Author: admin

  • სკოლის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა: 7 ბავშვი დაიღუპა

    სკოლის სახურავის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა: 7 ბავშვი დაიღუპა

    სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 7 მოსწავლე დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. შემთხვევა ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მოხდა.

    სააგენტოს ინფორმაციით, ათობით ადამიანი კვლავ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი. ინციდენტის დროს კლასში დაახლოებით 25-დან 30-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.

    სამართალდამცველები სახურავის ჩამონგრევის მიზეზად ძლიერ წვიმებს ასახელებენ.

  • აი ეს სჭირდა სიკვდილამდე – ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები – რა მდგომარეობაში იყო ბერი ნიკოლოზი?

    აი ეს სჭირდა სიკვდილამდე – ვრცელდება შოკისმომგვრელი კადრები – რა მდგომარეობაში იყო ბერი ნიკოლოზი?

    ,,ეს არის მკვლელების მამხილებელი ვიდეო, სექტამ არ შეუშვა ექიმი ბერ ნიკოლოზთან რომელიც უკიდურესად დუძლურებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჯერ კიდევ შეიძლებოდა ბერის გადარჩენა”, – წერს სოციალურ ქსელში ინგა ბოლოთაური.

     

  • ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”

    ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”

    ედუარდ სააკაშვილის სკანდალური განცხადება: ,,მამაჩემი არ არის მომავლის…”,,პირველი ხაზის” ეთერში.

    -მამაჩემის ჯანმრთელობის საკითხი უნდა იყოს ნაკლებად პოლიტიზირებული, რომ საზოგადოებაში შეიქმნას კონსესუსი, რომ ის იმსახურებს ღირსეულ მკურნალობას. შეიძლება მისი როლი პოლიტიკაში უნდა გადაიხედოს. მე ერთი კვირაა, რაც საქართველოში ვარ. ვიმოგზაურე საქართველოში, მეგობრებს შევხვდი. ხალხი მხვდება ქუჩაში და მეკითხება, მიშა როგორ არისო. ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი ან მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენსო. კი, ბევრია ასეთი, ვინც ასე ფიქრობს, მაგრამ ბევრია ისეთი, ვინც აფასებენ მის როლს პოლიტიკაში და უბრალოდ მისთვის უნდათ კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ისინი ამომრჩევლებიც კი არ არიან ნაციონალების. მამაჩემიც უნდა დეპოლიტიზირდეს ცოტა.

    მისი როლი ქართულ პოლიტიკაში ცოტა გაუგებარია. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს. მე მგონი, თვითონაც ხვდება, რომ იქ უფრო შეიძლება ჰქონდეს მომავალი მის კარიერას, ვიდრე აქ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ…

    მამაჩემი არც ბევრს წერს პოლიტიკაზე, აღარ ერევა პოლიტიკაში. ჩამოსვლამდე ის ამბობდა, მე ჩამოვალ, შევცლით ხელისუფლებას, დაიწყება აღმშენებლობა, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.

    მე და გიული ვიყავით ევროპაში. როცა იქ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსესუსი არსებობს, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. იქ უფრო იყოფა აზრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, საზოგადოების კოსოლიდაციას… მამაჩემისთვისაც იქნება კარგი, თუ მოახდენს საკუთარი თავის… ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა – ტრიუკი…

    მამაჩემი უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, რაც არის მისი გადარჩენა, ამაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი უნდა იყოს. თუ ის გახდება პოსტპოლიტიკური ფიგურა, ეს კარგი იქნება, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გიორგი ნიორაძის გადაცემაში.

  • ღვიძლის ძირფესვიანად წმენდა ნატურალური სასმელის დახმარებით. მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება

    ღვიძლის ძირფესვიანად წმენდა ნატურალური სასმელის დახმარებით. მსურს, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება

    შემოგთავაზებთ ბოსტნეულით მომზადებული სამკურნალო  კოქტეილის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ღვიძლის გაწმენდას და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უამრავი პრობლემის აღმოფხვრას. ბოსტნეულის კოქტეილი ღვიძლისთვის სამკურნალო შრატივითაა.

