Author: admin

  • ცნობილია იმ მანქანის მძღოლის ვინაობა, ვინც ქართველი სერჟანტი ქალი იმსხვერპლა – რა დეტალები ხდება ცნობილი?

    ცნობილია იმ მანქანის მძღოლის ვინაობა, ვინც ქართველი სერჟანტი ქალი იმსხვერპლა – რა დეტალები ხდება ცნობილი?

    მძღოლი, რომელიც ტრო­ტუ­არ­ზე მი­მა­ვალ ქალს ავ­ტო­მო­ბი­ლით დაეჯახა, რუსეთის მოქალაქე ოლგა სვიატკინაა.

    ის მეუღლესთან ერთად ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რამდენიმე წელია ცხოვრობს.

    მისი ადვოკატის თქმით, მომხდარის მიზეზი მანქანის გადამცემი კოლოფის გაუმართაობა გახდა.

    ,,თავად, რუსეთის მოქალაქეა, ქმარი ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არავითარი კავშირი არ აქვთ არც რუსებთან და არც უკრაინასთან. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლია, მაგრამ ხდება ხოლმე. ეს იყო მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა. განადგურებულია, ასე რომ ვთქვათ”, – ამბობს ადვოკატი.

    მას წინასწარი 3-თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის – იტალიაში, ახალი წესები ამოქმედდა

    მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის – იტალიაში, ახალი წესები ამოქმედდა

    2026 წლის 22 მაისიდან იტალიაში ძალაში შევიდა „Permesso Unico di Lavoro“-სთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბინადრობისა და მუშაობის ნებართვის გაცემის პროცედურას ეხება – ამის შესახევ ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე წერს.

    „ცვლილებები მიღებულია ევროკავშირის დირექტივის საფუძველზე და მიზნად ისახავს ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებას, ვადების უფრო მკაფიო განსაზღვრას და უცხოელი დასაქმებულების უფლებების გაძლიერებას.

    „Permesso Unico di Lavoro“ წარმოადგენს ერთიან ბინადრობისა და მუშაობის ნებართვას, რომელიც უცხოელს აძლევს უფლებას:

    • იტალიაში კანონიერად იცხოვროს
    • და ოფიციალურად იმუშაოს

    სწორედ ამიტომ დოკუმენტს „ერთიანი“ ეწოდება — ის ერთდროულად აერთიანებს როგორც ბინადრობის, ისე დასაქმების უფლებას.

    ახალი ელექტრონული დოკუმენტი ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად გაიცემა და მასზე პირდაპირ იქნება აღნიშნული:

    “perm. unico lavoro”

    ასევე დოკუმენტში დამატებით აისახება ინფორმაცია:
    • სამუშაო პირობების შესახებ
    • დასაქმებულის უფლებებზე
    • სოციალური და სამართლებრივი გარანტიების შესახებ
    • ოჯახის წევრების გარკვეულ უფლებებზე

    „Permesso Unico di Lavoro“-ს მიღება დაკავშირებულია ოფიციალურ სამუშაო პროცესთან.

    პროცედურა, როგორც წესი, იწყება უცხო ქვეყნის მოქალაქის იტალიაში შემოსვლამდე. ამისთვის აუცილებელია:
    • სამუშაო საფუძველი
    • შესაბამისი ავტორიზაცია
    • და სამუშაო ვიზა

    იტალიაში ჩასვლის შემდეგ უცხოელი Questura-ში მიმართავს ბინადრობის ნებართვის გასაფორმებლად.

    ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვადებს ეხება.

    ახალი წესებით Questura ვალდებულია „Permesso Unico di Lavoro“ გასცეს განაცხადის სრულყოფილად დასრულებიდან 30 დღეში.

    მანამდე ეს ვადა 60 დღე იყო.

