Author: admin
-

გინდათ, სახლში სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს? – 6 ნივთი, რომელიც ვანგას აზრით, სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ
ცნობილმა ბულგარელმა წინასწარმეტყველმა არა მხოლოდ მომავალი იწინასწარმეტყველა, არამედ აწმყოში სირთულეების გამკლავებისთვის ადამიანებს პრაქტიკული რჩევებიც დაუტოვა. ვანგა ამბობდა, თუ რწმენა ძლიერია, მაშინ გარკვეული საგნები დაგეხმარებათ მშვიდობის, კომფორტისა და წონასწორობის დამყარებაში.
ვანგა იყო ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი, რომელიც იწინასწარმეტყველა მსოფლიოში მრავალი მოვლენის შესახებ, მათ შორის ნიუ-იორკში ტყუპების კოშკების დაცემისა და სსრკ-ს დაშლის შესახებ.
ის ასახელებს რამდენიმე პროდუქტს და ნივთს, რომელიც სახლში ბედნიერების მოზიდვაში დაგეხმარებათ.
თაფლი
ის არა მხოლოდ გემრიელი სამკურნალო საშუალებაა სასარგებლო თვისებებით, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, არამედ ძლიერი ეზოთერიკული სიმბოლოა. მას იყენებდნენ მაგიაში რიტუალებისთვის.
“სახლში თაფლი ნიშნავს კეთილდღეობას. ფუტკრები ამზადებენ თაფლს და ჭამენ თაფლს, თაფლის სულებს კი თქვენს სახლში სიკეთე მოაქვთ, მათ უყვართ ტკბილეული და თქვენ მათ თაფლით უნდა გაუმასპინძლდეთ, რათა მათ სახლში იღბალი და ბედნიერება მოგიტანონ“ – ამბობს ვანდა.
ხახვი
ხახვი ძლიერი დამცავი თვისებებით დაჯილდოებული მცენარეა, რომელსაც ვანგას აზრით, შეუძლია დაიცვას სახლი ბოროტი სულებისგან და უარყოფითი ენერგიისგან.
ვაშლი
ჩვენი წინაპრები ამ ხილს “იღბლის ნაყოფს” უწოდებდნენ და თვლიდნენ, რომ მას შეეძლო ჰარმონიისა და იღბლის მოტანა სახლში. და ასევე სახლის დაცვა ცუდი ან შურიანი თვალისგან. „თუ გინდა, რომ შენს სახლს ყოველთვის ჰქონდეს უამრავი ბედნიერება და კეთილდღეობა, დარწმუნდი, რომ სამზარეულოში ყოველთვის დევს ვაშლი, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება”, – ამბიბდა ვანგა.
სანთლები
ძნელი წარმოსადგენია, რომ სახლში ერთი სანთელი მაინც არ იყოს. მათ იყენებდნენ ნეგატიური ენერგიის გასაწმენდად და სახლის დასაცავად. ვანგას თქმით, ცვილისგან ჩამოსხმულ ნამდვილ სანთლებს მართლაც სასწაულებრივი ძალა აქვს. „მე გეტყვით რომელი სანთელი და რატომ გამოვიყენოთ იგი, მაგრამ ამ ცოდნას ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ, რადგან სანთლების ძალას შეუძლია როგორც დახმარება, ასევე ზიანის მიყენების შემთხვევაში“, – ამბობდა ის.
ხატი
„წადი ეკლესიის მაღაზიაში და აირჩიე ხატი, რომელიც გახდება შენი დამხმარე ცხოვრებაში. შეგიძლია შენს არჩევანს გააზრებულად მიუდგე, მაგრამ ჯობია, შეხედო ხატებს და აირჩიო ის, რომელიც ყველაზე დიდ სიხარულს მოგანიჭებს“. ბულგარელი წინასწარმეტყველის თქმით, ასეთი ხატი რთულ ვითარებაში ნამდვილი მეგობარი გახდება, შეძლებს ნუგეშისცემას, ხოლო მწუხარებაში – დაგამშვიდებს.
შავი ქვა
ვანგას სჯეროდა, რომ ქუჩაში აღმოჩენილ ყველაზე ჩვეულებრივ შავ ქვასაც კი ჯადოსნური თვისებები ჰქონდა. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს უარყოფითი ენერგიის მოსაგერიებლად და დაზიანებისგან დასაცავად.
ვანგას სჯეროდა, რომ ამ ნივთებს ჰქონდათ განსაკუთრებული თვისებები და ისინი ეხმარებოდნენ ადამიანებს ბედნიერებისა და სიმშვიდის შენარჩუნებაში.