    ბოსტნეულის კოქტეილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

    • სტაფილო 3 ცალი
    • მწვანე ვაშლი 2 ცალი
    • ჭარხალი 1 თავი
    • ნახევარი ლიმონის წვენი
    • ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი (ნედლი)
    • რამდენიმე მწვანე სალათის ფურცელი ან ისპანახი

    მომზადებისა და გამოყენების წესები:

    1. ინგრედიენტები გარეცხეთ, დაჭერით, დაამატეთ ლიმონის წვენი, 2 ჩ. ჭ. წყალი და დააბლენდერეთ.
    2. მომზადებული მასა გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში.
    3. ფლავონოიდებითა და A ვიტამინით მდიდარი სტაფილო კვებავს ღვიძლს.
    4. პექტინით მდიდარი ვაშლი კი ხელს უწყობს ტოქსინების აღმოფხვრას.
    5. მწვანე სალათა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
    6. ჯანჯაფილი და ლიმონი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებას, ხსნის შებერილობას და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.
    7. უმი ჭარხალი შეიცავს უამრავ ბოჭკოს.
    8. მოცემული სასმელი წმენდს ღვიძლს და აგარიდებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უამრავ პრობლემას.
    9. მიიღეთ დღეში 1 ჭიქა, სასურველია უზმოზე. მკურნალობის პერიოდში მიირთვით  მხოლოდ მოხარშული საკვები. მოერიდეთ ცხიმიანი საკვების  მიღებას.

    სამკურნალო პროცედურები ხანგრძლივობა 1 კვირა. გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • ხვალ კვირას ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი – ნახეთ, რომელ ნიშნებზე საუბრობს მიხეილ ცაგარელი😱😱ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

    ხვალ კვირას ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი – ნახეთ, რომელ ნიშნებზე საუბრობს მიხეილ ცაგარელი😱😱ჯერ დაწერეთ და შემდეგ ნახეთ

    სა­ში­ში, ე.წ. სა­ტა­ნუ­რი დღეა, ფრთხი­ლად იყა­ვით. არ წა­მო­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი. მო­ე­რი­დეთ ყო­ველ­გვარ ვაჭ­რო­ბას, ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ცუდი დღეა საქ­მის, საქ­მი­ა­ნო­ბის შე­საც­ვლე­ლად. მოგ­ზა­უ­რო­ბა და შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. უფრო მე­ტიც, უმ­ჯო­ბე­სია, ეს დღე შინ გა­ა­ტა­როთ. პა­სი­უ­რად და­ის­ვე­ნეთ. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ქორ­წინ­დეთ ამ დღეს, გა­და­დეთ ნიშ­ნო­ბაც. გან­ქორ­წი­ნე­ბაც კი სხვა დღეს და­ნიშ­ნეთ. არ გა­და­უს­ხათ სხვას სის­ხლი და პი­რი­ქით. ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ: სირ­ბი­ლი, ვე­ლო­სი­პე­დი, სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი. არ გა­დატ­ვირ­თოთ კუჭი. მო­ე­რი­დეთ ცხი­მი­ან საკ­ვებს.

    ვერ­ძი

    დი­ლი­დან­ვე მო­ი­ცი­ლეთ ნე­გა­ტი­უ­რი აზ­რე­ბი და შე­უ­დე­ქით რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. თუნ­დაც პი­რა­დი ნივ­თე­ბის, სახ­ლის და­ლა­გე­ბას, რო­მე­ლიც დღეს არა მხო­ლოდ სა­სარ­გებ­ლოა, არა­მედ აქ­ტუ­ა­ლუ­რიც.

    კურო

    შე­ამ­ცი­რეთ კო­მუ­ნი­კა­ცია, გან­სა­კუთ­რე­ბით ონ­ლა­ინ: მი­მო­წე­რი­სას, შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვათ შეც­დო­მა, რო­მე­ლიც გა­მო­იწ­ვევს დაბ­ნე­უ­ლო­ბას და, შე­დე­გად, კონ­ფლიქტს, რო­მე­ლიც მალე არ მოგ­ვარ­დე­ბა.

    ტყუ­პი

    დღეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია შე­ი­კა­ვოთ ემო­ცი­ე­ბი, თუ ნე­გა­ტივს გა­აღ­ვი­ვებთ, ხვალ ინა­ნებთ თქვე­ნი სი­ტყვე­ბი­სა და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ქმე­დე­ბე­ბის გამო; არ უნდა მი­იყ­ვა­ნოთ საქ­მე ღია და­პი­რის­პი­რე­ბამ­დე.

