Author: admin

  • მალამო ჩემი დიდი ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელიც უებარია სხეულისთვის. მოსამზადებლად იოლია

    მალამო ჩემი დიდი ბებიის რეცეპტის მიხედვით, რომელიც უებარია სხეულისთვის. მოსამზადებლად იოლია

    შემოგთავაზებთ უძლიერესი სამკურნალო ბალზამის რეცეპტს. რეცეპტი უძველესია და იგი თაობიდან თაობებს გადაეცემა. მოსამზადებლად უმარტივესი ნატურალური საშუალება, ქიმიური მედიკამენტების გარეშე, მოგიგვარებთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას.

    საჭირო ინგრედიენტები:

    • 400 მლ ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ გამოიყენოთ ქოქოსის ზეთიც)
    • 1 ცალი სოფლის კვერცხი
    • ფუტკრის ცვილი (აუცილებლად ნატურალური) 60 გრ

    მომზადებისა და გამოყენების წესები:

    გაითვალისწინეთ, თუ ბალზამს შინაგანი გზით იყენებთ სამკურნალოდ, აუცილებლად გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი, ხოლო გარეგანი მკურნალობისას_ ნებისმიერი მცენარეული ზეთი.

    მოხარშეთ კვერცხი. დაგჭირდებათ მხოლოდ გული.

    ზეითუნის ზეთს დაამატეთ დაქუცმაცებული ცვილი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ცვილის გადნობის შემდეგ შეურიეთ დაჭყლეტილი კვერცხის გულის მცირე ნაწილი. თუ ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდა, გადმოდგით ცეცხლიდან და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ დარჩენილი კვერცხის გული. შემდეგ გაწურეთ ბადის საშუალებით და გადაიტანეთ მინის ქილაში. გაგრილებამდე შიგადაშიგ მოურიეთ ხოლმე, თორემ ცვილი ქილის ძირზე დაილექება.

    ბალზამი შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგ დაავადებათა სამკურნალოდ:

    1. ჰაიმორიტი

    ბალზამის მცირე მასა გაადნეთ ჩაის კოვზზე და თითო-თითო წვეთი, დღეში ორჯერ, ერთი საათის ინტერვალით, ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში. ბალზამი გაგათავისუფლებთ ჩირქისგან. შედეგს ძალიან სწრაფად მიიღებთ.

    2. ჩირქოვანი ოტიტი

    ბამბის პატარა ტამპონი გააჯერეთ ბალზამით და კომპრესი ჩაიდეთ ყურში. ბალზამს გამოაქვს ჩირქი. ამ გზით შეგიძლიათ უმკურნალოთ ყურის ყველა სახის ინფექციას.

    3. ყელის ტკივილი, ტონზილიტი

    ბალზამი წაისვით კისერზე, ქვედა ყბის ქვეშ. შემოიხვიეთ თბილი ქსოვილი და დაიტოვეთ მთელი ღამე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში რამდენჯერმე.

    4. ბრონქიტი, კუჭისა და ნაწლავების ტკივილი, წყლულები

    ბალზამის ნახევარი ჩ. კ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

    როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შინაგანი გზით გამოყენებისას ბალზამს ამზადებთ ზეითუნის ზეთით.

    5. ქალური დაავადებები: მასტიტი, საკვერცხის კისტა და ანთება

    საკვერცხის კისტის, ანთების, საშვილოსნოს ფიბრომიომის საწყის ეტაპზე სამკურნალოდ დილა-საღამოს გაიკეთეთ ბალზამით გაჯერებული ტამპონები. ხოლო მასტიტის შემთხვევაში   ბალზამით გააჯერეთ თხელი ბუნებრივი ქსოვილი და მკერდზე გაიკეთეთ კომპრესები. კომპრესები შეცვალეთ ყოველ 2 საათში ერთხელ.

    6. დამწვრობები, წყლულები, იარები, კბილის ტკივილი, სახსრების ტკივილი

    ბალზამი წაისვით დაზიანებულ უბნებზე, შეიხვიეთ ბინტით და დაიტოვეთ მთელი ღამე.

    კბილის ტკივილის შემთხვევაში ბალზამი შეიზილეთ მტკივნეულ კბილზე და ღრძილზე.

    7. ტროპიკული წყლულები, განგრენა

    დაზიანებულ ადგილებზე ყოველ 2 საათში ერთხელ გაიკეთეთ ბალზამის საფენები. შეხორცების პროცესი ძალიან სწრაფად წავა.

    8. ბუასილი

    მარლის ტამპონი გააჯერეთ ბალზამით. ტამპონი გაიკეთეთ უკან ტანში და დაიტოვეთ მთელი ღამე. სამკურნალო პროცედურები გააგრძელეთ 8-10 დღე. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მკურნალობა გააგრძელოთ.

    9. ბალზამი აძლიერებს ფრჩხილებს. შეიზილეთ ის ფრჩხილებზე და დაიტოვეთ მთელი ღამე.

    საუკეთესოა მწერების ნაკბენების, ჩირქოვანი გამონაყარის საწინააღმდეგოდ, ქუსლების გაუხეშებული კანის დასარბილებლად.

    გისურვებთ ჯანმრთელობას!

  • საშიშია თუ არა მარცხენა მხარეს ძილი – კარდიოლოგის განმარტება

    საშიშია თუ არა მარცხენა მხარეს ძილი – კარდიოლოგის განმარტება

    ბევრს აინტერესებს, მოქმედებს თუ არა ძილის პოზა გულის ჯანმრთელობაზე. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, კარდიოლოგის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარცხენა მხარეს ძილი საზიანოა, მათ შორის გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.

    ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმისთვის – ის ამცირებს სტრესსა და ანთებას და ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღრმა და REM ფაზები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია გულის ფუნქციასთან.

    პოზას რაც შეეხება, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კონკრეტულად „საუკეთესო“ პოზა არ არსებობს. ადამიანები ბუნებრივად იცვლიან მდგომარეობას ძილის დროს, ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, პოზა ხომ არ იწვევს სუნთქვის გაძნელებას ან კუნთების დაძაბვას. მაგალითად, მუცელზე ძილი შეიძლება დისკომფორტული იყოს და ნაკლებად რეკომენდებულია.

    გულის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია Sleep apnea – მდგომარეობა, რომელიც ზრდის მაღალი წნევისა და არითმიების რისკს. მისი დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მდგომარეობას.

    დასკვნა: ძილის პოზა გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი, 7–9 საათიანი ძილი და სუნთქვის პრობლემების კონტროლი.

  • “მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ამას გააკეთებს”, – რას ამბობდა პატრიარქი

    “მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ამას გააკეთებს”, – რას ამბობდა პატრიარქი

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან – 46 წელი შესრულდა. 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე 44 წლის ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

    “46 წელი არის წლები წამებისა, მაგრამ ეს წამება იყო და არის სასიხარულო. ღვთის ლოცვა-კურთხევა გვაძლიერებდა ჩვენ და თქვენი სიყვარული. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი სიყვარულისთვის“, – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

    ფეისბუქ გვერდი “თბილისური ამარკორდი” პატრიარქის აღსაყდრების ეპიზოდს (წყარო ჟურნალი “ეპიზოდი”) იხსენებს.

    საზეიმო აღსაყდრების გამო ბანკეტი სასტუმრო “ივერიაში“ გაიმართა. შემდეგ კი მოტოციკლეტისტების ესკორტმა სიონის გვერდით, საპატრიარქო რეზიდენციამდე მიაცილა. რამდენიმე ნათესავიც მიჰყვა.

    პატრიარქის მომავალ სამყოფელში ოდნავ ბჟუტავდა სინათლე. კართან სოხუმიდან ჩამოყოლილი მოხუცი მონაზონი, მატუშკა მანიფა შეეგება, მუხლებში ჩაუვარდა, პატრიარქობა მიულოცა. მოხუცი წამოაყენა, თავზე ხელი გადაუსვა, დალოცა და ცარიელ შენობაში შევიდა.

    დეკემბრის ბოლო იყო, გარეთაც ციოდა და შიგნითაც. საგანგებოდ მორეცხილი იატაკს შავ ლაქებად აჩნდა სისველე. ოთახის კედლებზე წინამორბედ პატრიარქთა სურათები ეკიდა, ყველასთან მივიდა, გაჩერდა, პირჯვარი გადაიწერა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის მადლობა მოახსენა. შემდეგ ისევ გამოვიდა, ნათესავებს დაემშვიდობა.

    გულდამძიმებული წამოვიდა ნელი შიოლაშვილი, ბოლოს ნანახმა იმ დღის სიხარული ჩაუმწარა. შინდაბრუნებულმა დედას უამბო, როგორ ჩატარდა აღსაყდრება, როგორ მიაცილეს საპატრიარქომდე მათი საამაყო ბიძაშვილი და სრულიად მარტო, ერთი სუსტი, გაცრეცილი მოხუცის ანაბარად დატოვეს.

    – “როგორ, ჯალაბობიდან არავინ დარჩა?” – იკითხა დედამ.

    – “დედა, დღეიდან მისი ჯალაბობა მთელი საქართველოა და ის უნდა იყოს ყველას პატრონი.” – უპასუხა ნელიმ.

    იმ საზეიმო დღეს ერთმა სასულიერო პირმა დანანებით თქვა: “პატრიარქმა ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესიაო.”

    ეკლესიას მრევლი არ ჰყავდა, ქრისტიანობის მაღალი იდეალები ყოფით ჩვევებს შეეცვალა. არავინ იცავდა მარხვას, არ იღებდა ზიარებას. ცხვრის შეწირვა ღვთიურ ცხოვრებად მიიჩნეოდა. მოქმედებდა მხოლოდ 34 ეკლესია, 4 მონასტერი, იყო სულ 80 სასულიერო პირი, 7 მღვდელმთავარი. ეკლესიებში მოწყობილი იყო ბიბლიოთეკა, თეატრი, საწყობი, აბანოც კი. ისტორიული საპატრიარქო შენობა მილიციის მთავარ სამმართველოს ეჭირა. არსებობდა მხოლოდ ერთი სასულიერო სემინარია, არ იბეჭდებოდა არანაირი რელიგიური ლიტერატურა. გალობას და ხატწერას არავინ აქცევდა ყურადღებას. ახალ პატრიარქს არ ჰქონდა არავითარი დასაყრდენი, გარდა რწმენისა, რომ არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, ჩიხი, კედელი, მთავარია, რა ნაბიჯს გადადგამ.

