Author: admin

  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

    თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

    „დინამო არენაზე“ 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები – N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

    „რაც შეეხება საგზაო მოძრაობას, 12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება „დინამო არენას“ მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.

    12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე – მეტროსადგურ „წერეთელის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე – ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის კვეთამდე; წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ავტომობილები გადაადგილებას ვერ შეძლებენ ფოთისა და ბათუმის ქუჩებზეც.

    დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება დები იშხნელების (ვლადიმერ მაიაკოვსკის), გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის ჩიხში, არჩილ ქურდიანის, სლავა მეტრეველის, ფოთის, ბათუმისა და ფიფიების ქუჩებზეც.

    გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: დავით აღმაშენებლის გამზირზე – ცაბაძის კვეთიდან თამარ მეფის გამზირამდე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – თამარ მეფის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით; გორისა და ბათუმის ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.

    გარდა ამისა, ნაწილობრივ ჩაიკეტება ფოთის ქუჩა – ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. ასევე, ფიფიების, ბათუმისა და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოხვედრა წერეთლის გამზირზე; გადაადგილება დროებით შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებითაც.

    ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით და თევდორე მღვდლის ქუჩაზე; წერეთლის გამზირიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ქუთაისის ქუჩიდან დავით ყიფიანის ქუჩაზე მარჯვნივ გახვევით და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე; თამარ მეფის გამზირიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით; წერეთელის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, შემდგომ კვინიტაძის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის გავლით.

    რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა გადაინაცვლებს ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • “ბევრმა არ იცის…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

    “ბევრმა არ იცის…” – ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს

    მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ხუთ სხვადასხვა ენაზე, თურქულად, ესპანურად, ფრანგულად, ინგლისურად და ქართულად ამღერდა.

    „ბევრმა არ იცით, რომ 5 სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობ და ახლა მინდა, რომ ხუთივე ენაზე გიმღეროთ“, – აცხადებს ნუცა ბუზალაძე.

  • ეს ყველამ უნდა იცოდეს! ბუნებრივი ფენომენი, რომლის გამო, ზღვაზე ადამიანები იღუპებიან

    ეს ყველამ უნდა იცოდეს! ბუნებრივი ფენომენი, რომლის გამო, ზღვაზე ადამიანები იღუპებიან

    ბევრი ადამიანი, რომელიც კარგად ცურავს და შეუძლია წყლის ზედაპირზე გაჩერება, ვერ გებულობს თუ როგორ შეიძლება ზღვის სანაპიროსთან ახლოს დახრჩობა. როდესაც ისინი გებულობენ ინფორმაციას, მსგავსი შემთხვევების შესახებ, ფიქრობენ, რომ მსხვერპლმა ცურვა არ იცოდა, ან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ამ შემთხვევების უმრავლესობის მიზეზი სულ სხვა რამაა.
    აქ საუბარია ძალიან სახიფათო, მაგრამ ნაკლებად ცნობილ მოვლენაზე – უკუგდების დინებები, რომლებსაც ასევე «მქაჩველ ტალღებს» და «რიპებს» (ინგ. – rip current) ეძახიან. ასეთი დინებები (ტალღები) პლანეტის ყველა კუთხეში არის – მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზეც. მათთან გამკლავებას ჩვეულებრივ ადამიანები კი არა, პროფესიონალი მოცურავეებიც ვერ შეძლებენ, თუ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მასში მოხვედრის შემთხვევაში.

    ყველაფერი უცაბედად ხდება: ჩვეულებრივ, ადამიანი ნაპირიდან გარკვეულ მანძილზე დაშორების შემდეგ, უკან ბრუნდება და ისევ სანაპიროსკე მიცურავს, მაგრამ მას ვერ უახლოვდება და შეიძლება პირიქით, უფრო დასცილდეს კიდეც… ადამიანი ცურვას აგრძელებს და ძალისხმევას არ აკლებს, მაგრამ ყველაფერი უშედეგოა, ძალები ნელ-ნელა ელევა, ის პანიკაში ვარდება და თუ დახმარებას არ აღმოუჩენენ, დაიღუპება.
    მსგავსი სიტუაციიდან თავის დასაღწევად, უპირველესყოვლისა, რიპის მოქმედების პრინციპის გაგებაა საჭირო. ზღვების და ოკეანეების ასეთი დინებები, ნაპირებთან მართ კუთხეს ქმნიან და უკუსვლის დროს, წარმოქმნიან ტალღას, რომელიც ნაპირთან მოსულ წყლის მასებს ზღვისკენ მიმართავენ.
    ყველაზე სახიფათოდ დაბალი სიღრმის მქონე ქვიშიანი სანაპიროები და ვიწრო ყურეები ითვლება. ამ უკანასკნელში, წყლის მაღალი წნევის გამო, უკუგდების ტალღის სიჩქარე 2, 5–3, 0 მ/წმ-ია.