    კირჩხი­ბი

    ნე­ბის­მი­ე­რი პრე­ტენ­ზია, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს გა­უჩ­ნდეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უსა­ფუძ­ვლო იქ­ნე­ბა, ამი­ტომ ეცა­დეთ, გულ­თან ახ­ლოს არ მი­ი­ტა­ნოთ – ხვალ ის ბო­დიშს მო­გიხ­დით.

    ლომი

    ფრთხი­ლად უნდა იყოთ სწრა­ფი და მარ­ტი­ვი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მათ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნის­გან მი­ი­ღებთ, თუმ­ცა, ახ­ლობ­ლის­გა­ნაც კი შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე იყოს.

    ქალ­წუ­ლი

    ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ნან­სუ­რი ტრან­ზაქ­ცია, თუნ­დაც ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო, აკ­რძა­ლუ­ლია: თუნ­დაც მცი­რე თან­ხის და­კარ­გვამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცია – არ ღირს რის­კი.

    სას­წო­რი

    აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, ზედ­მეტ­მა გა­ღი­ზი­ა­ნე­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დი­ნოს არც თქვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

    მო­რი­ე­ლი

    პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბით კვე­ბავთ ბო­რო­ტე­ბის ძა­ლებს. უმ­ჯო­ბე­სია გა­მო­ი­ჩი­ნოთ თავ­შე­კა­ვე­ბა და არ უპა­სუ­ხოთ მათ.

    მშვილ­დო­სა­ნი

    არა­ვის გა­უ­ზი­ა­როთ ის პრო­ფე­სი­უ­ლი იდე­ე­ბი, რაც გაქვთ: დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ თქვენს ოც­ნე­ბებს სხვე­ბი მი­ი­სა­კუთ­რე­ბენ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ და წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წე­ვენ.

    თხის რქა

    ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. და ნუ გას­ცემთ და­პი­რე­ბებს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ვერ შეძ­ლებთ მათ შეს­რუ­ლე­ბას და მო­ი­პო­ვებთ არა­სან­დო პარტნი­ო­რის რე­პუ­ტა­ცი­ას.

    მერ­წყუ­ლი

    უმ­ჯო­ბე­სია უარი თქვათ წარ­სუ­ლის ადა­მი­ან­თან შე­საძ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ზე – დიდი ალ­ბა­თო­ბით, ის თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ცუდი გან­ზრახ­ვე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა, არ მის­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა და­ან­გრი­ოს თქვე­ნი დღე და ამავდრო­უ­ლად თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა.

    თევ­ზე­ბი

    მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­დაზ­მუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის დაც­ვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის­გან; მათ თქვე­ნი დახ­მა­რე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

  • საფლავზე უკან მიხედვა ცუდის ნიშანია” – კიდევ რას უნდა მოერიდოთ სასაფლაოზე და რა წესები არსებობს ხალხურ ტრადიციებში

    საფლავზე უკან მიხედვა ცუდის ნიშანია” – კიდევ რას უნდა მოერიდოთ სასაფლაოზე და რა წესები არსებობს ხალხურ ტრადიციებში

    გარდაცვლილი ახლობლის სასაფლაოს მონახულება თითქმის ყველა კულტურის მქონე ხალხთა ტრადიციაა. ამ გზით ადამიანები პატივს მიაგებენ გარდაცვლილებს. თუმცა საფლავი პირველ რიგში, სიკვდილთან და ბოროტ ძალასთან ასოცირდება და ხალხშიც ოდითგანვე არაერთგვაროვან ემოციებს იწვევდა. სწორედ ამან განაპირობა არაერთი წესი, აკრძალვა თუ ჩვეულება, რომლებოც საფლავზე მისულ ადამიანებს უნდა დაეცვათ.

    შეიძლება ბევრს არ სჯერა სხვადასხვა ნიშნების, თუმცა ალბათ საინტერესოა ის წესები და აკრძალვები, რომლებიც საფლავებთან დაკავშირებით საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა.