-

ანზორ მელია მოსახლეობას აფრთხილებს
ზაფხულში ადამიანებს წყალში დახრჩობის შემთხვევები ყოველთვის მატულობს. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ დახრჩობის მიზეზი ხშირად არა დინება და წყლის სიღრმე, არამედ გულის შეტევა ხდება.
როდის არის წყალი საშიში, რა უნდა გაითვალისწინოთ პაპანაქება სიცხეში წყალში შესვლისას, რომ ბანაობა უსაფრთხოდ დასრულდეს – რჩევებს ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია მოგვცემს.
” არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შუადღის თაკარა სიცხეში წყალში პირდაპირ შესვლა, არც დილით ძალიან ადრე, ან გვიან საღამოს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ წყალში შესვლისთანავე მთელი ტანით ჩაყურყუმელავდეთ ან ჩაყვინთოთ.
ჯერ უნდა აიღოთ მუჭით წყალი და ნელ-ნელა დაისხათ, გულ-მკერდზე, კისერზე და ასე შემდეგ… ადამიანები გაოფლიანებულები შევარდებიან წყალში, რასაც ხდება სისხლძარღვების სპაზმი და გულის შეტევა მოჰყვება. ძალიან გაახლაგზარდავდა გულის დაავადებები. ადრე თუ გულის ინფაქტი 40 წლის შემდეგ იყო, ახლა ბევრი შემთხვევა უფრო ახალგაზრდა ასაკშია. არაჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს ბევრი ადამიანი და ეს იწვევს უამრავ პრობლემას! ახალგაზრდებს წყალზე უყვართ ერთმანეთის გახუმრება, შეშინება, უცებ ერთმანეთს წყლის დიდ ტალღაში შეაგდებენ… ასეთი რამ ყოვლად დაუშვებელია! შიში და სტრესი იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, შიში უცაბედად განვითარებული სტრესია ორგანიზმისთვის! შეიძლება ადამიანი ძალიან ჯანმრთელი იყოს, მაგრამ ძლიერი შიშის შედეგად, ძალიან დიდი პრობლემები შეექმნას გულთა სისხლძარღვის…” – ამბობს მელია.
-

ბედი ახალ კარს გიხსნით – სექტემბერში ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ცხოვრების რადიკალური ცვლილება ელის, ნახეთ ხართ თუ არა სიაში, ჯერ დაწერეთ ზოდიაქო და შემდეგ ნახეთ
სექტემბრის სასიყვარულო ჰოროსკოპი უამრავ ცვლილებას და გამოწვევას ჰპირდება ზოდიაქოს ყველა ნიშანს. ამ პერიოდში შესაძლოა წარმოიშვას როგორც ახალი რომანტიკული ნაცნობობობა, ისე რთული სიტუაციები, რომლებიც მოთმინებასა და სიბრძნეს მოითხოვს.
ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
სექტემბრის დასაწყისში ვერძს შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები ჰქონდეს პარტნიორებთან დიდი მოლოდინებისა და დაძაბული სიტუაციის გამო. შესაძლებელია დროებითი განშორებები, თუმცა შესაძლებელია ახალი ნაცნობებიც, რაც სასიამოვნო მომენტებს და რომანტიულ განწყობას შეგიქმნის.კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ყურადღებისა და მზრუნველობის ნაკლებობის შემდეგ, რაც აგვისტოში იგრძნობოდა, სექტემბერი ემოციურად უფრო ინტენსიურს გვპირდება. პარტნიორებს შეეძლებათ განიცადონ ახალი გრძნობები და დაინახონ ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. თუმცა, თუ 18 სექტემბერს სავსემთვარეობამდე ორმხრივი წყენა არ მოგვარდება, ამან შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და დაშორებაც კი.ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)
ტყუპებისთვის სექტემბრის დასაწყისი შესაძლოა საბინაო საკითხების მოგვარებასთან იყოს დაკავშირებული. შესაძლოა საჭირო გახდეს რემონტი, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ურთიერთობები შესაძლოა გართულდეს ახალი რომანის გამო, რომელიც ერთ-ერთ პარტნიორთან დაიწყო.კიბო (22 ივნისი – 22 ივლისი)
სექტემბერი კირჩხიბებს აგვისტოში დაწყებული კონფლიქტების გაგრძელებას მოუტანს. უნდობლობამ და ჩხუბმა შეიძლება შეარყიოს ჰარმონია ურთიერთობაში. არ უნდა აჩქარდეთ, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანა დაშორებამდე მიგიყვანთ. სჯობს, სიტუაცია ბუნებრივად განვითარდეს და არ აჩქარდეთ.ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
ლომებისთვის სექტემბრის მთავარი ამოცანაა ურთიერთობებში პირადი საზღვრების დადგენა და „არას“ თქმის უნარი. ეს დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფინანსური პრობლემები და მოგცემთ შესაძლებლობას თავი გამორჩეულად იგრძნოთ. სამყაროს ახალი აღქმა საშუალებას მოგცემთ მოიზიდოთ პერსპექტიული შესაძლებლობები და დამოუკიდებლად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)