    რეფორმის მიზანია:
    • ლოდინის პერიოდის შემცირება
    • ბიუროკრატიული გაურკვევლობის შემცირება
    • და პროცედურების უფრო პროგნოზირებადი გახდომა

    „Permesso Unico di Lavoro“ ეხება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში სამუშაოს საფუძველზე იმყოფებიან ან უნდა დასაქმდნენ.

    თუმცა, ყველა ბინადრობის ნებართვა ამ კატეგორიაში არ შედის.

    ახალი რეგულაცია არ ვრცელდება, მაგალითად:
    • სტუდენტურ პერმესოზე
    • თვითდასაქმებულებზე
    • digital nomad-ებზე
    • protezione speciale-ის მფლობელებზე
    • ჰუმანიტარული და სპეციალური დაცვის გარკვეულ ფორმებზე
    • სამედიცინო ან რელიგიური საფუძვლით გაცემულ პერმესოებზე

    ახალი წესებით დამსაქმებელი ვალდებულია უცხოელ დასაქმებულს სრულად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციული პროცესის შესახებ, მათ შორის შესაძლო უარის შემთხვევაშიც.

    ეს ცვლილება მიზნად ისახავს, რომ უცხოელი დასაქმებული ინფორმაციის გარეშე არ დარჩეს და უკეთ იყოს დაცული ადმინისტრაციული პროცესების დროს.

    „Permesso Unico di Lavoro“ ევროკავშირის მასშტაბით შექმნილი სისტემის ნაწილია, რომლის მიზანიც შრომითი მიგრაციის უფრო მოწესრიგებული, გამჭვირვალე და სამართლებრივად დაცული მოდელის ჩამოყალიბებაა“, – წერს ხათუნა შარაძე.

  • ცნობილი ქართველი მომღერლის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

    ცნობილი ქართველი მომღერლის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.

    მომღერალი მარიამ ელიეშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას ბებია გარდაეცვალა:

    „გარდაიცვალა ჩემი ემა ბებო, მამიკოს დედა.

    პანაშვიდები:

    ქ.ბათუმი გიორგი ბრწყინვალეს (ყოფილი კიროვაკანის)52. სადარბაზო 1 ბინა 9.

    ქ. თბილისი – სამშაბათს, ვორონცოვი. ნინო ჩხეიძის ქ.32, წმინდა ნინოს ეკლესია, 11 საათიდან.

    დაკრძალვა – სამშაბათს, კუკიის ზედა(ახალი) სასაფლაო 2 საათზე“, – წერს მომღერალი.

  • ამ წამლის შესახებ სტალინმა გაჩუმება ბრძანა: თეთრები ღირს და ყველაფერს კურნავს

    ამ წამლის შესახებ სტალინმა გაჩუმება ბრძანა: თეთრები ღირს და ყველაფერს კურნავს

    რის შესახებ დუმდა სსრკ-ს მედიცინა?

    უკვე 60 წელია არსებობს საშუალება, რომელიც თავისუფლად იყიდება და ყველაფერს კურნავს, მაგრამ ამის გამო ოფიციალურ მედიცინას მისი სძულს. ამ პრეპარატს ACD ეწოდება, რომელიც თეთრები ღირს და თითქმის ყველაფერს კურნავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.ცოტა ხნის წინ, შსსკ-ს არქივში იპოვეს მემორანდუმი, რომელიც ბერიამ სტალინს მისწერა:
    „იმის გამო, პრეპარატის, რომელიც პროფესორმა დოროგოვიმ გამოიგონა, ოფიციალური სამედიცინო გამოყენება აუცილებლად გამოიწვევს:- უმეტესი დაავადებების მკურნალობის დროის შემცირებას, რაც თავის მხრივ, სამედიცინო პერსონალის რაოდენობის შემცირებას და ბევრი სამედიცინო მედიკამენტის წარმოებას შეამცირებს.- სსრკ-ს შრომისუუნარო პირთა საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 15-20 წლით გაიზრდება, რაც პენსიის და საბინაო ფონდის გადატვირთვას გამოიწვევს;- გთავაზობთ პრეპარატები ACD F-1, ACD F-2, ACD F-3 ვეტერინარულ კატეგორიაში გადავიტანოთ…“ქვემოთ კი სტალინის ხელმოწერაა: „ვამტკიცებ“.
    რა არის ეს წამალი?