    არ მიიხედოთ უკან სასაფლაოდან გამოსვლისას

    სასაფლაოზე ყოფნა არის დრო, როდესაც ადამიანები იხსენებენ გარდაცვლილებს, ალაგებენ საფლავებს და შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან. ერთ-ერთ ცუდ ნიშნად ითვლება უკან მიხედვა სასაფლაოდან გასვლისას. ხალხში არსებობს რწმენა, რომ ამით შეიძლება „სულები თან წაიყოლოთ“ და უბედურება დაიტეხოთ თავს.

    თუმცა ამ აკრძალვის რეალური არსი უფრო მარტივი და ფსიქოლოგიურია: თუ ადამიანი უკან იყურება, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ არ გაუშვია გულიდან გარდაცვლილი. ასეთი მდგომარეობა ხშირად იწვევს შინაგან შფოთვასა და დეპრესიას და ადამიანს წინსვლის საშუალებას არ აძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი გაუშვას წარსული და გააგრძელოს ცხოვრება.

    ორსულებმა და ჩვილებმა არ უნდა იარონ საფლავზე

    არსებობს მოსაზრება, რომ სასაფლაოს მონახულება არასასურველია ორსულებისთვის და ძალიან პატარებისთვის. უწინ ეშინოდათ, რომ გარდაცვლილებს „ახალი სული“ არ წაეყვანათ.

    რეალურად, მიზეზი უფრო პრაქტიკულია: სასაფლაო არის სევდის, მწუხარებისა და ცხოვრების შეჩერების სიმბოლო. ორსულებისთვის მნიშვნელოვანია პოზიტიური ემოციური მდგომარეობა — სიმშვიდე, სიყვარული და ბედნიერება, რაც ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას უწყობს ხელს. პატარა ბავშვების ფსიქიკა კი ჯერ კიდევ სუსტი და მგრძნობიარეა, ამიტომ სასაფლაომ შეიძლება მათში შიში და კოშმარები გამოიწვიოს.

    არ გადაკვეთოთ გზა სამგლოვიარო პროცესიის წინ

    დაკრძალვის პროცესიისთვის გზის გადაჭრა ასევე ცუდ ნიშნად ითვლება. ხალხში გავრცელებულია რწმენა, რომ ამან შეიძლება დაავადებები და უბედურებები გამოიწვიოს და ფატალურ შედეგამდეც მიგვიყვანოს.

    თუმცა აქაც უფრო მარტივი ახსნა არსებობს — ეს არის პატივისცემის საკითხი. როდესაც დაკრძალვის პროცესი მიმდინარეობს, მნიშვნელოვანია გამოვხატოთ თანაგრძნობა და პატივი მივაგოთ გარდაცვლილს და მის ახლობლებს.

    არ გადაიღოთ ფოტოები

    სასაფლაოზე ფოტოების გადაღება არასასურველია. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ფოტოები საჭიროა იმ ახლობლებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ადგილზე მისვლას.

    ეზოთერულად ითვლება, რომ სასაფლაოზე გადაღებული ფოტოები „ნეგატიურ ენერგიას“ შეიცავს, რაც შესაძლოა უარყოფითად აისახოს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

    არ აიღოთ ის, რაც დაგივარდათ

    არსებობს ტაბუ — არ უნდა აიღოთ ის ნივთი, რომელიც სასაფლაოზე დაგივარდათ. ზოგი ადამიანი ასეთ ნივთს ადგილზე ტოვებს, ზოგი კი „გამოსასყიდს“ ტოვებს მაგალითად, ხურდა ფულს ან ტკბილეულს.

    ეზოთერული რწმენით, სასაფლაოზე დავარდნილი ნივთი შეიძლება ნეგატიური ენერგიით დაიმუხტოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი დაკარგვა მოგვიანებით აღმოაჩინეთ. ამიტომ, თუ ნივთი თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის, უმჯობესია იქვე დატოვოთ.

    ორსულობა და სასაფლაო — სხვადასხვა კულტურის შეხედულებები

    ძველი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ სასაფლაოზე განსაკუთრებული, ნეგატიური ატმოსფეროა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს დაუბადებელ ბავშვს. ზოგ კულტურაში სჯერათ, რომ დაუმშვიდებელი სულები შეიძლება ბავშვსაც კი „დაეუფლონ“.

    ასევე ითვლებოდა, რომ თუ ორსული გარდაცვლილს შეხედავდა, ბავშვი სუსტი და ავადმყოფი დაიბადებოდა. მაგალითად, იაპონიაში რეკომენდებულია, რომ ორსულმა არ შეხედოს გარდაცვლილს.