ქალწულებისთვის სექტემბერი ურთიერთობებში დიდი ხნის პრობლემების გადაწყვეტით დაიწყება, რაც ახალ შესაძლებლობებს გახსნის და პრიორიტეტების გადახედვას შეუწყობს ხელს. ეს ქალწულებს საშუალებას მისცემს განავითარონ და მიიღონ ახალი ცხოვრებისეული გამოცდილება. თუმცა, ჩვეული მიჯაჭვულობის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს პარტნიორის გადაწყვეტილებაზე.მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
მორიელებისთვის სექტემბერი რთული პერიოდი იქნება ურთიერთობებში. მნიშვნელოვანია, რომ ფრთხილად იყოთ თქვენს განცხადებებში, განსაკუთრებით მზის დაბნელებისა და სავსე მთვარის დღეებში, 16-დან 18 სექტემბრამდე. თვის შუა რიცხვები გადამწყვეტი იქნება: შეძლებთ თუ არა ერთმანეთის ღირებულებებს მოერგოთ? სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისმა შეიძლება ერთობლივი მოგზაურობა მოიტანოს, თუ წყვილში ჰარმონიის შენარჩუნებას მოახერხებთ.მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
მშვილდოსანს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება მოუწევს. პარტნიორთან ურთიერთობისას შეცდომების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ემოციების კონტროლი და პირდაპირობის შეკავება. უმჯობესია თქვენი დამოუკიდებლობა საკუთარი განვითარებისკენ მიმართოთ, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების განვითარებას.თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
სექტემბერში თხის რქების პირადი ცხოვრება დასტაბილურდება, ურთიერთობები უფრო ჰარმონიული გახდება. მნიშვნელოვანია პარტნიორობაში თანასწორობის აღიარება, რათა თავიდან აიცილოთ კონკურენცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აგრესია. პერიოდი ჰარმონიული იქნება და ურთიერთგაგებასა და მხარდაჭერას მოუტანს.მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
სექტემბერში მერწყულის ახლახან დაწყებული ურთიერთობა რთულ ადაპტაციას გაივლის. ჰარმონიის შესანარჩუნებლად აუცილებელია პარტნიორობაში მისაღები საზღვრების გარკვევა. ეს დაგეხმარებათ ისწავლოთ ერთმანეთის დაფასება და პატივისცემა.თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)სექტემბერში თევზების სასიყვარულო ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს 18-სექტმბრის დაბნელება. ამ დღეს თავი უნდა აარიდოთ კონფლიქტებს და არ მოერიდოთ საყვარელი ადამიანებისგან რჩევების მიღებას. რთულ პერიოდში პარტნიორის მხარდაჭერა გააძლიერებს თქვენს ურთიერთობას. მნიშვნელოვანია პატივი სცეს პარტნიორის არჩევის თავისუფლებას და არ მოხდეს მისით მანიპულირება.
-

დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე “მეტრონიმის” კითხვებს პასუხობს, რომელიც “მეტრონმმა” ფურცელზე დაუწერა და ციხეში შეუგზავნა.
მაგდა პაპიძე: მე დღემდე ე.წ. “ვიზუალურ საკანში“ ვარ, უამრავი შეზღუდვით და “მისჯილი“ მაქვს დახურული რეჟიმი. მეორე წელია დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს უფლება ჭერახდილში ჰაერის სუნთქვის. ვინც მე ასეთ მდგომარეობაში განმისაზღვრა “სასჯელის“ მოხდა, მათ ძალიან კარგად იციან, როგორი დამანგრეველია ჩემი ჯანმრთელობისთვის უჰაერობა და უმოძრაობა, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სტრესულ გარემოებაზე, რომელიც ამ შენობაშია. წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ თუკი კანონმდებლობა მოქალაქეს აძლევს უფლებას “არაღიარებითი“ ჩვენების ქონის, მაშინ ასეთ მსჯავრედებულების მიმართ უნდა ჰქონდეს სხვა მიდგომა სასჯელაღსრულების სისტემას და კონტრასტში არ უნდა მოდიოდეს კანონი კანონთან და ამ შემთხვევაში “რაღიარება“ და “აღიარება“ ერთ პირობებს არ უნდა განიცდიდეს, რაც ხდება ჩემს შემთხვევაში.
შეზღუდვები, რომლებიც მაქვს სრულად უსაფუძვლოა და ვიზუალური საკანი ადამიანს თუ არ ანადგურებს, ნამდვილად არ შველის (ჩემს შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში). აუცილებლად აღვნიშნავ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და მადლობა მათ, თუმცა ყოველგვარი მკურნალობა “წყლის ნაყვაა“ ასეთ დახურულ და ფიზიკურ მდგომარეობაში.
