Author: admin

  • რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მაისის თვეში ამ ორმა ნიშანმა შესაძლოა ჯეკპოტიც კი მოხსნას დანარჩენები კი… – უზუსტესი ასტროლოგიური პროგნოზი

    რა ელით ზოდიაქოს ნიშნებს მაისის თვეში ამ ორმა ნიშანმა შესაძლოა ჯეკპოტიც კი მოხსნას დანარჩენები კი… – უზუსტესი ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი

    მოგინდებათ ჰარმონიული ურთიერთობის შექმნა და საკუთარი თავის მეტად დაფასება; გამორჩეული გახდებით სამოსით, იმიჯით, რათა მიიქციოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების ყურადღება. გაგიჩნდებათ ფლირტის, რომანტიკული თავგადასავლის სურვილი. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობის და რომანის დაწყების შანსები მოგემატებათ. დაწყვილებულებმა მოიწყვეთ თაფლობის თვე. იყავით მოსიყვარულე და გულუხვი საყვარელი ადამიანის მიმართ.

    კურო

    ელოდეთ  განახლებული ენერგიისა და ენთუზიაზმის ზრდას ახალი საინტერესო თავგადასავლებისკენ. თვის დასაწყისში აქტიური და ენერგიული იქნებით. შეხვედრებითა და ვალდებულებებით დატვირთული. ხშირად მოგიწევთ საზოგადოებაში გამოჩენა. თვის მეორე ნახევარი მეტად დაუთმეთ დასვენებას, მსუბუქი საქმეების შესრულებას.

    ტყუპები

    მაისის თვე გიწვევთ განავითაროთ თქვენი სულიერი პრაქტიკა და გამოჰყოთ დრო ინტროსპექციისა და განკურნებისთვის. ყურადღება მიაქციეთ თქვენს საერთო კეთილდღეობას, რომელიც მოიცავს თქვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას, გონებრივ სიცხადეს და სულიერ სიცოცხლისუნარიანობას. თქვენი საჭიროებების პრიორიტეტიზაცია დადებითად აისახება თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებში, მათ შორის, ურთიერთობებში.

    კირჩხიბი

    დაამყარეთ ბალანსი სოციალიზაციასა და ინტროსპექციას შორის, რაც ითვალისწინებს როგორც კავშირის, ასევე პირადი რეფლექსიის საჭიროებას ამ თვეში. ფოკუსირება მოახდინეთ თქვენი ჯანმრთელობის საჭიროებებზე და მოეპყარით დამწვრობის ნებისმიერ ნიშანს სიფრთხილითა და ყურადღებით.

    ლომი

    გაგიჩნდებათ ინტერესი ეგზოტიკისადმი. შეიძლება შეიძინოთ უცხოური ნივთები ან გააბათ რომანი უცხოელთან (კულტურის ან რელიგიის მხრივ). ზოგიერთი ახალ სიყვარულს შეიძლება შეხვდეთ მოგზაურობის დროს. ადრე შესრულებული საქმეების გამო გელით შექება, აღიარება.

    ქალწული

    საინტერესო, უნიკალურ ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც ცხოვრებას სხვა კუთხით დაგანახვებენ. მარტოხელებს მოგინდებათ გავლენიან და მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან დაწყვილება, რომელიც თქვენი ფინანსური პრობლემების მოგვარებას ითავებს. დაწყვილებულებმა მეუღლესთან ერთად შეადგინეთ ოჯახური ბიუჯეტი.

    სასწორი

    გარკვეული დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ინტროსპექციის იმ მომენტებში თქვენ იპოვით გამძლეობას, რათა თავიდან დაიწყოთ ყველაფერი. მიეცით საკუთარ თავს სივრცე, რომ გაიზარდოთ და განვითარდეთ, იცოდეთ, რომ ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი არის გზა ნათელი მომავლისკენ.

    მორიელი

    ცხოვრება მხოლოდ ურთიერთობებზეა – კავშირები, რომლებიც აყალიბებს თქვენს გრძნობას საკუთარი თავის, წარსულისა და აწმყოს შესახებ. ცხოვრების ეს სფერო შეიძლება იყოს ამაღელვებელიც და რთულიც იმ მომენტში, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავიდან იწყებ ან მწვავე დანაკლისს განიცდი. დაუთმეთ დრო განკურნებას.

