Author: admin
-

დონალდ ტრამპმა ილია თოფურიას ძვირაფასი საჩუქარი გაუკეთა
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, დონალდ ტრამპისგან, კიდევ ერთი გამორჩეული ყურადღება და უნიკალური საჩუქარი მიიღო. ტრამპმა დაუმარცხებელ მებრძოლს ე.წ. პრეზიდენტის „გამოწვევის მონეტა“ (Presidential Challenge Coin) გადასცა, რომელიც ამერიკულ კულტურაში განსაკუთრებული პრესტიჟითა და დატვირთვით სარგებლობს.
ეს ჟესტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ქართველ ჩემპიონსა და ტრამპს შორის ჩამოყალიბდა.
საჩუქრის გადაცემისას დონალდ ტრამპმა თოფურიას მონეტის დანიშნულება და მასთან დაკავშირებული სახალისო ტრადიციაც აუხსნა. „თუ ბარში შეხვალ, ‘მონეტების გამოწვევას’ მოაწყობ და მას სამხედროებთან ან პოლიციელებთან ერთად ბარზე ასე დადებ… ვინც ამ გამოწვევაში მონაწილეობს — ვისაც ყველაზე დაბალი რანგის მედალიონი აღმოაჩნდება, ანგარიშსაც ის იხდის, გასაგებია? ეს კი ყველაზე მაღალია, რადგან პრეზიდენტისაა, რაც უმაღლესი რანგია“, — განუმარტა ტრამპმა ქართველ მებრძოლს.
აღნიშნული ტრადიცია ამერიკელ სამხედროებსა და სამართალდამცავებში ათწლეულებია არსებობს და დიდ პატივისცემას იმსახურებს. წესის თანახმად, თუ ჯგუფის რომელიმე წევრი თავის მონეტას მაგიდაზე დაატყაპუნებს, დანარჩენებმაც დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინონ თავიანთი მედალიონები. ის, ვისაც ყველაზე დაბალი რანგის ან სტატუსის მონეტა აღმოაჩნდება, ვალდებულია, მთელი მაგიდისთვის სასმელი იყიდოს. შესაბამისად, რადგან ილიას პრეზიდენტის მონეტა აქვს, მასზე მაღალი რანგი ფიზიკურად არ არსებობს.
დონალდ ტრამპისა და ილია თოფურიას ახლო ურთიერთობა UFC-ის გულშემატკივრებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. ტრამპი შერეული საბრძოლო ხელოვნების დიდი მოყვარულია, ხშირად ესწრება ორგანიზაციის ღონისძიებებს და არაერთხელ გამოუხატავს საჯარო მხარდაჭერა და სიმპათია ქართველი ჩემპიონის მიმართ. თავის მხრივ, ილია თოფურიამაც მრავალჯერ გაუსვა ხაზი ტრამპთან პირად ნაცნობობას და მისდამი პატივისცემას, რისი კულმინაციაც მათ შორის გამართული არაერთი თბილი შეხვედრაა.ამ უნიკალური საჩუქრით ილია თოფურიამ კიდევ ერთი სიმბოლური „უპირატესობა“ მოიპოვა — ოღონდ ამჯერად ოქტაგონს მიღმა. პრეზიდენტის მონეტა მხოლოდ რჩეულთათვისაა განკუთვნილი და ის ხაზს უსვამს მფლობელის განსაკუთრებულ სტატუსს. ასე რომ, თუ ქართველი ჩემპიონი ოდესმე ამერიკელ სამხედროებთან ერთად ბარში მოხვდება, მას სასმლის ყიდვა ნამდვილად აღარ მოუწევს, რადგან ტრამპის საჩუქრით მას ნებისმიერ „გამოწვევაში“ გამარჯვება გარანტირებული აქვს.
-

ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
“ჯასტინ, გილოცავ შენ თქვი, რომ შენს კვალს დატოვებდი ჩემს სახეზე… და შენ გააკეთე.მარჯვენა თვალიდან პირველ რაუნდში მომაშორე მხედველობა, მეორეს ბოლოს კი მარცხნიდანაც.არავითარი ბოდიშები.ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო ბანაკი მქონდა. მოვედი მკვეთრად, მომზადებული და მზად ვარ. წუხელ შენი ღამე იყო.ასეთია ამ თამაშის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადის.მე განვიკურნები. დავისვენებ. და მე დავბრუნდები უფრო ძლიერი, გონიერი და გაცილებით საშიში.და მენდე… ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან.ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი,” – წერს ილია თოფურია.
-