კითხვაზე თუ რატომ გამოიწვია ამხელა ინტერესი ამ ამბავმა პასუხობს:
“საზოგადოების ჩართულობა ჩემს უბედურებაში გამოიწვია პოლიციის მიერ გავრცელებულმა უსაფუძვლო “აღიარებამ“. ჩემს შემთხვევაში სოციალური ქსელი გახდა დაუპატიჟებელი ტრიბუნა და „მოსამართლეც“ განაჩენის გამოსატანად. საზოგადოებრივი ინტერესი დაცვი მხარეს ყოველთვის დიდ ზიანს აყენებს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ პროცესს მთლიანად მედია უდგას სათავეში. გამომძიებლები და ე.წ. ექსპერტი თანმიმდევრულად და მთავრობის ბინძური მესაიდუმლეები არიან სამწუხაროდ, და საქართველოში “სამართალდამცავი“ პირდაპირი მნიშვნელობით კომერციული სინდისის მატარებელი მწამებელია.
მკვლელობების სერიები გადაება 2015-2016 წლებში და ასეთი ბინძური პიარი პროკურატურას არც ერთ საქმეზე არ უწარმოებია, როგორც პაპიძე მაგდას შემთხვევაში. იმიტომ, რომ მე, პოლიცის (დიდი დიღმის) შენობაში დაკითხვისას ვამხილე და ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი ჩემს სიტყვიერ, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას მათ. ჩემს სხეულზე პოლიციელების დე-ენ-ემი იყო, იმ პირველ პროცესამდე, როდესაც მე აღმკვეთი მდგომარეობა მომიწესეს.
{PAGEBREAK}
მე პირველივე აღნიშნულ პროცესზე განვაცხადე წამების შესახებ და მე წყალს არ ვივლებდი ტანზე შეგნებულად, ველოდებოდი ჩემი კანიდან აღებულ მათ დეენემს. აქაც იმარჯვა პროკურატურამ და ჩემთან აღნიშნული წამების ჩვენების მისაღებად უკვე მთელი ორი კვირის დაგვიანებით მოვიდნენ (ზუსტად არ მახსოვს). რეალურად, ჩემი დაზიანებები უფლებადამცველის აპარატსაც აღწერილი აქვს და მე უმძიმესი დიაგნოზები დამიდგინდა ამ ძალადობის წყალობით უკვე ციხეში.პოლიციას სხვა გზა არ ჰქონდა, იმიტომ რომ გამომძიებელმა თამარ ზედგინიძემ დაარღვია სამოქალაქოც და სისხლის სამართლის კანონიც, და თუ რა თქმა, უნდა არსებობს “ღირსების“ კანონიც ჩემს შემთხვევაში და “მოწმის“ სტატუსიდან ისე განაგრძო ჩემი დაკითხვა ბრალდებულის მდგომარეობაში, რომ რეალურად მე თუ ეს დაზიანებები სანამ პოლიციაში ავიდოდი მანამდე მქონდა (როგორც თავად აღნიშნეს, “ომარიმ მაგდას დაზიანებები მიაყენაო“) თამარ ზედგინიძეს დაწვრილებით უნდა აღენიშნა ოქმში, რაც არ გაუკეთებია და მეტიც, სიკვდილი გამომტყუეს იმისთვის, რომ ოთარ ბერძენიშვილისთვის „დამედო ხელი“ და ეს რომ არ გავაკეთე „აღიარება“ მოითხოვეს არაადამიანური მეთოდებით.
მე წინააღმდეგი არ ვარ და სრულ უფლებას გაძლევთ “მეტრონომს“ გამოითხოვოთ პროკურატურიდან, ჩემი ის ჩვენება, რომელიც მივეცი აქ ციხეში ერთ კონკრეტულ გამომძიებელს ჩემს წამებასთან დაკავშირებით, რაზეც დღემდე არ ახდენენ არანაირ რეაგირებას. თუმცა დავიწყეთ მე და ჩემმა ადვოკატმა “წამების“ საქმის დეტალების შესწავლა და მე არ მეჩქარება, სწორედ საზოგადოების წყალობით შვილმკვდარი დედის წამება “პოლიციურ რეჟიმს“ ჩემს შემთხვევაში, ნამდვილად არ შერჩება.”
