმ საბანკო გადარიცხვებს, რომლებიც შეეხება სავარაუდო მაღალი რისკის (თაღლითურ) ოპერაციებს.
რისკიანად ჩაითვლება ოპერაცია, რომლითაც გათვალისწინებულია 500 ლარზე მეტი თანხის გაცემა:
ან ონლაინ სავაჭრო (ე.წ. „ფორექსის“) პლატფორმაზე;
ან საინვესტიციო მიზნით;
ან სათამაშო ბიზნესში;
ან ვირტუალურ აქტივებთან;
ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.რა მოხდება რისკის აღმოჩენის შემთხვევაში?
ეროვნული ბანკი პროვაიდერს ავალდებულებს, დაუკავშირდეს კლიენტს და დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“, „რითაც შემცირებული იქნება თაღლითების მანიპულაციის ქვეშ მომხმარებლის მიერ ოპერაციების განხორციელების რისკი“.
„მომხმარებელს მის მიერ რისკიანი ან/და საეჭვო ტრანზაქციის ინიციირების შემდეგ 48 საათი ექნება იმისთვის, რომ მომხმარებელმა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება ტრანზაქციის განხორციელების შესახებ და აღნიშნული დაუდასტუროს მომსახურების პროვაიდერს“, – ამბობენ ეროვნულ ბანკში.
-

9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა – რა დაადგინეს მეცნიერებმა?
2023 წლის სექტემბერში სეისმოლოგებმა უნიკალური სიგნალი დააფიქსირეს, რომელიც ცხრა დღის განმავლობაში მთელ პლანეტაზე ვრცელდებოდა. განსხვავებით მიწისძვრებისგან, ეს სიგნალი მხოლოდ ერთი სიხშირისგან შედგებოდა და ის ისმოდა არქტიკიდან ანტარქტიდამდე. თავდაპირველად მას “USO” ეწოდა — უცნობი სეისმური ობიექტი – წერს Science და Nature Communications-ი.
საერთაშორისო მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ამ სიგნალის მიზეზი გახდა მასშტაბური კატასტროფა აღმოსავლეთ გრენლანდიაში. 2023 წლის 16 სექტემბერს დიქსონის ფიორდში გიგანტური მეწყერი ჩამოიშალა, რომლის მოცულობა დაახლოებით 10 000 ოლიმპიური აუზის ტოლფასი იყო ქანების სახით. ამან გამოიწვია 200-მეტრიანი მეგაცუნამი — ტალღა, რომელიც სიდიდით აღემატებოდა ცნობილი სატელიტურ კოშკს, Space Needle-ს.
ფიორდში წყალმა წინ და უკან მოძრაობა დაიწყო, რასაც სეიში ეწოდება — ფენომენი, რომელიც დაახლოებით 10 000-ჯერ აირეკლა ცხრა დღის განმავლობაში. სწორედ ეს მოძრაობა დააფიქსირეს სეისმურმა სენსორებმა მთელ მსოფლიოში. მეცნიერები კატასტროფის მიზეზად კლიმატის ცვლილებას და მყინვარების დნობას ასახელებენ, რამაც მთის ფერდობები არასტაბილური გახადა.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა წყლის შხეფისგან წარმოქმნილი რხევა დედამიწის ქერქის გავლით მთელ პლანეტაზე გავრცელდა,“ — აღნიშნა სეისმოლოგმა სტივენ ჰიკსმა (UCL-დან).
-

ვრცელდება უმძიმესი კადრები “ბოლო ზარიდან,” მოსწავლეები “სელფს” იღებდნენ, როცა აივანი ჩაინგრა და 9 მოზარდი სიმაღლიდან ჩამოვარდა – “17 წლის წლის ეკატერინემ თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო
სევასტოპოლის ერთ-ერთ სკოლაში მძიმე შემთხვევა მოხდა. სელფის გადაღების დროს მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც მე-11 კლასის მოსწავლეები სიმაღლიდან გადმოვარდნენ.
ბოლო მონაცემებით, შემთხვევის დროს აივანზე 9 მოზარდი (6 ბიჭი და 3 გოგონა) იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, ბოლო ზარზე ერთობლივი ფოტოების გადაღებისას, მოსწავლეებმა აივანზე ხტომა დაიწყეს, რამაც კონსტრუქციის ჩამოშლა გამოიწვია.ყველა მოზარდმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო, მათ შორის აღენიშნებათ ყბის, მენჯისა და ლავიწის ძვლის მოტეხილობები. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი გოგონას, 17 წლის ეკატერინეს მდგომარეობა, რომელმაც ვარდნისას თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო და გონება დაკარგა.
რუსული მედია წერს, რომ შენობას ახლახან ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ოფიციალური მონაცემებით 2020 წელს სკოლის კაპიტალურ რემონტზე დაახლოებით 3.8 მილიონი რუბლი დაიხარჯა. 2024 წელს შენობა კვლავ განახლდა – შეიცვალა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და შეკეთდა ფასადი.
რატომ ვერ გაუძლო კონსტრუქციამ დატვირთვას, ამას გამოძიება დაადგენს. ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ადგილზე მობილიზებულია ყველა საგანგებო სამსახური, პროცესს კი პროკურატურა აკონტროლებს.
-

პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო: რა იცვლება პენსიონერებისა და მათი მემკვიდრეებისთვის🛑⭕️
2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული პენსია, ასევე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია და შემწეობა ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას აღარ დაექვემდებარება. ამასთან, უკან დაბრუნების საქმეებზე დაწყებული ადმინისტრაციული და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
კანონის თანახმად, პენსიის, ისევე როგორც კომპენსაციისა და შემწეობის შეწყვეტის საფუძველია პირის მიერ საჯარო სამსახურში საქმიანობის დაწყება, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა, გარდაცვალება და სხვა.
როგორც მთავრობა განმარტავს, ხშირია შემთხვევები, როდესაც დადგენილი რეგულაციებიდან გამომდინარე, ინფორმაციის გვიან მოწოდება ხდება და ამის გამო თანხები ზედმეტად გაიცემა.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის შედეგად, ზედმეტად დარიცხული პენსიების შემთხვევაში, შეღავათი 1 685 პენსიონერს/გარდაცვლილის მემკვიდრეს შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი, 1 213 804 ლარია.
ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია 252 პირს შეეხება, მათ შორის არის 32 პირს, რომელთა მიმართ სასამართლო წარმოება მიმდინარეობს.
რაც შეეხება შემწეობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, შეღავათი სოციალური პაკეტის მიმღებ 304 პირს შეეხება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 130 500 ლარია. ასევე შეღავათი შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ 1 444 პირს/ოჯახს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დასაბრუნებელი თანხის ოდენობა 2 653 678 ლარს შეადგენს.