    სინამდვილეში, მედიკამენტი ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა, მაგრამ ეკლესიის მიერ ალქიმიკოსების დევნას მისი დავიწყება გამოიწვია. ზოგიერთი მეცნიერის გარდა ყველას დაავიწყდა. მათ შორის იყო ალექსი დოროგოვი.მან ჯერ გაარკვია, რომ XIII-XV სს-ში არსებობდა ულტრაძვირი და მხოლოდ ელიტისთვის ხელმისაწვდომი „სიცოცხლის ელექსირი“. მას ბაყაყის ქსოვილისგან ამზადებდნენ: ამისთვის გამოიყენებოდა თერმული აქროლვა, შემდეგ კი ორთქლის კონდენსაცია სითხეში. ღებულობდნენ ნაყენს, რომელსაც კიდევ რაღაც ბალახს უმატებდნენ – უფრო გემოსთვის, ვიდრე სარგებლის მისაღებად.დოროგოვი სსრკ-ს ფარმაცევტული საზოგადოების წინააღმდეგ წავიდა (რადგან ამას „სისულელედ“ ან „ლეგენდად“ მიიჩნევდნენ) ე.წ ბიოლოგიური ბომბით – ACD F-1.პრეპარატის მხოლოდ მცირე დოზის გამოყენება შეიძლებოდა და მას ბევრი დაავადების განკურნება შეეძლო, მათ შორის იმ დაავადებების, რომელთაც დღემდე მხოლოდ ქირურგიული ჩარევით მკურნალობენ.ACD F-1 მკაცრ გასაიდუმლოებულ პირობებში შეიმუშავეს: დოროგოვის საქმიანობის შესახებ მხოლოდ სტალინმა და ბერიამ იცოდნენ.მეცნიერმა ნედლეულის სახით ბაყაყი გამოიყენა, დამუშავების მეთოდად ქსოვილების თერმული გაწმენდა სითხის კოდენსაციით.მიღებულ საშუალებას ანტისეპტიკური, სტიმულაციური, ჭრილობების და წყლულების შეხორცების თვისებები ჰქონდა. ACD ნიშნავს – დოროგოვის ანტისეპტიკურ-სტიმულატორი.ექსპერიმენტების დროს სამკურნალო საშუალებამ ფენომენალური შედეგი აჩვენა. 1953 წელს დოროგოვი იმით შეურაცხყოფილი, რომ მისი აღმოჩენის გასაჯაროების უფლებას არ აძლევდნენ, სსრკ-ს ჯანმრთელობის სახალხო კომისარს, ანდრეი ტრეტიაკოვს წერილი მისწერა. მასში სთავაზობდა ათასობით ექიმისთვის ქსოვილით თერაპიის შესწავლას მოსკოვის სპეციალურ კლინიკაში, საიდანაც მთელ საბჭოთა კავშირში გავრცელებას შეძლებდნენ.ტრეტიაკოვმა უარი განაცხადა. ექიმის წინააღმდეგ პროკურატურა უკვე მუშაობდა. მას უკანონო სამედიცინო საქმიანობა დააბრალეს, მისი ლაბორატორია დახურეს, ხოლო 1957 წელს კი მოულოდნელად დოროგოვი გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, გაურკვეველ ვითარებაში: ამბობენ. დღისით, საკუთარ სახლში გაზით მოიწამლა!1959 წელის 14 აპრილს ACD F-1-ის შესახებ ყველა ინფორმაციას საიდუმლო სტატუსი მიენიჭა.საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ACD-ს გაყიდვები დაიწყეს. ასე ჩუმად არსებობს. ექიმების უმეტესობამ მის შესახებ არაფერი იცის” ACD F-1-ს სამედიცინო უნივერსიტეტებში არ ასწავლიან. ხოლო ACD F-2 და ACD F-3 მხოლოდ ვეტერინარულ მედიცინაში გამოიყენება.სამაგიეროდ, ახლა ცნობილია, რომ ACD-ს შეუძლია განკურნოს, როგორც მინიმუმ ისეთი დაავადებები, როგორიცაა:

    • ფსორიაზი და ნეიროდერმიტი;
    • ტუბერკულოზი და ბრონქული ასთმა;
    • მასტოპათია და ფიბრომა;
    • სიმსივნე;
    • პროსტატიტი;
    • უნაყოფობა;
    • ეგზემა;

    ერთადერთი უსიამოვნო რამ, რაც ACD-ს აქვს – საკმაოდ სპეციფიკური სუნი! დოროგოვის მიმდევრებმა მისი მოშორება ვერ შეძლეს.
    აი, როგორ იყენებენ ახლა ამ პრეპარატს დაავადების დროს:გინეკოლოგიური დაავადება: 1%-იანი წყლიანი ხსნარის გამორეცხვის მეთოდით. გამეორება ყოველდღე, სრულ განკურნებამდე.ჰიპერტონია: მიიღეთ შიგნით. დაიწყეთ დღეში 2-ჯერ 5 წვეთი. ყოველდღე, დოზას თითო წვეთი დაუმატეთ მანამ, სანამ ორ კვირაში წვეთების რაოდენობა 20-მდე არ ავა. წნევის დარეგულირების მკაფიო ნიშნამდე მიიღეთ.თვალების ანთებითი ხასიათის დაავადება: 3-5 წვეთი სამკურნალო საშუალება ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით და დალიეთ. მიიღეთ შემდეგი სქემით „5 დღე დალიეთ, 3 დღე დაისვენეთ“.თმის ძირების გასაძლიერებლად და პროფილაქტიკის მიზნით: 5%-იანი ACD-ს ხსნარი თავის კანში შეიზილეთ.ღვიძლის, გულის და ნერვული სისტემის დაავადება: თუ უკვე გაქვთ დაავადების ნიშნები, შიგნით მიიღეთ. დაიწყეთ 5 დღის განმავლობაში, ყოველდღე 10 წვეთით. ხსნარი ნახევარ ჭიქა წყალში უნდა გახსნათ. შემდეგ 3 დღე შეისვენეთ. შემდეგ 5 დღე, ყოველდღე 20 წვეთი მიიღეთ, შემდეგ 3 დღე შეისვენეთ. და ბოლოს. კურსი 5 დღიანი პროცედურით დაასრულეთ, რომლის დროსაც ყოველდღე 25 წვეთი უნდა მიიღოთ.თირკმლებისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები: სტანდარტული სქემით მიიღეთ.კბილის ტკივილი: ACD F-2-ში ბამბის დისკი დაასველეთ და ანთების ადგილას დაიდეთ.იმპოტენცია: 5 დღის განმავლობაში, დღეში 3-5 წვეთი მიიღეთ.წინასწარ 1 ჭიქა წყალში გახსენით და ჭამის წინ მიიღეთ.გასტრიტი: სტანდარტული დოზა, მაგრამ დღეში მაქსიმუმ ერთხელ მიიღეთ.პოდაგრა, ლიმფური კვანძების ანთება, რევმატიზმი: სტანდარტული დოზირება და სქემა, მაგრამ ეფექტის გაძლიერება შეიძლება კომპრესის გამოყენებით. პირდაპირ მტკივნეულ ადგილზე უნდა დაიდოთ. კომპრესის მოსამზადებლად, 5 წვეთი პრეპარატი 100 მლ წყალში გახსენით.