მას კითხვა ფეხმძიმობაზეც დაუსვეს, ჰკითხეს თუ რამდენი თქვის იყო როდესაც დააკავეს და რა გახდა ნაყოფის დაკარგვის მიზეზი, რაზეც პასუხობს:
“სწორედ ამ არაადამიანურმა წამებამ და დარტყმითმა ქმედებებმა გამოიწვია ჩემი მეორე ორსულობის შეწყვე ტა. მე გინეკოლოგიურად, ყოველთვის გამართული ვიყავი და უმიზეზოდ მუცელი არ მომეშლებოდა. ღუდუშაურის საავამდყოფოში ინვალიდის ეტლით მატარებდნენ სისუსტისგან და სამი კვირის ორსულობა შემიწყდა. ათ დღეში ჩემი შვილის გულისცემა უნდა მომესმინა და ეს ბავშვი არავის უგლოვია ჩემს მეტს. ამიტომ არ ვაპირებ შევარჩინო ჩემი შვილის მუცელში ჩაკვდომა პოლიციელებს და მე ერთი შვილი არ მომკვდომია.
პროკურატურის მიდგომა ბინძური პიარის სახით ჩემთვის სასაცილოც კი იყო. არავის გასჩენია კითხვა, “რატომ ავრცელებენ ასეთ უარყოფით პირდაპირ ხელის დადებას იზოლირებულ ადამიანზე?“, სანამ იზოლირებული ვიყავი და ეს თითქმის 6-7 თვე გრძელდებოდა, პროკურატურამ ფრიადზე იმუშავა არასამართლიანი მეთოდებით “სიმართლისთვის“ და საუკეთესო შედეგსაც მიაღწია საზოგადოების იმ დიდ მასაში, რომლებიც მუდმივად მზად არიან ერთი და იგივე “კლასში“ იყვნენ პირადის განხილვაში და სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში სტატისტიკის მაჩვენებელიც აჩვენებს განათლების დეგრადირების კულმინაციას და მე ეს ჩემს ტრაგედიამდეც კარგად ვიცოდი. ამიტომაც მოხდა განხილვა დამშეული, facebook-ის ფერებით მაყურებელი საზოგადოების მხრიდან და “განაჩენსაც“ დაეტყო.
მსაჯულებში საჭირო იყო მინიმალური “ეჭვი“ იმისა, რომ მაგდა უდანაშაულოა. მე იმას, რომ მსაჯულები სრულად გაჟღენთილი იყვნენ ცუდი (საჩემოდ) ინფორმაციით, მივხვდი იმ პროცესზე, როდესაც ჩემი თორნიკეს და ომარის დაზიანების კადრები დიდ ეკრანზე გააშუქეს და მე ვერ შევძელი მაგ პროცესზე გაჩერება, დაახლოებით ორი საათი განიხილავდნენ და რომ შემიყვანეს სასამართლო დარბაზში უკან, თორმეტივე მსაჯული იგივე, უცვლელი მიმიკით იჯა და წყალიც კი არ მოუთხოვიათ. ეს იმის ნიშანი იყო, რომ მათ ეს საზარელი კადრები პროკურატურის მიერ გავრცელებული ჰქონდათ და მეტიც, ამ დროს როცა მე ვიყავი ჯერ კიდევ ბრალდებული, პროკურატურას უფლება არ ჰქონდა აღნიშნულ კადრებზე კომენტირება მოეხდინა წერილობით, რომ ეს დანაშაული ჩადენილია ამა და ამ ადამიანის მიერ. ეს ფსიქიკაა, რომელიც ყველას საღად და ცივად მოაზროვნეს არ აქვს, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ტრაგედია გულთან ახლოს გლოვის მრივ არავის მიუტანია ერთეულების გარდა და უმეტესობა პირადის განხილვაში იყო თავით გადაშვებული. ამიტომ, მსაჯულთა ლიდერის ღირსეული განაჩენი ის იქნებოდა, რომ ეთქვათ, “ჩვენი დასკვნა ის არის, რომ დასკვნა არ გვაქვს“ და ეს იმიტომ, რომ იყო საქმეში უამრავი კანონდარღვევა.”
მას ისიც ჰკითხეს თუ რა არის ამ საქმეში მნიშვნელოვანი, რასაც ყურადღება სასამართლომ და გამოძიებამ არ მიაქცია?
“გიპასუხებთ, პირველი, რატომ მოხდა წამება პოლიციაში და გავრცელება უსაფუძვლოდ “ღიარების“, რითაც საზოგადოება ამხედრდა?