    სქემატურად რიპი ასე გამოიყურება: სანაპიროსთან მოსული წყლის მასა, ზღვისკე, სანაპიროს პერპენდიკულარული მიმართულებით მოძრაობს.

    image

    უკუგდების «დერეფნები», სხვადასხვა ადგილზე, წყლის მოქცევის დროს ჩნდება: ტალღებს სანაპიროსკენ წყლის მასა მოაქვს, ხოლო შემდეგ, განსხვავებული სიჩქარით, წყალი ზღვაში ბრუნდება. სწორედ სხვადასხვა სიჩქარის ტალღებს შორის წარმოიქმნება უკუგდების დინებები.

    ჩვეულებრივ, რიპის დერეფანი ვიწროა, დაახლოებით 2-3 მ. სიგანის, ხოლო ტალღის სიჩქარე 4-5 კმ/სთ-ია. ეს სახიფათო არ არის, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს 50 მ. სიგანის და 200-400 მ-მდე სიგრძის რიპები, 15 კმ/სთ სიჩქარით! ასეთი ტალღები ხშირად არ წარმოიქმნება, მაგრამ მაინც ვითარდება დრო და დრო.

    image

    სანაპიროზე ამ დინებების აღმოჩენა ზღვაზე დაკვირვებით შეიძლება:
    image1. სანაპიროს პერპენდიკულარულად არხი ჩნდება, აქაფებული წყლის სახით.
    image2. სანაპირო ზონაში ჩნდება მონაკვეთები, წყლის განსხვავებული ფერით: მაგ., ირგვლივ ყველაფერი ღია ცისფერი ან მწვანეა, ხოლო ზღვის ერთი ნაწილი – თეთრია.
    image3. წყლის მოქცევის ზოლში ტალღის 5–10 მეტრიანი წყვეტაა.

    თუ ზემოთ აღწერილი ნიშნებიდან რომელიმეს ხედავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, და უბრალოდ, თავი მოარიდეთ ასეთ ადგილებს. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ სახიფათო რიპების 80% მოულოდნელად ჩნდება და ვიზუალურად არანაირად არ ვლინდება. ამ ტალღების განვითარება სანაპიროსთან ხდება და თუ თქვენ წელამდე წყალში ხართ და მით უმეტეს, თუ მკერდის მიდამოები გაქვთ წყლით დაფარული, რიპი თქვენს გატაცებას შეძლებს. ეს კი ყველაზე დიდი საფრთხეა მათთვის, ვინც ცურვა არ იცის, რადგან ისინი, სწორედ სანაპიროს მიდამოებში არიან ყველაზე ხშირად — უბრალოდ წყალში დგანან და არ ცურავენ.
    ამიტომ, თუ ცურვა არ იცით, არასოდეს ჩახვიდეთ ზღვაში მარტო, დაზღვევის გარეშე!

    ყველაზე მთავარი მომენტი ის არის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მსგავს სიტუაციაში მოხვედრის შემთხვევაში?

    image

    უკუგდებოს ტალღაში ქცევის წესები:
    1. ნუ ჩავარდებით პანიკაში!
    საკუთარი თავი ხელში აიყვანეთ, რადგან ადამიანები, რომლებმაც მსგავს სიტუაციაში ქცევის წესები იციან, 99% არ იღუპებიან.
    2. დაზოგეთ ძალები!
    არ არის საჭირო, მთელი ძალით, დინების წინააღმდეგ ცურვა და ენერგიის მარაგის ხარჯვა. ცურვა ნაპირის მიმართულებით კი არა, მის პარალელურად – გვედზე არის საჭირო. თუ რიპი ვიწროა (5 მეტრამდე), თქვენ იქიდან ძალიან მალე დააღწევთ თავს.
    3. გაანალიზეთ!
    თუ სწორედ იცურებთ – ანუ პლიაჟის პარალელურად, მაგრამ თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ, ე. ი. რიპი განიერია (20 მ. და მეტი). და მაშინ, შეწყვიტეთ ცურვა! უკუგდების ტალღა, ჩეულებრივ, ხანგრძლივი დროით არ გრძელდება და 3–4 წუთის შემდეგ, ქრება. ამის შემდეგ, გაცურეთ გვერდზე 50–100 მეტრი, ხოლო ამის შემდეგ, მშვიდად და დასვენებით, ნაპირისკე.
    imageგაითვალისწინეთ და გახსოვდეთ:
    1. რიპი ფსკერზე არ ჩაგითრევთ.
    ეს მორევი არ არის და ხშირ შემთხვევაში, ტალღა მოკლეა და დიდი სიჩქარით, მხოლოდ წყლის ზედა ფენები მოძრაობს, რომელსაც ადამიანი არა ფსკერისკე, არამედ ნაპირიდან ზღვისკე მიჰყავს!
    2. რიპი ძალიან განიერი არ არის.
    მისი სიგანე არასდროს აღემატება 50 მეტრს. ხოლო უმეტეს შემთხვევაში, 10–20 მ. არის. სანაპიროს პარალელურად 20–30 მეტრის გაცურვის შემდეგ, მიხვდებით, რომ რიპიდან გახვედით.
    3. რიპის სიგრძე შეზღუდულია.
    დინების სიჩქარე საკმაოდ სწრაფად ეცემა. «მქაჩველი» ტალღა ძალას იქ კარგავს, სადაც ტალღა პიკს აღწევს და დაშლას იწყებს. სერფერები ამ ადგილს «ლაინ აპს» (line up) ეძახიან. სწორედ იქ ელოდებიან ისინი, მომავალ ტალღებს.