    მშვილდოსანი

    მოიმატებს რომანტიკული განწყობა, იყავით მომართული სასიყვარულო სფეროს გაუმჯობესებაზე. დაუნიშნეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი; მოუწყვეთ სიურპრიზები. მარტოხელების ცხოვრებაში რომანტიკული ნაცნობობის შანსი იმატებს.

    თხის რქა

    მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით, რომანტიკული პაემნების მოწყობა შინაურულ გარემოში მოგინდებათ. გამორიცხული არაა, საინტერესო ადამიანი ნათესავების დახმარებით გაიცნოთ. თვის დასაწყისში მოიმატებს აქტიურობა, მოგინდებათ ექსკურსიებსა და პიკნიკებზე სიარული.

    მერწყული

    დაე, თქვენი ცნობისმოყვარეობა იყოს თქვენი მეგზური. ცხოვრება მხოლოდ სწავლისა და კომფორტის ზონების გაფართოებაა. გახშირდება სასიყვარულო მიმოწერა; იმატებს ინტერნეტნაცნობობის შანსი. აქტიურად იქნებით ჩართული მატერიალური საკითხების მოგვარებაში

    თევზები

    რას ნიშნავს თქვენთვის „სახლი“ – ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური ადგილი. ეს ეხება ინტიმურ ურთიერთობას და კომფორტს, რომელსაც გრძნობთ მიწასთან, ადგილებთან და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ყოველდღიურად ხართ ახლოს.

  • “გაგიჟებას ვარ, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი” – რა მოხდა თბილისის ხორცის მაღაზიაში

    “გაგიჟებას ვარ, ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი” – რა მოხდა თბილისის ხორცის მაღაზიაში

    გაგიჟება შეიძლება ისეთ რამეებს აკეთებენ. ჩემი თვალით რომ არ მენახა არც დავიჯერებდი…

    ჩემი სახლის გვერდით, ხორცეულის პატარა მაღაზიაა. ყოველთვის ხარისხიანი პროდუქცია აქვთ . ახალგაზრდა ბიჭია გამყიდველი.

    დღეს ხორცი უნდა მეყიდა და სადღაც ასე 80 წლამდე , შავებში ჩაცმული ბებო შემოვიდა მაღაზიაში. ხელში პარკში ჩადებული ერთ კილომდე ხორცის ძვლიანი ნაჭერი ეჭირა. გამყიდველ ბიჭს სთხოვა :

    – სადაც ვიყიდე, იქ დამავიწყდა და ძალიან გთხოვ, იქნებ შენ დამიჩეხო, შენ შემოგევლე.

    წესით ჩემი რიგი იყო, ჯერ მე უნდა მეყიდა ხორცი, მაგრამ შემეცოდა ბებო და გამყიდველს ვუთხარი :

    – მოდი, ჯერ ქალბატონს მოემსახურე!

    გამყიდველმაც გამოართვა ხორცი და ის იყო ნაჯახი დაარტყა, რომ მაღაზიაში სამი ტიპი შემოვარდა , რაღაც მაკონტროლებელი ორგანიზაციიდან. ატეხეს ერთი ამბავი რა ხორცს ჩეხავო.

    ბებომაც  უპასუხა მე შემოვიტანე დასაჩეხად, ბაზარში ნაყიდი და დაჩეხვა ვთხოვეო.

    თურმე ასე შეტანილი ხორცის დაჩეხვის უფლება მაღაზიას არ აქვს…

    დააჯარიმეს გამყიდველი ბიჭი 1000 ლარით.

    გარეთ რომ გამოვედი, ჩემი თვალით დავინახე როგორ ჩაუჯდა ის ბებერი ჩათლახი იმ ტიპებს მანქანაში…

    მოსყიდული ჰყავდათ ბებრუცუნა

  • მალე, მოხდება … სამწუხაროდ ეს გარდაუვალია ….ვრცელდება ახალი წინასწარმეტყველება რომლის პირველი ნაწილი ახდა

    მალე, მოხდება … სამწუხაროდ ეს გარდაუვალია ….ვრცელდება ახალი წინასწარმეტყველება რომლის პირველი ნაწილი ახდა

    ეზოთერიკოსი, გოგა მანია საქართველოსა და მსოფლიოზე საუბრობს.

    მისი თქმით, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ის დაცულია.

    „ერთი რამ შემიძლია, ზუსტად ვთქვა, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და რომ შემეძლოს კიდევ ერთხელ დაბადება, ისევ აქ დავიბადებოდი, რადგან ჩვენი ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე დაცულია. საქართველო ძალიან მაღალ ვიბრაციებზე დგას ენერგეტიკულად. თუ მოიძიებთ, წინა თვის ინტერვიუებში პირდაპირ ვსაუბრობდი მესამე მსოფლიო ომზე, რუსეთი რომ ძალის დაკარგვას დაიწყებს, პირდაპირ ევროპის ქვეყნებზე გადავა შეტევაზე-მეთქი.

    – თქვით, საბრძოლო კუთხით, ჩვენი ქვეყანა დაცულიაო. თუმცა, გეოგრაფიულად სეისმოლოგიურ ზონაშია. ეკოლოგიურად რაიმე საფრთხე ხომ არ არის მოსალოდნელი?

    – შიდა ნგრევები – მეწყერები, წყლის მოვარდნები, მიწისძვრები საქართველოში იქნება. ჩვენთან არა, მაგრამ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 5-6 თვეში, თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ვხედავ“,- ამბობს გოგა. 

  • 🎥 VIDEO: ქართულად გაგცემთ პასუხს – ქართულად? – კი, ქართულად უნდა ვილაპარაკო – ხვიჩა კვარაცხელიას ჟურნალისტისთვის გაცემულმა პასუხმა მთელ საქართველოს სიამაყის განცდა მიანიჭა

    🎥 VIDEO: ქართულად გაგცემთ პასუხს – ქართულად? – კი, ქართულად უნდა ვილაპარაკო – ხვიჩა კვარაცხელიას ჟურნალისტისთვის გაცემულმა პასუხმა მთელ საქართველოს სიამაყის განცდა მიანიჭა

    „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 – ფინალური მატჩის შემდეგ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

    კომენტარის დასაწყისში ხვიჩამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კითხვებს ქართულად გასცემდა პასუხს.

    ქართველი ფეხბურთელის ამ ჟესტმა მთელ საქართველოს სიამაყის განცდა მიანიჭა.

  • “45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება” – გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

    “45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება” – გადაწყვეტილება, რომელიც 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება.

    როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 წლის ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს.

    „თბილისის მერია, ფილტვის კიბოს სკრინინგის დაფინანსებას იწყებს. პროცედურა, 1-ელი მაისიდან მოქალაქეებისთვის სრულად უფასო იქნება. მას დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური დააფინანსებს. ფილტვის კიბოს სკრინინგის უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ, დედაქალაქში, თბილისში რეგისტრაციის მქონე 45-დან 75 ასაკის ჩათვლით თამბაქოს აქტიურ მომხმარებელს, ან იმ მოქალაქეებს, ვინც თამბაქოს მოხმარებას ბოლო 15 წელია თავი დაანებეს“, – აღნიშნა კალაძემ.

  • გარდაიცვალა ,,ქართული ოცნების” წევრი

    გარდაიცვალა ,,ქართული ოცნების” წევრი

    64 წლის ასაკში დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი და ფერმერი, დავით გონაშვილი გარდაიცვალა

    არსებული ინფორმაციით, ის დღეს დილით სპორტულ დარბაზში შეუძლოდ გახდა.

    ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება, ზუსტი მიზეზი კი შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ დადგინდება.

    ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში დეპუტატი საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვებზე იყო დაბარებული, თუმცა რა საკითხს ეხებოდა აღნიშნული, არ კონკრეტდება.

    დავით გონაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის მოწვევის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით იყო არჩეული.

     

  • 5 წუთის წინ !! ვრცელდება პრემიერ მინისტრის განცხადება

    5 წუთის წინ !! ვრცელდება პრემიერ მინისტრის განცხადება

    ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

    პრემიერმა შეაფასა გაკეთებული განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა მდინარაძეს  ძალაუფლება ჩამოერთვა.

    „იგივე წარმატებით იგივე ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არის უფრო სუსტი ნებისმიერი მინისტრის თანამდებობასთან შედარებით. ზუსტად იგივეა, ანალოგიურად, ვიცე-პრემიერს აქვს სამართალდამცავი ორგანოების საერთო კოორდინაციის ფუნქცია. ის, რომ კონკრეტული თანამდებობის პირი კონკრეტულ უწყებას არ ხელმძღვანელობს, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებს მის მდგომარეობას მთავრობის სტრუქტურაში. ძალიან მარტივია სინამდვილეში ეს ყველაფერი. აქაც ახერხებენ კონკრეტული ადამიანები  სპეკულირებას. სამართალდამცავი ორგანოები არის ძალიან  სპეციფიკური. ყოველდღიურ რეჟიმში არის ხშირად ასეულობით საკითხი შესათანხმებელი, რასაც პირადად მე მარტო ვერ შევძლებ. ტექნიკური კუთხითაც კი შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ახალი რგოლის გაჩენა. აქამდეც, მამუკა მდინარაძე სინამდვილეში ასრულებდა საერთო კოორდინაციის ფუნქციას, ეს შეიძლება არ იყო ბოლომდე სწორი, რადგან არ იყო ფორმალიზებული. რასაც აკეთებდა ისედაც მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობისას, ამას მიეცემა უკვე ფორმალიზებული სახე, რაც სწორია. ასე გამოვიდა, რომ დამატებით ამ ფუნქციასაც ასრულებდა. ახლა უკვე, რაც ისედაც ხდებოდა, იმას მიეცემა ფორმალიზებული სახე, რაც სწორია.  ეს ფუნქცია, რეალურად, ჩვენგან ჰქონდა მინიჭებული, იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა, კიდევ ერთხელ, არ იყო რაღაც ეტაპზე ფორმალიზებული და გადავწყვიტეთ ამის ფორმალიზება, ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ამოცანის ფორმალიზება გადაწყდა ჩვენი მხრიდან“, –  განაცხადა პრემიერმა.

  • მიხაილ ხაჩატურიანი სამივე ქალიშვილს აუპატიურებდა და სცემდა! – დებმა მამა ჩაქუჩით მოკლეს | საქმის ახალი დეტალები

    მიხაილ ხაჩატურიანი სამივე ქალიშვილს აუპატიურებდა და სცემდა! – დებმა მამა ჩაქუჩით მოკლეს | საქმის ახალი დეტალები

    ხაჩატურიანების ოჯახის სკანდალი მამის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.

    მიხაილ ხაჩატურიანის ნათესავებმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, რომელიც შვილების მიერ მოკლული მამის გამართლებას ისახავს მიზნად.

    „სისხლის სამართლის საქმის მასალები სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირდა“, – ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში.

    შეგახსენებთ, რომ ბუტირსკის სასამართლომ მიხაილ ხაჩატურიანი დამნაშავედ ცნო ქალიშვილების მიმართ ძალადობაში და საქმე სიკვდილის გამო შეწყვიტა. ბრალდებები მოიცავდა სექსუალურ ძალადობას, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას და პორნოგრაფიის გავრცელებას. ხაჩატურიანი ქალიშვილებმა 2018 წლის ივლისში მოსკოვში მოკლეს.

    თავდაპირველად მკვლელობისთვის დააკავეს მიხაილ ხაჩატურიანის სამივე ქალიშვილი: კრისტინა, ანგელინა და მარია.

    საქმის მასალებით მიხედვით დებმა მამა დანით და ჩაქუჩით მოკლეს.

    გოგონების მტკიცებით, მათ მამა სისტემატურად ამცირებდა, სცემდა, აუპატიურებდა და აწამებდა, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.

    მათი თქმით, ისინი იძულებული იყვნენ ეცხოვრათ მუდმივ შიშსა და ძალადობაში. დებმა მკვლელობა აღიარეს და თქვენს, რომ ეს მათი მხრიდან თავდაცვა იყო.