    1989 წელს თავფარავნის ტბისა და ფოკას მონახულება გადაწყვიტა. საბჭოთა კავშირს იქ სასაზღვრო პუნქტი ჰქონდა გახსნილი და საგანგებო საბუთის გარეშე არავის უშვებდნენ. პატრიარქს თან პასპორტი არ აღმოაჩნდა და მესაზღვრეებმა უარი უთხრეს, ვერ გაგატარებთო. მოხერხდა და შეუშვეს იმ ადგილების მოსანახულებლად, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა. დახვდა სრულიად დარღვეული ეკლესია და ხალხი, რომელთაც ქართულად ერთი სიტყვის წარმოთქმა არ შეეძლო.

    გადაწყვეტილება მაშინვე მიიღო: – “მე ვიქნები პირველი ქართველი, ვინც აქ ფუძეს გაიჩენს.” ეკლესიის ახლოს მდგარი სახლი შეისყიდა და იქ ჩაეწერა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ოფიციალური მისამართი გახდა – ბოგდანოვკის რაიონი, სოფელი ფოკა.

    საქართველოს ეკლესიამ ისტორიულად კუთვნილი ადგილი და აღიარება უნდა დაიბრუნოს – ეს გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. 10 წელი, 1979 წლის მაისიდან 1990 წლის 4 მარტამდე, განუწყვეტელი მოლაპარაკება მიმდინარეობდა, არაერთი დაძაბული შეხვედრა გაიმართა სტამბოლსა და თბილისში. მართლაც რომ, თითოეულ სიტყვაზე იყო დავა. ქართული მხარე მოითხოვდა ჩაწერილიყო არა „ვამტკიცებ“ ან „ვადასტურებ“, არამედ „ვცნობ უძველეს ავტოკეფალიას“ და მიაღწიეს ამას. რჩებოდა მირონის დამზადების უფლება. სრული ავტოკეფალიისათვის კი ეს უფლებაც აუცილებელია. ბერძენმა მღვდელმთავარმა განაცხადა: წმინდა მირონს ჩვენი ხარჯით გამოვგზავნით ხოლმეო.

    ილია მეორე წამოდგა, სახეზე შეუვალობა გამოესახა: – “ქართველი ხალხი ასეთ აღიარებას არ მიიღებს. ვერავინ იკისრებს ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, რომ ავტოკეფალიურმა ეკლესიამ მირონი კონსტანტინეპოლიდან მიიღოს!” – პატრიარქმა მოლაპარაკება შეწყვიტა და სტუმრებს დაემშვიდობა.

    მსოფლიო საპატრიარქო იძულებული გახდა, დაეთმო და მიეღო საქართველოს ეკლესიის პირობები. მირონის შესახებ ჩაიწერა: „გადაწყდეს ტრადიციის მიხედვით“. ტრადიციულად კი მირონი საქართველოში იხარშებოდა.

    წყარო: თბილისური ამარკორდი, ჟურნალი „ეპიზოდი“

  • საზოგადოება შოკშია, როგორ გავს სააკაშვილის რძალი სანდრა რულოვსს (ფოტო)

    საზოგადოება შოკშია, როგორ გავს სააკაშვილის რძალი სანდრა რულოვსს (ფოტო)

    მიხელ საკააშვილის უფროსი ვაჟის მეუღლე ებრაელი გოგონა მადინა მელაა.  როგორც ამბობენ, მადინა სანდრა რულოვსს გარეგნობით ძალიან ჰგავს.

    იხილეთ ფოტო :

  • დროის გაწელვას აზრი აღარ აქვს…ახლა უნდა ვთქვა ის რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა”- ლელა კაკულია სკანდალური წინასწარმეტყველება.

    დროის გაწელვას აზრი აღარ აქვს…ახლა უნდა ვთქვა ის რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა”- ლელა კაკულია სკანდალური წინასწარმეტყველება.

    ლელა კაკულია მორიგ წინასწარმეტყველურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “ახალი სიტყვა: რუსები საკუთარი ხელით დახსნიან მავთულხლართებს და წავლენ!
    (ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 79)
    2013 წელი, 25 დეკემბერი
    ვხედავ, რომ ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით ამერიკა–რუსეთის თანამშრომლობა–ურთიერთობები ძალიან დაიძაბება. მინდა აღვნიშნო, რომ როცა რუსეთი თავის პოლიტიკას ატარებდა, ამერიკაც ეთანხმებოდა და ევროპაც მნიშვნელოვან საკითხებში. ახლო მომავალში კი მოხდება პირიქით: არავითარი შეთანხმებები, არავითარი ერთობლივი მოქმედებები, მხოლოდ იმგინდა აღვნიშნო: სნოუდენი კვლავ განაგრძობს ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემას. „აქ დიდი ალბათობაა, — ფიქრობს ამერიკა, — რომ ეს რუსეთის შეკვეთებია“.

    სნოუდენის ინფორმაციები პატარა ბომბებივით უდევთ რუსებს და როგორც კი რამე მოხდება, შანსს ხელიდან არ გაუშვებენ, ისე ალაგებს რუსეთი ამ ინფორმაციებს, რომ ერთმანეთს წაჰკიდოს ქვეყნები. განსაკუთრებით ამერიკასთან მიმართებით მუშაობენ.

    მე კი რუსეთის წინააღმდეგ ამერიკა–ევროპის პოლიტიკურ ომს ნათლად ვხედავ…
    ევროპა არცერთ შემთხვევაში არ მისცემს რუსეთს ლიდერობის უფლებას. ეს უკვე იქნება არა ფარული, არამედ ძალინ დიდი და ხანგრძლივი ბრძოლები. საინტერესო ის არის, რასაც ვხედავ ამწუთას: თვითონ რუსი ხალხი მთავრობას, კრემლს ძალინ ცუდად შეუბრუნდება. ხალხი იყვირებს, რომ რუსეთის მთავრობამ, მათმა პოლიტიკამ დიდი დარტყმა მიაყენა სრულიად რუსეთს და იქნება ძალიან დიდი მიტინგები. იმას, რაც მოხდა ბალოტნაიაზე, ექნება გაგრძელება და მთავრობა ამჯერად უკვე უძლური იქნება, ძალის გამოყენებით აღკვეთოს დემონსტრაცია, იმდენად მრავალრიცხოვანი იქნება ხალხის მასა. მოკლედ, რუსეთს ძალიან რთული დღეები ელის ახლო მომავალში.
    რაც შეეხება საქართველოს, ის რუსეთისთვის ამოთხრილი საფლავია. რამდენადაც საქართველოს მიმართ გაართულებს სიტუაციასა და მდგომარეობას, იმაზე მეტად ათჯერ მძიმე დარტყმას უბრუნებს კოსმოსი. რა თქმა უნდა, მოსახდენი უნდა მოხდეს და ამას ვერავითარი ძალა ვერ შეაჩერებს.
    მე კიდევ მინდა გავაფრთხილო რუსეთი, რომ იქნება პროდუქტების უკმარისობა. ისევ ვხედავ დიდ ცეცხლს, წყალდიდობებსა და ასევე ვულკანების ამოფრქვევას.
    მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის მიერ შექმნილი საბაჟო კავშირი არ გაამართლებს. ეს არის ძალადობა ყაზახეთზე, ბელორუსზე, სომხეთზე… და საერთოდ, ვერ ვხედავ ამ გაერთიანებას.
    სხვათა შორის, რუსეთს აზერბაიჯანთან ძალიან აერევა ურთიერთობები. აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ალიევს, ნერვები უმტყუნებს და უდიდეს წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთს, ისეთს, როგორსაც რუსეთი არ მოელის. კრემლის პოლიტიკას, რომელსაც ის დღეს ატარებს და მომავალშიც გაატარებს, დაყოს და იმეფოს კავკასიაში, უკუშედეგი მოაქვს. ვხედავ, „დაყოფილები“ ერთიანდებიან, ანუ აზერბაიჯანი–საქართველო და სომხეთი–საქართველო. აქვეა თურქეთი და იქვეა ირანიც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შავ ზღვაზე ნატოს მთელი ესკადრილია არის ჩამწკრივებული. გემებზე ვერტმფრენებს ვხედავ. რუსეთი ხმასაც ვერ ამოიღებს, იმიტომ, რომ ეს მონაკვეთი ნატოს ეკუთვნის. ფოთში აუცილებლად აშედება ახალი პორტი, ვინაიდან ეს ამერიკის ინტერესებშია და გეგმა–პროექტიც მოდის ამერიკიდან. მათი შემუშავებულია.
    ვიმეორებ წარსულში ნათქვამს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნები: ჩეჩნეთი, დაღესტანი, ყაბარდო–ბალყარეთი, ინგუშეთი, ყარაჩაი–ჩერქეზეთი, ადიღეა და ა.შ. დღეს უკვე გაერთიანებულები არიან და კიდეც გაილაშქრებენ რუსეთის წინააღმდეგ. რუსეთს ეს ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ, წინააღმდეგობას ვერ უწევნ. ეს სიტუაცია იმ ზღაპარს ჰგავს, რომელშიც უფლისწული გველეშაპს ერთ თავს აჭრის, მაგრამ მის მაგივრად ხუთი ერთად ამოსდის.
    სამაჩაბლო — ეს საქართველოა და ოსები როკის გვირაბს ნუ უყურებენ დიდი იმედით. ის გვირაბი, მე ადრეც ვიწინასწარმეტყველე, რომ არ იარსებებს. მოვა დრო, როცა რუსეთი ჩრდილოეთ ოსებს ვეღარ დაიცავენ და კარგად მიმოიხედონ ოსებმა ირგვლივ, ვინ ჰყავთ მეზობლად და რას უზამენ ის მეზობლები. მინდა აღვნიშო, რომ ყველაზე დაუცველი ქვეყანა ჩრდილოეთ ოსეთი იქნება. რუსეთი თავის ტერიტორიებად მიიჩნევს ჩრდილოეთსაც და „სამხრეთ ოსეთსაც“. ნუ იფიქრებთ, სამაჩაბლოში მავთულხლართებით იმიტომ დარბიან რუსები, რომ სულ ოსებზე ამოსდით მზე და მთვარე. უბრალოდ, ამ გარნირით აზავებენ საკუთარ სურვილებს — ეს არ ის და ეს. მაგრამ მოუწევთ საქართველოს დატოვება.

    აუცილებლად უნდა დავაფიქსირო ის, რასაც წარსულშიც ვხედავდი და ახლაც ვხედავ: რუსეთის პრეზიდენტმა ტერორისტებთან უდიდესი მუშაობა ჩაატარა, სერიოზული მოლაპარაკებები აწარმოვა, რათა ოლიმპიადის პერიოდში სოჭში და მის სიახლოვეს აფეთქებები და ტერორები არ მოეწყოთ. შეთანხმება შედგა, ოღონდ პუტინმა დიდი ხარკი გაიღო საამისოდ. ეს ამბავი აუცილებლად გახმაურდება. ამაზე თვითონ ტერორისტები ილაპარაკებენ. საქმე ისაა, რომ ამ შეთანხმებას ყველა დაჯგუფება არ ემხრობოდა, წინააღმდეგი ბევრი იყო, მაგრამ წამყვანმა ძალამ, ანუ მთავარმა დაჯგუფებამ, თავისი გაიტანა. ამის გამო მომავალში დიდი დაპირისპირებები და გარჩევები იქნება მეამბოხეთა შორის.
    და მაინც, აფეთქებები და ტერორისტული აქტები ამით არ აღმოიფხვრება. ისინი მაინც მოხდება. ეს გარდაუვალია. მაინც ასრულდება წინასწარმეტყველება. სხვათა შორის, ოლიმპიადის მსვლელობისას რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი ინციდენტები, ვითომ გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებები და სხვა, ყველაფერი ტერაქტი იყო. მაგრამ ეს მკაცრად ინიღბებოდა, რათა სპორტსმენები არ გაქცეულიყვნენ სოჭიდან.
    კიდევ ვიმეორებ, რომ რუსეთი ჩიხში მოექცევა. რუსეთის პრეზიდენტის სურვილია, უკვე დაარტყს უკრაინას. მინდა აღვნიშნო, რომ ყირიმში, სევასტოპოლში და სხვა რუსულენოვან რეგიონებში, სადაც ეწინააღმდეგებიან უკრაინულ კანონებს და სკანდირებენ, ჩვენ ვართ რუსეთი და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდეო, რუსეთის მთავრობისგან გაქეზებაც კი არ არის საჭირო. ყველაფერი თავისთავად ხდება. უკრაინელები და რუსები საერთოდაც აგრესიულად არიან ერთმანეთის მიმართ განწყობილნი და რუსეთის პრეზიდენტსაც ეს უნდა. ხალხი გაღიზიანებულია და ისედაც წამოიწყებს ომს. ისეთი ამბები ატყდება, რომ პუტინი ხელებს გაშლის, რა ვქნა, ბატონო, თუ არ ჩავერიე, არ შეიძლება, ჩემს ხალხს ხომ არ დავაჩაგვრინებ უკარაინელებს, მათ არ სურთ უკრაინასთან ყოფნა, ეს მიწები რუსეთს ეკუთვნის, რუს ხალხს, და ჩვენ ვალდებული ვართ დავეხმაროთ ჩვენს ხალხსო…
    (გაგრძელება იქნება)
    P.შ. მასალი მთავარ ფოტოდ გამოყენებულია რუკა, რომელზეც ლელა კაკულიამ ჯერ კიდევ შორეულ 1992 წელს მონიშნა საქართველოს მცველი კოსმიური ენერგიები.
    ამ რუკაზევე, მსხვილი წითელი ხაზებით, მონიშნულია რუსული არმიის ქვეყნის ტერიტორიაზე მოძრაობის კურსი – ანუ მათი შემოსვლისა და გასვლის მიმართულება. გაიხსენეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და დააკვირდით, სად არის დასმული ოკუპანტის უკუსვლის აღმნიშვნელი ისარი!!!
    საყურადღებოა ისიც, რომ ამ რუკაზე საქართველო ერთა ლიგის მიერ (გაეროს წინამორბედი ორგანიზაცია) აღიარებულ საზღვრებშია ასახული!!!

    ამ რუკას, უკანა მხარეს, არაერთი მაშინდელი მაღალჩინოსნისა და საზოგადო მოღვაწის ხელმოწერა ამშვენებს დასტურად იმისა, რომ საკუთარი თვალით აქვთ ნანახი მასზე დატანილი ყველა ინფორმაცია.”ვარი პოლიტიკა გატარდება, როგორსაც ამერიკა და ევროპა — მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები გადაწყვეტენ. ფაქტობრივად, რუსულ პოლიტიკას ნიღაბი აეხდება ბოლომდე”. – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში

  • დედამთილმა რძალი მოკლა – 27 წლის გოგო საკუთარ ბინაში იპოვეს

    დედამთილმა რძალი მოკლა – 27 წლის გოგო საკუთარ ბინაში იპოვეს

    სასტიკი მკვლელობა მოხდა მეხიკო სიტის მდიდრულ უბან პოლანკოში. 27 წლის კაროლინა ფლორეს გომესი, რომელიც 2017 წელს „მის თინეიჯერი სამყაროს“ ტიტულის მფლობელი გახდა, თავის ბინაში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება Reporte Indigo.

    დედაქალაქის პროკურატურამ ფემიციდის საქმე აღძრა. მთავარი ეჭვმიტანილი მსხვერპლის დედამთილი, ერიკა მარიაა.

    ჟურნალისტებმა მოიპოვეს სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, რომელმაც საზოგადოება შოკში ჩააგდო. ჩანაწერში ჩანს, როგორ საუბრობენ კაროლინა და მისი დედამთილი მისაღებ ოთახში, რის შემდეგაც ორივე კადრს ტოვებს. ამის შემდეგ გაისმა სროლის ხმა და კივილი.

    მსხვერპლის ქმარი, ალეხანდრო, მაშინვე ოთახში შევარდა ბავშვით ხელში (მათი შვილი მხოლოდ რვა თვის იყო) და იყვირა: „რა ჩაიდინე, დედა?!“

    „არაფერი. მან გამაბრაზა… შენ ჩემი ხარ. მან შენი თავი წამართვა“, – განაცხადა ეჭვიანმა დედამთილმა.

    მკვლელობა 15 აპრილს მოხდა, მაგრამ ალეხანდრომ პოლიციას მხოლოდ მეორე დღეს შეატყობინა. ამ უცნაურმა დაგვიანებამ გამომძიებლებს შორის დამატებითი კითხვები გააჩინა. ასევე გაირკვა, რომ წყვილი განქორწინებას გეგმავდა.

    აღსანიშნავია, რომ ძვირად ღირებული საცხოვრებელი კომპლექსის მეზობლებსა და დაცვის თანამშრომლებს გასროლის ხმა არ გაუგონიათ. პოლიცია აგრძელებს გამოძიებას, ტრაგედიის ყველა გარემოების დასადგენად.

  • „მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან

    „მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ – დეტალები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიდან

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.

    როგორც შსს-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება და მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას.

    „შესაბამისად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები და მასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მაჩვენებელი სახელმწიფოს ავალდებულებს გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები საგზაო უსაფრთხოების წესების გამკაცრების მიმართულებით.

    საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია, მნიშვნელოვნად გადაიხედოს და გამკაცრდეს დღეისათვის არსებული სანქციები. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმადაც:

    100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

    50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

    50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

    დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე იზრდება ჯარიმის ოდენობა ქუთაისის, ბათუმის, მცხეთის, რუსთავის, გორის, თელავის, ფოთის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში და საქართველოს კურორტებზე.

    დამატებით პასუხისმგებლობა დგინდება „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

    ასევე, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა – გაჩერება, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კანონით განსაზღვრული პირობების არსებობისას, სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.

  • რომელ რიცხვშიც დაიბადა ადამიანი, ისეთი ცხოვრება აქვს – გაიგე მეტი შენზე

    რომელ რიცხვშიც დაიბადა ადამიანი, ისეთი ცხოვრება აქვს – გაიგე მეტი შენზე

    1 – ეს შემოქმედებითი, კრეატიული, ორიგინალური და ძალზე დამოუკიდებელი ადამიანების ნიშანია. საკმაოდ ამბიციურები არიან და საოცნებო მიზნის მისაღწევად მზად არიან გარისკონ.

    2 – ისინი ნებისმიერ თხოვნას არ დატოვებენ უყურადღებოდ. მშვენიერი პარტნიორები არიან ბიზნესისთვის. კარგი კოლეგები, მეგობრები და ცხოვრების მეგზურები არიან. 2-იანი მხატვრებისა და რომანტიკოსების საკრალური რიცხვია.

    3 – ამ რიცხვში იბადებიან შეუპოვარი ოპტიმისტები, რომლებსაც შეუძლიათ იყვნენ ბედნიერები და ისიამოვნონ ცხოვრებით. მათ გააჩნიათ ინტუიცია და იუმორის შესანიშნავი გრძნობა.

    4 – ისინი პასუხისმგებელი, სერიოზული და საიმედო პიროვნებები არიან. მათ გააჩნიათ ბრწყინვალე საქმიანი რეპუტაცია. საკუთარი შრომით შეუძლიათ დააგროვონ სოლიდური ქონება.

    5 – ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარეები და უნივერსალური ადამიანები არიან. ხშირად ეს გენიოსების ციფრული ნიშანია. მათ იზიდავთ ყველაფერი იდუმალი, უცნაური და უცნობი.

    6 – ეს სიყვარულისა და ურთიერთგაგების, პატიოსნებისა და ერთგულების, ოჯახისა და მეგობრობის ნიშანია. მათში ძლიერად არის განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. საკმაოდ ჯიუტები არიან.

    7 – სიბრძნისა და გონების ნიშანია. ეს ადამიანები მზად არიან ყოველთვის ისწავლონ რაიმე ახალი და დაუკავშირონ საკუთარი ცხოვრება ინტელექტუალურ მოღვაწეობას. უყვართ განმარტოება.

    8 – ნუმეროლოგიაში ეს ძალაუფლების, მფარველობისა და მმართველობის სიმბოლოა. ეს ადამიანები ხშირად პოულობენ საკუთარ მოწოდებას პოლიტიკაში და კომფორტულად გრძნობენ თავს. ასევე ეგოცენტრულები არიან და უყვართ როცა მათ აქებენ.

    9 – ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური ნიშანია. თავგანწირული მეგობრები, რომანტიკული ცხოვრების მეგზურები, დაინტერესებული საქმიანი პარტნიორები არიან. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისებაა – ხელგაშლილობა.

    10 – ეს ადამიანები პირდაპირ მოქმედებენ, ერიდებიან რთულ გზებს, ყოველთვის ირჩევენ აშკარა და უტყუარ გზას. ისინი დიდი გულის პატრონები და პოპულარულები არიან მეგობრებს შორის.

    11 – მატერიალური ფასეულობები მათ უკანასკნელ პლანზე აქვთ, ისინი, პირველ რიგში, ზრუნავენ საკუთარ სულზე. მათი აზრის მოსმენა ყურადღებით ღირს, რადგან მათი შინაგანი ინტუიცია გააჩნიათ.

    12 – ამ რიცხვში დაბადებულებმა ერთიანისგან აიღეს ძლიერი ნებისყოფა, ცხოვრებისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და ულევი ენერგია. ორიანისგან კი – შინაგანი ჰარმონია, შესანიშნავი ორგანიზაციის ნიჭი და კომუნიკაბელურობა. „12“ – მთელი კაცობრიობის საკრალური რიცხვია.