მეორე, რატომ არ დაილუქა მათთვის შემთხვევის ადგილი, სადაც ამბობდნენ, რომ მოხდა მკვლელობა, მაშინ, როცა ამავე პერიოდში, რამდენიმე სხვა მკვლელობა მოხდა და დაილუქა ყველა ადგილი? თავი გამომძიებელმა (ნუგზარ ნათელაშვილმა) პროცესზე ამ აღნიშნულ კითხვაზე იმით იმართლა, რომ ცხედრების დასასვენებელი ადგილი არ იყოო? ეს ის ბინური თავის მართლებაა, რომელიც ფარდას ხდის მათ არაპროფესიონალიზმს! მთელი პირველი სართული ჩემი ქმრის სანათესაოა და არავინ ეტყოდა ჩემი ორი გარდაცვლილის დასვენებაზე უარს და მეტიც, ლანა პაპიძე (ჩემი და) იყო ის, ვინც ითხოვდა ორივე გარდაცვლილს და უკვე დალუქულ ოთახში თუ აღმოაჩენდნენ ე.წ. მტკიცებულებებს, ხმას ვინღა ამოიღებდა? ამიტომ შეირცხვინა თავი პროკურატურამ ჩემს შემთხვევაში.
მესამე, ავტომობილსა და იარაღზე, ასევე გადაყრილ ნივთებზე ამოსულია „შერეული“ დეენემი, ასევე სადარბაზოში ომარის სისხლის კვალში აღმოჩნდა მეორე სისხლიც და ამ მეორე სისხლს პროკურატურამ „უცხო“ დეენემი უწოდა. პროკურატურამ „უცხო“ დაარქვა მკვლელს, რომელსაც ომარი ვინ იცის წაქცეული ებრძოდა!
მეოთხე, ჩემ ქმარს იმ იარაღიდან, რომელიც სულ ავტომობილში ჰქონდა, გასროლა იყო დაფიქსირებული, რატომ არ დაინტერესდნენ, რატომ შეიძლებოდა ომარის მოეხდინა გასროლა მაგ დღეს მაგავე იარაღიდან?
მეხუთე, ერთადერთი მოწმე ბრალდების, რომელსაც ომარი მაგ დღეს ტელეფონით ესაუბრა (და ეს საქმეშიც დევს, ადასტურებს ანძებიდან ამოღებული ინფორმაცია), გახლდათ ბექა მჭედლიშვილი, ჩვენი მეზობელი ბიჭი, ჩემი მაზლის მეგობარი, რომელიც ომარისთანაც საკმაოდ ახლოს იყო და მითუმეტეს, თორნიკესთანაც! რატომ მიჩქმალეს ბექა მჭედლიშვილი? ის ხომ ერთადერთი მოწმე იყო, ვისაც ომარი ტელეფონით ესაუბრა? უბრალოდ, მოეყვანა პროცესზე ბრალდებას და ჩემს წინ დაესვა მისთვის კითხვა, „რაზე გესაუბრათ ომარი მკვლელობის დღეს? – მაგრამ ეს არ გაუკეთებია გამოძიებას. მეტიც, იყენებდნენ პროცესზე იმ სამეზობლოს ჩემს წინააღმდეგ, რომელთანაც მე სრული შეგნებით იზოლირებულად ვცხოვრობდი და ამით ისინი ზედმეტადაც კი ღიზიანდებოდნენ.
მეექვსე, აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი, რომ ომარის სისხლის კვალი იწყება არა ოთახიდან ან ოთახის ზღურბლიდან, არამედ სწორედ იმ დერეფნის ადგილიდან, სადაც მე ომარი წაქცეული ვნახე შუაღამით. იმას, რასაც ბრალდება ამტკიცებს, რომ ომარი ოთახიდან არის გაყვანილი გარდაცვლილი ამ ფაქტთან სრულ კონტრასტში მოდი და ამას არ სჭირდება იურისპოდენცია! ეს უბრალო, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვისაც თვალშისაცემი მტკიცებულებაა ჩემს გასამართლებლად.
მეშვიდე, ურნიდან, საიდანაც ამოიღეს „ნივთმტკიცებები“, ურნის წინ სისხლის კვალი იყო – ეს ფოტოშიც ნათლად ჩანს, რომელიც ჩემმა ადვოკატმა წარადგინა პროცესზე და ეს ის მთელი რიგი დარღვევებია ექსპერტ-კრიმინალისტების მხრიდან, რომელსაც დასავლური სასამართლო პირდაპირ მხილებად დაუდებდა ე.წ. სამართალდამცველებს, მაგრამ ეს საქართველოა, ქვეყანა, სადაც მთავრობიდან მთავრობამდე “პოლიციური რეჟიმია“ “ღმერთი“.”– ამბობს მაგდა პაპიძე.
წყარო: mix. metronome.ge
-

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
უახლოეს მომავალში შეეცდებით ისეთი რამ გააკეთოთ, რაც არასოდეს გაგიკეთებიათ. ნუ დაიბნევით, თამამად იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ. მომდევნო რამდენიმე დღე ხელსაყრელია რთულ პროექტებზე სამუშაოდ. იუპიტერის სასიკეთო გავლენა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. დროა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ან ავტომობილის შეცვლაზე იფიქროთ, მით უმეტეს, რომ მალე საკრედიტო შეთავაზებას მიიღებთ, რომელზეც უარის თქმა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ ორგანიზმიდან მომავალ სიგნალებს. მოერიდეთ შემწვარ საკვებსა და სპირტიან სასმელებს და ჩივილის მიზეზიც არ გექნებათ.