დახატეთ იოდის ბადე და მოიშორეთ 12 დაავადება! იოდის ბადის სასწაულმოქმედი უნარები!
არსებობს 12 დაავადება, რომელსაც იოდის ბადის დახმარებით გავრცელებასა და პროგრესში ხელს ვუშლით.
– იოდის მეშვეობით შეგვიძლია გავიგოთ არის თუ არა იოდის ნაკლებობა ჩვენს ორგანიზმში.
– ის განგკურნავთ ხველისგან.
– იოდი დაგეხმარებათ სურდოსა და გაციების დამარცხებაში.
– ის დააჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
– იოდი გამოიყენება ორსულობის დროს.როგორ გავაკეთოთ იოდის ბადე?
ყურის საწმენდი ჩხირი ამოავლეთ 5%-იან იოდის ხსნარში და მტკივან ან შესიებულ ადგილას გადაიტანეთ ხაზები. ბადის დახატვისას გაითვალისწინეთ, რომ იდეალური კუბიკები 1 კვ.სმ-ია. იოდი ორგანიზმში იჭრება და მავნე მიკროორგანიზმებს ხოცავს.
როგორ მოქმედებს იოდის ბადე?
იოდის კედლები მიკროორგანიზმებს სხეულში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. რომ სხვეულში გავრცელდნენ, ისინი ერთმანეთს აწყდებიან და ვაკუმში იხოცებიან. ამას ემატება იოდის ანტისეპტიკური ძალაც.
როგორ მივხვდეთ იოდის საშუალებით რომ ორგანიზმში იოდი გვაკლია?
თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, დედამიწაზე ყოველი მესამე ადამიანი იოდის ნაკლებობას განიცდის, მაგრამ არ იცის. იოდის ნაკლებობა ფარისებრი ჯირკვლის გადაგვარებას იწვევს. ორსულობის შემთხვევაში – ბავშვი დეფექტით დაიბადება.
ჩვეულებრივ, იმისთვის რომ დაადგინოთ საკმარისი რაოდენობის იოდს იღებთ თუ არა საკვებიდან:1. თეძოების შიდა მხარეს გაიკეთეთ იოდის ბადე. დაელოდეთ სამი საათი, თუ ამ დროში იოდი გაიწოვება, სასწაროფ მიაკითხეთ ექიმს.
2. თუ იოდი 6-8 საათში გაიწყოვება, მაშინ პრობლემა გაქვთ თუმცა არც თუ ისე საგანგაშოა.
როგორ დაგეხმარებათ იოდი გაციებისას?ცხვირის წვერზე წაისვით თხელი იოდის ბადე, ბადე გაიკეთეთ ცხვირის ორივე ნესტოზეც. იოდი წყალში გააზავეთ, წინააღდეგ შემთხვევაში შეიძლება სახე დაგეწვათ. იოდის დამწვრობას გაწითლება ახასიათებს.
იოდი ტრამვის დროსთუ არ იცით, როგორ მოიშოროთ ჩალურჯება, რომელიც უკვე რამდნიმე კვირაა გაწუხებთ, მოაქციეთ იოდის ბადეში. არ იჩქაროთ ნატკენი ადგილის იოდით მოხატვა, რადგან ორგანიზმა ჯერ დახმარების გარეშე უნდა შეძლოს სისხლჩაქცევის გაწოვა.
-

„დღეიდან ზუსტად 6 თვის განმავლობაში“ – გოგა მანია ახალ წინასწარმეტყველებას ავრცელებს
ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ სოციალურ ქსელში ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის 15 ივნისს მიღებულ ხილვას ეფუძნება და მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდს, მომდევნო ექვს თვეს მოიცავს.
მანიას განცხადებით, დილით ნანახი ხილვის მიხედვით, წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდება. მისი თქმით, ხილვაში ორი ცნობილი და წარმატებული ადამიანის გარდაცვალება, ასევე ორი პიროვნების დაკავება იხილა.
„დღეს არის 2026 წლის 15 ივნისი. მინდა ეს კარგად მოისმინოთ, შეინახოთ და წინასწარ ნუ გააკეთებთ პროგნოზს. დღეიდან ზუსტად 6 თვის განმავლობაში, ამ წლის ბოლომდე, ამ დილით მქონდა ეს ხილვა. ჩემი წინასწარმეტყველებიდან 90 პროცენტი სრულდება. ორი ცნობილი და წარმატებული პიროვნება გარდაიცვლება… ვხედავ ასევე ორი პიროვნების დაკავებას. ვიცი თუ არა მათი სახელები? – ვიცი… ძალიან გთხოვთ, წინასწარ ნუ გააკეთებთ პროგნოზს“, – აცხადებს გოგა მანია.
უფრო ვრცლად, მოისმინეთ ვიდეოში
-

რას წერს ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში
“ვამაყობ ყველაფრით, რასაც აკეთებ და რაც აქამდე გაგიკეთებია, ჩემო ძმაო.
გამარჯვებისას თუ გაკვეთილის მიღებისას (მარცხისას)*, ყოველთვის მადლიერი ვარ ღმერთის, ყველაფრისთვის.“ | წერს ილია თოფურიას ძმა, ალექსანდრე თოფურია სოციალურ ქსელში. -

მერაბ დვალიშვილი ილია თოფურიას შესახებ განცხადებას ავრცელებს
“ვამაყობ ჩემი მეომარი ძმით, ილიათი. ვიცი, რომ ის უფრო ძლიერი დაბრუნდება, ვიდრე ოდესმე” – წერს UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურიას მიმართავს.
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა.