    13 – ამ ციფრული კოდის მატარებლები მთელი ცხოვრება მიისწრაფვიან სრულყოფილებისკენ. მათ ცხოვრებაში მუდმივად ხდება რაღაც ცვლილებები: როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სამსახურშიც.

    14 – არ ეცადოთ რამეში შეზღუდოთ ისინი, თორემ სამუდამოდ გაქრებიან თქვენი ცხოვრებიდან. საკმაოდ ფიცხები არიან და სიბრაზეში ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს, თუმცა შემდეგ ნანობენ ამას.

    15 – ბუნებისგან დაჯილდოებულები არიან უამრავი ნიჭით. ნებისმიერი სიძნელეები და პრობლემები გულთან ზედმეტად ახლოს მიაქვთ. ძალიან მგრძნობიარენი არიან და მცირე კრიტიკაზეც კი მტკივნეულად რეაგირებენ.

    16 – პასუხისმგებელი, ზრდილობიანი, გულუხვი, თავისებურად იდუმალი და დამოუკიდებელი რიცხვია. გააჩნია შესანიშნავი ინტუიცია. წლებთან ერთად უფრო თავდაჭერილი და ფრთხილი ხდება.

    17 – გასაოცარია, როგორ ემიჯნება ასეთი ძლიერი ფიზიკური მონაცემები ფაქიზ სულს.გინდათ მათი გულის დაპყრობა? გულწრფელად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული და ალერსი. მათ არ უყვართ სიყალბე და თვალთმაქცობა. მათი დელიკატური ხასიათი ბავშვობიდან ვერ უძლებს კრიტიკას.

    18 -ეს ადამიანები მზად არიან ბოლომდე დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი ინტერესები, არამედ მეგობრების უფლებებიც. კონსერვატიულები არიან, იშვიათად ითვალისწინებენ სხვის აზრს.

    19 – ნებისმიერი ჩადენილი საქციელი არასოდეს გაივლის მათთვის უკვალოდ – ბედისწერა მუდმივად ყველაფერს ირეკლავს და ათმაგად უბრუნებს. უყვართ სტაბილურობა: ოჯახშიც და პროფესიაშიც.

    20 – არ უყვართ მარტოობა. შესანიშნავი ორატორები და ერთგული მეგობრები არიან, სიამოვნებით მონაწილეობენ ღონისძიებებში. უყვართ მუსიკა და ცეკვა, გააჩნიათ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი. ადვილად ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ.

    21 – ისინი ჩაციკლულები არიან ფულზე. მათგან გამოდიან შესანიშნავი ფინანსისტები, ბანკირები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ სტატუსს საზოგადოებაში და ასევე პარტნიორის სტატუსსაც. ცინიკურები და ირონიულები არიან.

    22 – ამ რიცხვში დაბადებულებს უყვართ სხვების სწავლა და ეს მშვენივრად გამოსდით.პედაგოგიური და სალექციო სამუშაო მათთვის არის შექმნილი. ისინი ნამდვილი ერუდიტები არიან. ბუნებამ დააკისრა მათ მისია აღმოაჩინონ და აუხსნან სხვებს ყველაზე რთული პროცესები.

    23 – მათი ნიჭი მრავალწახნაგოვანია. მაღალი ინტელექტის, კრეატიულობისა და პროგრესიული იდეების წყალობით, მათ შეუძლიათ წარმატებით იმუშაონ ნებისმიერი პროფესიით. ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მთავარია – თავისუფლება, მათ არ უყვართ არავისთან ანგარიშის ჩაბარება.

    24 – არ არსებობს კალენდარული თვის მათზე უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი წარმომადგენელი. სანამ ისინი ნაბიჯს გადადგამენ, ყველაფერს კარგად აწონ-დაწონიან და მხოლოდ შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. ძალიან უყვართ ჭამა და ძალზე დისციპლინირებულები არიან.

    25 – ისინი ძალიან მგრძნობიარე ადამიანები არიან, ვისი აზრიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა უგულებელყოთ. ჯამში ორიანი და ხუთიანი იძლევა შვიდიანს, ეს კი ინტელექტის სიმბოლოა.

    26 – ყველაზე ერთგული მეგობრები და მეუღლეები არიან. ისინი საკუთარ თავზე მფარველის როლს იღებენ – ამისათვის მათ გააჩნიათ ყველა საწყისი მონაცემები: მტკიცე ხასიათი, ძლიერი ენერგეტიკა, ხელმძღვანელის ნიჭი. მათ უყვართ წესრიგი, სახლში ყოველთვის სუფევს სისუფთავე და სილამაზე.

    27 – ნუმეროლოგიაში ეს განკურნების ძალის სიმბოლოა. მისი წარმომადგენლები შესანიშნავი მკურნალები არიან. „27“- ის მფლობელები ემოციურები არიან, გააჩნიათ ინტუიცია, ღრმა თანაგრძნობის უნარი – ახლობლების ზრუნვას ისინი სულის თითოეული უჯრედით შეიგრძნობენ.

    28 – ამ რიცხვში დაბადებულებს გააჩნიათ დიდი პასუხისმგებლობა. ისინი მუდმივად მოუწოდებენ ყველას წესრიგისკენ და წესების დაცვისკენ. მათ უწერიათ იყვნენ კარგი მოსამართლეები ან იმუშაონ იურისპრუდენციის სფეროში. თავად არასოდეს არ აღიარებენ ბრალს.

    29 – ხშირად ვარდებიან უკიდურესობებში. დიპლომატიურები არიან, გააჩნიათ ქარიზმა, უყვართ თავგადასავლები. ფულის მხრივ ბედი სწყალობთ, ადვილად შოულობენ ფულს, უმართლებთ ლატარიებში. აი პირად ცხოვრებაში კი ხშირად არ უმართლებთ.

    30 – გააჩნიათ ფანტასტიკური მეხსიერება, შესანიშნავი კონცენტრირების უნარი. მათი ინტელექტის შესაძლებლობები უზარმაზარია, გონების გამჭრიახობა კი ეხმარებათ გაუმკლავდნენ ყველაზე რთულ სიტუაციებს. მათი ცხოვრება გაჯერებულია მოვლენებით, მათთან არ მოიწყენთ.

    31 – ხელიდან არ უშვებენ არცერთ შესაძლებლობას, რომელსაც მათ ცხოვრება სთავაზობს. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს კიდებენ, სრულყოფილამდე იქნება მიყვანილი. ეს თვისება ეხმარება მათ დაიკავონ საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობა. ყველაზე გაბედული პროექტების შესანიშნავი ორგანიზატორები არიან. აფასებენ სტაბილურობასა და ერთგულებას.

  • “პენსიონერები ამოისუნთქავენ, როგორც იქნა ..” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    “პენსიონერები ამოისუნთქავენ, როგორც იქნა ..” – ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა.

    მათივე ცნობით, შესაბამისი ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა.

    „კერძოდ, პენსიონერს, გარკვეული საიდენტიფიკაციო მონაცემების უზუსტობის გამო, პენსია აღარ შეუჩერდება. მანამდე არსებული პრაქტიკით, თუ პირადობის მოწმობასა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზას შორის რაიმე შეუსაბამობა ფიქსირდებოდა, პენსიის გაცემა ჩერდებოდა იქამდე, ვიდრე მოქალაქე ახალ დოკუმენტს არ წარადგენდა. ცვლილებით კი, პენსიის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაემთხვევა პირადი ნომერი, დაბადების წელი და თვე. სხვა შემთხვევაში, სოციალური მომსახურების სააგენტო დაეყრდნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს და პენსიონერები კუთვნილ პენსიას შეფერხებისა და ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ყოველთვიურად, 1000-მდე პენსიონერი შეძლებს პენსიის მიღებას დამატებითი პროცედურების გარეშე. მათ აღარ დასჭირდებათ სააგენტოს სერვისცენტრში ან „ლიბერთი ბანკში“ ვიზიტი პენსიის განახლების მოთხოვნით“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

  • სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წელს გამდიდრდებიან

    სიმდიდრის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც წელს გამდიდრდებიან

    კურო

    კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვის 2025 წელს ფინანსური თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი იქნება. შემოსავალი საგრძნობლად გაგეზრდებათ და შეძლებთ, თანხა უძრავ ქონებაში ჩადოთ ან შეიძინოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, გამძლეობისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ამ ნიშნის წარმომადგენლები მნიშვნელოვანი მატერიალური წარმატების მიღწევას შეძლებენ. 2025 წლის მთავარი სიმბოლო ასევე დაგეხმარებათ, ახალ პროექტებზე იმუშაოთ და განსხვავებული მიმართულებები სცადოთ.

    ლომი

    ლომებს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ და გამონაკლისი არც 2025 წელი იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ლომის ნიშნის წარმომადგენლები 2025 წელს საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს ყველაზე უკეთ გამოიყენებენ და დაიწყებენ იმ საქმეების განხორციელებას, რომლებზეც სულ ფიქრობდნენ, მაგრამ აქამდე რაღაც უშლიდათ ხელს. გველის წელი საქმიანი გარიგებებისა და კონტრაქტების გაფორმებისათვის იდეალურია. განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს.

    ქალწული

    ქალწულებს გველის წელი სტაბილურობასა და ფინანსური შესაძლებლობების გაფართოებას მოუტანს. 2025 წელი არის ყველაზე კარგი დრო იმისათვის, რომ თქვენი ცოდნაც გააუმჯობესოთ და გამოცდილებაც გამოიყენოთ იმისათვის, რომ დაწინაურდეთ. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ ნიშნის წარმომადგენლები შეძლებენ, გრძელვადიან პროექტებსა და დანაზოგებს მყარი საფუძველი ჩაუყარონ, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობას გააძლიერებს.

    მორიელი

    2025 წელს მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს ფინანსური თვალსაზრისით რადიკალური ცვლილებები ელოდებათ. მონდომებითა და რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარით, შემოსავლის გაზრდას შეძლებთ. მწვანე ხის გველი მორიელის ნიშნის წარმომადგენლებს მისცემს შესაძლებლობას, რომ საკუთარი კარიერა, ბიზნესი თუ წამოწყება განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ, დაწინაურდნენ და მატერიალური მდგომარეობაც გაიუმჯობესონ.

    თხის რქა

    თხის რქები ყოველთვის შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. 2025 წელს მათ ეს თვისება ფინანსური წარმატების მიღწევაში განსაკუთრებით დაეხმარებათ. თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები ფინანსების სასურველი მიმართულებით ინვესტირებას შეძლებენ. გველის წელი განვითარების ახალ პერსპექტივებს გახსნის და კარიერასა და ბიზნესში უფრო დიდი სიმაღლეების მიღწევაში დაგეხმარებათ.