  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    გარემოს ეროვნული სააგენტო 13 ივნისამდე ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:

    ,,უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

    ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია  ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11 ივნისს უმეტეს რაიონში  ხანმოკლე წვიმა და ელჭექია  მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით+28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი,  ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება”.- ნათქვამია განცხადებაში.

  • შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?!…ახლახან გავრცელდა ინფორმაცია

    შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს?!…ახლახან გავრცელდა ინფორმაცია

    შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს? ამ კითხვით დღეს “ტვ პირველმა” “ქართული ოცნების” დეპუტატებს მიმართა. ივანიშვილის გუნდში გადაჭრით პასუხს ვერ იძლევიან, თუმცა ამბობენ, რომ “შეწყალება ჰუმანური აქტია და მას ყველა პატიმარი იმსახურებს”.

    ლადო ბოჟაძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ღარიბაშვილის გვარის მოხვედრა, ევროპარლამენტის მხრიდან, სამართლიანობის იმიჯის შექმნას ემსახურება

    “შეწყალება არის ჰუმანური აქტი და ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქართველოს პრეზიდენტმა. მცდელობა, რომ ამ რეზოლუციაში მოხვედრილიყო ირაკლი ღარიბაშვილის გვარი, უკავშირდება მათი მხრიდან თითქოს ობიექტურობის გარსის შექმნას, რომ აი, ჩვენ მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს კი არ მოვიხსენიებთ პოლიტპატიმრებად, აგერ, მოვიხსენიებთ ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ ერთი ტყუილია, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებაში. თავად აღიარა ის დანაშაული, რასაც მას ედავებოდა პროკურატურა და ასჯელს იხდის. ნიკა მელია, აგერ, ღირსეულად იხდის. გაგიკვირდებათ და გვარამიამაც კი ღირსეულად მოიხადა სასჯელი – არ უგინია და ცრემლები არ უღვრია. ასე რომ, ეს ღირსების საკითხია.ნებისმიერი პატიმარი იმსახურებს შეწყალებას”, – ამბობს ბოჟაძე.

    ლევან მაჭავარიანი კი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტს რეზოლუციის ტექსტი ქართულმა ოპოზიციამ დაუწერა. მისი მტკიცებით, ოპონენტებს სურდათ, ღრაიბაშვილის სახელით ესპეკულირად.

    “ჩვენ ვიხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრის განცხადება, სადაც მას მითითებული აქვს, რომ ბინძურად გარიეს ეს ყველაფერი რეზოლუციაში და ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ აქაურმა რადიკალებმა მიწოდეს ევროპარლამენტს დაწერილი ტექსტი, როგორც ესხდება ხოლმე და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის საკითხიც უნდოდათ, რომ სპეკულაცია გამხდარიყო.ვიცით, რომ მან ბრალი აღიარა, თავიდან ბოლომდე ითანამშრომლა გამოძიებასთან და შესაბამსიად, ახლა იხდის სასჯელს”, – ამბობს მაჭავრიანი.

    კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა მიხეილ ყაველაშვილის ექსპრემიერს, მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს თავად ყაველაშვილის გადსაწყვეტია.

    “მე ამაზზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს თავიდან ბოლომდე პრეზიდენტის პრეროგატივაა”, – ამბობს მაჭავარიანი

  • რას ამბობს ოპერაციისას გარდაცვლილი მე-7 კლასელი ბიჭის და?

    რას ამბობს ოპერაციისას გარდაცვლილი მე-7 კლასელი ბიჭის და?

    “მსურს საზოგადოებასა და შესაბამის უწყებებს ვაცნობოთ იმ ტრაგედიის შესახებ, რომელიც ამ კლინიკაში დაგვტრიალდა. ჩემი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, თუმცა ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად, მას გული

    გაუჩერდა და გარდაიცვალა. გარდა სამედიცინო გულგრილობისა, კლინიკაში ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნახვის უფლებას არ გვაძლევდნენ და გვაწამებდნენ. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას უფრთხილდით ამ კლინიკას!” – წერს გარდაცვლილი არასრულწლოვანის, ლუკა ჩხიკვიშვილის და, ლიზი ჩხიკვიშვილი, სოციალურ ქსელში.

    დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ლუკა ჩხიკვიშვილი ოპერაციამდე ნარკოზის შეყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

    ოპერაცია მას მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინა. კლინიკას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია