Author: admin

  • რა ინფორმაცია ვრცელდება ნიკოლოზ სააკაშვილის შესახებ?

    რა ინფორმაცია ვრცელდება ნიკოლოზ სააკაშვილის შესახებ?

    “ნიკუშა ინდოეთში მუშაობს მოხალისედ სოფელში და ამავე დროს სწავლობს ჰინდის.

    მანდამდე იაპონიაში სწავლობდა თითქმის მთელი წელი იაპონურს, პარალელურად თბილისში მოასწრო ვოლტის კურიერად მუშაობა. ძალიან ინტერესდება წმინდანების ცხოვრებით.

    მომავალ წელს კი ემზადება ამერიკულ უნივერსიტეტში ჩასაბარგებლად (ინგლისურად, ქართულად და ჰოლანდიურად, როგორც მშობლიურზე ისე საუბრობს) ბევრ რაღაცაში მასში ვხედავ ჩემთან მსგავსებას და ბევრი რამით აშკარად მჯობს. მტკიცე ხასიათი აქვს, რამაც გააძლებინა თინეიჯერობის დროს.

    15 წლის იყო, როცა ტყვეობაში აღმოვჩნდი და რაღაცნაირად გადაიტანა ეს უძლიერესი სტრესი. იმის გათვალისწინებით, რომ მე მასთან ყოველთის განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • ,,ვაი შენს დედას“ – ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია

    ,,ვაი შენს დედას“ – ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება.

    არსებული ინფორმაციით, ბაჩო ბებია ნიკოლაევში, ერთ-ერთი ბაზის დაბომბვისას დაიღუპა.

    ქართველი მებრძოლი აფხაზეთიდან დევნილი იყო რომელიც ოჯახთან ერთად ოდესაში ცხოვრობდა.

    მებრძოლს საქართველოში ჩამოასვენებენ და ზუგდიდში დაკრძალავენ.

  • “ისევ მოთოვს”- მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

    “ისევ მოთოვს”- მეტეოროლოგის გაფრთხილება მომდევნო დღეების ამინდზე

    მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე წერს:

    „ამინდი: ამჟამინდელი მდგომარეობა და პროგნოზი, რომელიც ისევ წვიმიანი და ცივია.
    22 აპრილისთვის, ანტიციკლონური მდგომარეობის ხანმოკლე ჩამოყალიბებით, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე შედარებით დათბება და უნალექო დღე იქნება.

    23 აპრილს კი – ღამის საათებიდანვე სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში, ხოლო დღის ბოლოდან აღმოსავლეთში – მოსალოდნელია წვიმა, ელჭექით, ზოგან შესაძლოა ლოკალურად აღინიშნოს ძლიერი ნალექი, პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი.

    მაღალ მთაში ისევ მოთოვს. საქართველოში 24 აპრილიც წვიმიანი და ცივი იქნება.
    ხშირად დასმული კითხვა როდის დათბება? აბსოლუტურად ლეგიტიმურია.
    თუმცა თვის ბოლომდე სტაბილურად თბილი და უნალექო ამინდები მოსალოდნელი არ არის, იქნება მხოლოდ ხანმოკლე მშრალი პერიოდები, ტემპერატურა რჩება ცვალებად რეჟიმში, წვიმა და ქარი პერიოდულად კვლავ დაბრუნდება“, – წერს მეტეოროლოგი.

  • „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით, ცხრა წლის წინ, ეს არის ანდერძიც“ – ანდრია ჯაღმაიძე

    „ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა.

    ჟურნალისტებთან საუბრისას, ანდრია ჯაღმაიძემ გაიხსენა, წლების წინ, პატრიარქთან საუბარი.

    „მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრებოდა, თან ვერ ვუყურებდი, მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკევს. ეს ფურცელი დღესაც შენახული მაქვს. მან თქვა, მითქმა-მოთქმა რომ არის, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძშიო –  გახსოვთ, მაშინ წამოვიდა ძალიან უხერხული თემები, თითქოს ქამარზე კიდია სეიფის გასაღები და ასე შემდეგ – ასე რომ ამბობენ, ქამარზე კიდია ეს გასაღებიო, აქ არის, თუ იქ არისო, მაგით მეტად აღარ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს ანდერძში, ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლაო, რომ აღარ ჰქონდეთ ბჭობა, ეს წერია, თუ ის წერია ანდერძში. ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა, დაახლოებით ცხრა წლის წინ, არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის ანდერძიც“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • მართლაც შეიძლება ითქვას, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერაო” – რა სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა პაატა გულიაშვილს ?

    მართლაც შეიძლება ითქვას, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერაო” – რა სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა პაატა გულიაშვილს ?

    პაატა გულიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ რამდენიმე თვის წინ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ ჰყვებოდა, რის გამოც ცხოვრების წესი რადიკალურად შეიცვალა:

    „აღმომაჩნდა შაქარი და კიდევ უფრო სერიოზული დაავადებაც. თურქეთში მომიწია წასვლა იმისთვის, რომ სწორი დიაგნოზი დაესვათ. აღმომაჩნდა დივერტიკულიტი. ამ დაავადებას წამალი ვერ კურნავს. თუ გინდა, რომ იყო კარგად, ცხოვრების წესი უნდა შეიცვალო. ამის გამო ბევრ რამეზე მომიწია უარის თქმამ. ალბათ, ამიტომაც გავხდი სევდიანი. ხანდახან რომ ვფიქრობ, ის ჩემი ბოჰემური ცხოვრება გარკვეულწილად ნიღაბი იყო. ყოველდღე ქეიფსა და დროსტარებაში არ ვყოფილვარ.

    ისეთი ტკივილები გამოვიარე, მართლაც შეიძლება ითქვას, სიკვდილს ჩავხედე თვალებში. ათი ექიმიდან ათივეს თვალებში იკითხებოდა, ან გადარჩება, ან – ვერაო. სხვა გზა აღარ მქონდა, უნდა დავმორჩილებოდი ექიმებს. როგორც კი მივხვდი, სწორი კვებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ბუნებრივია, გავყევი ამ ყველაფერს. სრულიად უარი ვთქვი ღორის ხორცზე. ვგიჟდები, ისე მენატრება მწვადი, მაგრამ კატეგორიულად ამოვიღე, ასევე ყველანაირი გაზიანი სასმელი, მათ შორის მინერალურიც, ცხარე, მჟავე… ძალიან შემიყვარდა წყალი და დღეს უკვე ორ ლიტრს ვსვამ დღეში…“

  • ვინ იქნება მომავალი პატრიარქი – მეუფე ანტონის განცხადებამ საზოგადოება გააოგნა სრულად წაკითხვა..

    ვინ იქნება მომავალი პატრიარქი – მეუფე ანტონის განცხადებამ საზოგადოება გააოგნა სრულად წაკითხვა..

    რთული იქნება იმიტომ, რომ მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, პატრიარქი იყო ჩვენი, ყველას მამა და მამის წინაშე ყველანი ვიყავით შვილები და ახლა ვინც არ უნდა იქნეს მომავალი პატრიარქი ის იქნება ძმათა შორის, შვილებიდან არჩეული და შვილები, ძმები ერთმანეთს შეიძლება ცოტა, რაღაცნაირად რთული იქნება შვილებში. მამის წინაშე ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას და ძმის წინაშე შეიძლება უფრო მეტი ის იყოს… ამიტომ რთული ეპოქა იქნება აუცილებლად” – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონიმ (ბულუხია)​ “TV პირველის” გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა

  • საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    საპენსიო ფონდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    საქართველოს საპენსიო ფონდი 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

    ფონდის ცნობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 720 ათასი ადამიანია. 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 28 882-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 137,2 მილიონი ლარი.

    თებერვლის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 8.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.4 მილიარდ ლარს მიაღწია.

  • “მატჩი მე-15 წუთზე შეწყდა …” – 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა, ვრცელდება მძიმე კადრები

    “მატჩი მე-15 წუთზე შეწყდა …” – 21 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა, ვრცელდება მძიმე კადრები

    ინგლისელი ფეხბურთელი ბილი ვიგარი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მოთამაშემ უდიდესი დრო არსენალის ახალგაზრდულ გუნდებში გაატარა, ბოლოს კი ინგლისის ქვედა დივიზიონის გუნდ ჩიჩესტერ სიტიში ასპარეზობდა, სწორედ აღნიშნულმა გუნდმა გაავრცელა ეს სამწუხარო ინფორმაცია.

    აღნიშნულ დაპირისპირებაში თამაში მე-15 წუთზე შეწყდა, რადგან 21 წლის ფეხბურთელმა მძიმე დაზიანება მიიღო და შემთხვევის შედეგად ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. მომხდარის შემდეგ ფეხბურთელს ოპერაციაც ჩაუტარდა, სამწუხაროდ ახალგაზრდა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.

    იხილეთ ფოტო

  • ახლახან, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

    ახლახან, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – დეტალები

    იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

    BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრა სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით, 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.

    NHK-ის ინფორმაციით, იაპონიის სეისმური ინტენსივობის შკალაზე, ყველაზე ძლიერად დაზარალებულ ტერიტორიებზე(0-დან 7-მდე) ბიძგების ძალამ 5+-ს მიაღწია.

    სააგენტომ ცუნამის გაფრთხილება ივატეს პრეფექტურაში, ასევე, ჰოკაიდოსა და აომორის პრეფექტურის ნაწილებში გამოაცხადა. ცუნამის შესახებ გაფრთხილება ასევე გავრცელდა მიათისა და ფუკუშიმას პრეფექტურებში.