კურო
თუ ეჭვები გტანჯავთ, პარტნიორთან ღიად და გულწრფელად ისაუბრეთ. გაურკვევლობა ურთიერთობას საფუძველს ურყევს და კავშირის შემდგომ განვითარებას შეუძლებელს ხდის. დღევანდელი დღე თქვენი მომავალი წარმატების საწინდარია, თუმცა ბევრ აღმავლობასა და დაცემას გპირდებათ. წარუმატებლობის გამო ნუ დაღონდებით — არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. არჩეული მიმართულებით სვლა განაგრძეთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ არაფერი გამოგდით. დასახულ მიზნამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი გრჩებათ! დასვენებას ნუ დაივიწყებთ — გადაღლილობამ შეიძლება ემოციურ გადაწვამდე მიგიყვანოთ.
ტყუპები
ნუ იქნებით მეტისმეტად მომთხოვნი გარშემომყოფების მიმართ. ისინი კრიტიკულ დამოკიდებულებას პროტესტით შეხვდებიან, რაც თქვენს რეპუტაციაზე უარყოფითად აისახება. „ზედმეტი ფული“ გამოგიჩნდათ? გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც უანგაროდ გეხმარებოდათ — ვალების დაბრუნების დროა. ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ — ვიღაც ეცდება, თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ, საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებს გადამეტებულად ნუ შეაფასებთ. ამ დღეს ხალხური საშუალებებით მკურნალობა არ ღირს. თუ თავს შეუძლოდ იგრძნობთ, ექიმს მიმართეთ.
კირჩხიბი
ინიციატივის გამოჩენა ნუ მოგერიდებათ! შესაძლოა, თქვენმა წინადადებებმა საყვარელი ადამიანთან ურთიერთობას კაშკაშა ფერები შემატოს. თუ პარტნიორი თქვენი ინტერესების შეზღუდვას იწყებს, ღია კონფლიქტში ნუ შეხვალთ — უბრალოდ სთხოვეთ, პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზა შემოგთავაზოთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე შეფერხებები — მსუბუქი დაღლილობა და შეუძლოდ ყოფნა. ამ დღეს ფულის ფანტვისკენ ხართ მიდრეკილი და თუ დროულად არ შეჩერდით, შეიძლება ბევრი უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. საღამოს იპოვეთ ვინმე, ვისაც გულს გადაუხსნით და ემოციურ დაძაბულობას მოიხსნით — საუკეთესო ვარიანტი ახლო მეგობარი ან ნათესავი იქნება.
ლომი
რა არის ის, რისი სწავლაც პარტნიორისგან გსურთ? იქნებ ეს ცხოვრებისადმი მსუბუქი დამოკიდებულება ან ადამიანებთან დაახლოების უნარია? ოჯახურ ცხოვრებას მრავალფეროვნება სჭირდება, თორემ ყოველდღიური ყოფა გრძნობებზე დამღუპველად იმოქმედებს. მშვენიერი დღეა ხელშეკრულების დადებისა და საქმიანობის სფეროს შესაცვლელად. მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობისას დიპლომატიის ხელოვნებას ნუ დაივიწყებთ. არახელსაყრელი პერიოდია გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის — ახლა ჯობს, არსებული სახსრები შეინარჩუნოთ. მალე ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესანიშნავი შესაძლებლობები მოგეცემათ, მანამდე კი გადამეტებულ დატვირთვას მოერიდეთ.
ქალწული
პერსპექტიული დღეა პირადი ურთიერთობების დასაწყებად — პლანეტების განლაგება სიყვარულის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს. შესაძლებელია, ნათესავს, მეგობარს ან ახლობელ ადამიანს თქვენი დახმარება დასჭირდეს. დისციპლინა და ორგანიზებულობა დღეს სამსახურებრივ საქმეებში წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც მცირე შეფერხებებია გამორიცხული. ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, ამიტომ დროებით სირთულეებს შეეგუეთ და მოვლენების დაჩქარებას ნუ შეეცდებით — მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლოა, დღის მეორე ნახევარში გადაღლილობა იგრძნოთ. ნუ იტანჯებით — სჯობს პატარა შესვენება მოაწყოთ.
სასწორი
თუ თქვენი მიზანი სუფთა და უანგაროა, ის აუცილებლად ნახავს გამოძახილს ადამიანის გულში, რომელიც მოგწონთ! დღეს სახლში ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ — ვარსკვლავები მიანიშნებენ, რომ მოსალოდნელია კომუნალური გაუმართაობა. ხელმძღვანელი საპასუხისმგებლო დავალებას დაგაკისრებთ, რომლის წარმატებით დასრულება მნიშვნელოვან პრემიას მოგიტანთ! თქვენი მთავარი თვისება დღეს ყაირათიანობა და მომჭირნეობა უნდა გახდეს. ამ დღეს შეგიძლიათ თავი საყვარელი კერძებით გაინებივროთ, თუმცა ნუ დაივიწყებთ, რომ ზომიერება ყველაფერში საჭიროა — პირველ რიგში ეს ალკოჰოლსა და ცომეულს ეხება.
მორიელი
ურთიერთობაში გაჩენილი სიცივე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ შორის ყველაფერი დასრულდა. უბრალოდ საჭიროა ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ, რათა მონატრება იგრძნოთ. ხელსაყრელი დროა საქმიანი კავშირების გასაფართოებლად. ურთიერთობებში ემოციებს ნუ აჰყვებით. საყვარელი ადამიანისგან მიღებული საჩუქარი დღის უარყოფით შთაბეჭდილებებს გაანელებს. დროსა და ფულს უსარგებლო წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ. არსებობს ფიზიკური ტრავმების რისკიც — ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ ხალხმრავალ შეკრებებსა და დიდ ნადიმებს მოერიდოთ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო საქმეებისა და ურთიერთობებისთვის. გირჩევთ, გულწრფელობა გამოიჩინოთ, თუმცა დაპირისპირებას მოერიდოთ. ნუ გაბრაზდებით ახლობლებზე იმის გამო, რომ თქვენი მოლოდინის შესაბამისად არ იქცევიან. სიფრთხილე გამოიჩინეთ, არსებობს ალბათობა, რომ ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს! კოლეგებზე დაკვირვება არაკეთილმოსურნეს გამოვლენაში დაგეხმარებათ. გეჩვენებათ, რომ ახლა ყველა წინააღმდეგობის გადალახვა შეგიძლიათ, თუმცა არსებობენ გარემოებები, რომელთა შესახებ ჯერ არაფერი იცით. თუ შესაძლებელია, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
ამ დღეს შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, გარშემომყოფებთან ურთიერთობა კი უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. ვენერასა და მარსის სექსტილი რომანტიკული პაემნებისთვის მშვენიერ დღეს გპირდებათ. საკუთარ გეგმებზე არავითარ შემთხვევაში უარი არ თქვათ. თუ ტემპს დააგდებთ, უბრალოდ მასის ნაწილი გახდებით, ხოლო თუ გეგმას მიჰყვებით, ბრწყინვალე პერსპექტივები გაგეხსნებათ. ფინანსების მიზეზით მოსალოდნელია უთანხმოება პარტნიორებთან რის გამოც შესაძლოა, ზარალიც განიცადოთ.
მერწყული
იწყება საინტერესო ადამიანთან რომანტიკული შეხვედრებით სავსე ჯადოსნური პერიოდი. მარტოხელებო, ეს თქვენი შანსია! სასურველი შედეგის მისაღწევად გარშემომყოფების კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოთ. მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. ეს დღე წარმატებას მოუტანს მას, ვინც მაქსიმალურ ძალისხმევას გაიღებს. არჩევანის გაკეთების ნუ შეგეშინდებათ. შემოსავალი სტაბილური იქნება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ საყიდლები საკუთარი ბიუჯეტის გათვალისწინებით უნდა დაგეგმოთ. დროა ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იფიქროთ: სუნთქვითი ვარჯიშებითა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდით.
თევზები
საყვარელ ადამიანს ნუ შეზღუდავთ — ეჭვიანობა და კონტროლი თქვენს ურთიერთობას მხოლოდ ავნებს. ახლობლებთან ურთიერთობა დაიძაბა? ეს იმას ნიშნავს, რომ წვრილმანების გამო არ უნდა გაღიზიანდეთ და საერთო ენა გამონახოთ. ხელსაყრელი დღეა სამსახურებრივი საკითხების მოსაგვარებლად. არსებობს მატერიალური მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესების შანსიც. თქვენი წარმატების საწინდარი გუნდური მუშაობაა. სასარგებლოა ფიზიკური აქტივობა, თუმცა გადამეტებულ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. მოიშორეთ ბნელი ფიქრები და იმ სასიამოვნო მოვლენებზე იფიქრეთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
-

სექტემბრიდან ამოქმედდება და 60 წელს გადაცილებულ პირებს შეეხებათ! – რა ინფორმაცია ვრცელდება?
მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მომხმარებლისთვის შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.