    კიდევ ერთი რწმენის მიხედვით, დაუბადებელ ბავშვს ჯერ არ ჰყავს მფარველი ანგელოზი (რომელიც ნათლობის შემდეგ ეძლევა), ამიტომ ის განსაკუთრებით დაუცველია.

    თუმცა მართლმადიდებელი ეკლესია ამ ნიშნებს არ აღიარებს — თუ ორსულს ჯანმრთელობის მხრივ წინააღმდეგება არ აქვს, მას შეუძლია დაესწროს დაკრძალვას და ეწვიოს სასაფლაოს.

  • რა თქვა გიული ალასანიაზე სოფო ნიჟარაძემ ?

    რა თქვა გიული ალასანიაზე სოფო ნიჟარაძემ ?

    ალისკას აღზრდაში მეხმარება დედაჩემი, რა თქმა უნდა ზოგადად ორივე ბებია ჩართულია ბავშვის აღზრდაში“ – ამის შესახებ მომღერალმა, სოფო ნიჟარაძემ გადაცემაში „პირველი სტუდია“ ისაუბრა.

    მომღერალი ამბობს, რომ პატარა ალისკას აღზრდაში ორივე ბებია ჩართულია:

    „[ალისკას] აღზრდაში მეხმარება დედაჩემი, რა თქმა უნდა ზოგადად ორივე ბებია ჩართულია ბავშვის აღზრდაში. დედაჩემიც, გიულიც ძალიან… ორივე არის საოცარი ბებია და მიხრია, რომ ბებიების სითბო და გვერდში დგომა ბავშვს ძალიან უხვად აქვს“ – ამბობს მომღერალი.

  • “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    “ყურადღებით იყავით… ეს იქნება დამანგრეველი”- გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია „პრაიმტაიმს“ ხშირად აძლევს ინტერვიუს და ახლა, ის ახალ წინასწარმეტყველებაზე გვესაუბრება. მას მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ენერგეტიკულად დაზიანებულები არიან და გათავისუფლება სურთ.

    ასევე, გოგა ხშირად აფრთხილებს მათ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ამბობს, რომ ეს ბუნებრივი ძალა ბავშვობიდან აქვს და განსაკუთრებით, დედის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში გარდატეხა.

    გოგა თავის ახალ წინასწარმეტყველებაში მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ის საქართველოზე საუბრობს. 

    „ნუ შეგეშინდებათ მიწისძვრის, იქნება შესამჩნევად, თუმცა არადამანგრეველი. ყურადღებით იყავით მცოცავ მიწასთან, ეს იქნება დამანგრეველი.

    ფიგურა, რომელიც სპორტსმენია, მას უდგინდება დაავადება, უკურნებელი სენი.

    ყოფილი პოლიტიკოსი გარდაიცვლება, ამას 100 პროცენტით ვამბობ, ეს გარდაუვალია.

    მამაოს, რომელსაც მრევლი ჰყავს ძალიან ბევრი, გარდაიცვლება, მის მრევლს დიდი ტკივილი ექნება. ძალიან ყურადღებით იყავით, ივლისი, აგვისტო, რადგან ავტოავარიები მოიმატებს.

    მტკვარი არ ისვენებს, ვხედავ, რომ 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ ბავშვები წინ არ დაისვათ… კახეთზე მაქვს ძალიან დიდი განცდები, რადგან აქ სეტყვა ქვასავით იქნება“,- ამბობს გოგა მანია „პრაიმტაიმთან“. 

    ასევე მან საკუთარ თავზეც ისაუბრა და თქვა, რომ მასაც ელის განსაცდელი. 

    „მინდა ვთქვა, რომ მეც მელოდება პატარა განსაცდელი უახლოეს მომავალში, რომელსაც ვგრძნობ, რატომ ვამბობ ამას საკუთარ თავზე, რამდენჯერაც რაღაცა მოხდა, ესეც ბოროტ ძალებს უკავშირდება, რომელსაც ჩემს მიმართ უშვებენ. რადგან მე ვაკეთებ ეგზორციზმს და მათგან ადამიანებს ვეხმარები, შემდეგ უკვე ისინი გადმოდიან ჩემზე და კეთდება ენერგეტიკული სხვადასხვა დარტყმა“,- ამბობს ეზოთერიკოსი.