    რადიკულიტი: 1 ჭიქა წყალში 1 ჩ/კ ACD F-2 გახსენით. მიიღეთ დღეში 2-ჯერ სრულ გამოჯანმრთელებამდე.გაფრთხილება: როგორც ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოყენების წინ, ექიმთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია. ჯანმრთელობას გისურვებთ!

  • „ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…“ – მძიმე ავარია თბილისში

    „ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა…“ – მძიმე ავარია თბილისში

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ დაეჯახა თბილისში, ტროტუარზე მიმავალ ქვეითს მსუბუქი ავტომობილი. ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, შემთხვევა ნაძალადევის რაიონში, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მათივე ცნობით, მანქანის მძღოლი დაკავებულია.

    ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

    წყარო: ​primetime.ge

  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც ზაფხულში რადიკალურად შეიცვლება

    ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლის ცხოვრებაც ზაფხულში რადიკალურად შეიცვლება

    ციფრული ფსიქოლოგი თაკო მელიქიშვილი ასახელებს ზოდიაქოს 4 ნიშანს, რომლის ცხოვრებაც ზაფხულში 180 გრადუსით შეიცვლება.

    „იუპიტერი ლომში გადადის, რიგით პირველი იქნება – ლომი. იუპიტერი ლომში ივნისის ბოლოს გადავა და შემდეგი წლის ზაფხულამდე დარჩება. სწორედ ეს პერიოდი გაძლევთ საშუალებას, თქვენი სურვილები რეალობად იქცეთ.

    მეორე ზოდიაქოს ნიშანს თითქმის ყველა სფეროში ელოდება წარმატებები, ესაა სასწორი იქნება ეს ფინანსები თუ სიყვარული. გაურკვეველი, დაძაბული პერიოდი დასასრულს უახლოვდება.

    მესამეა მშვილდოსანი –  დიდი შანსია, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი, გადავიდეს სხვა სახლში ან ქალაქში, ქვეყანაში. თავისი მიზნებს რეალობად აქცევს.

    მეოთხეა ვერძი – მის ცხოვრებაში საოცრად კარგი პერიოდი იწყება, როცა ადამიანი ანათებს და აღწევს ყველა იმ მიზანს, რომელიც აქამდე ჰქონდა დასახული,“ – ამბობს თაკო მელიქიშვილი.

  • პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღე აქტიური და შედეგიანი იქნება. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.

    კურო
    შესაძლოა, მოულოდნელი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი დადებით შედეგს მოგიტანთ.

    ტყუპები
    ენერგიით სავსე დღე გელოდებათ. კომუნიკაცია, მოლაპარაკებები და ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და გადაღლას მოერიდეთ.

    კირჩხიბი
    ინტუიცია დღეს თქვენი მთავარი მოკავშირეა. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას — კარგად გააანალიზეთ ყველა დეტალი. საღამოს სასიამოვნო სიახლეა მოსალოდნელი.

    ლომი
    კარიერულ სფეროში საინტერესო შესაძლებლობები გამოჩნდება. თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში, თუმცა ზედმეტი ემოციურობისგან თავი შეიკავეთ.

    ქალწული
    დღე ხელს უწყობს ფინანსური და საოჯახო საკითხების მოგვარებას. შესაძლოა, დიდი ხნის გადადებული საქმე წარმატებით დაასრულოთ.

    სასწორი
    ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება. კომპრომისი საუკეთესო გამოსავალია. საღამოს სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ.

    მორიელი
    მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარ გამოცდილებას დაეყრდენით. სამსახურში შესაძლოა, ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ, რაც მომავალში წარმატებას მოგიტანთ.

    მშვილდოსანი
    ოპტიმიზმი და ენერგია მთელი დღის განმავლობაში თან დაგყვებათ. მოგზაურობის, სწავლისა და ახალი პროექტების დაწყებისთვის ხელსაყრელი პერიოდია.

    თხის რქა
    ფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. ნუ აჰყვებით სპონტანურ ხარჯებს. პირად ცხოვრებაში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებთ.

    მერწყული
    შესაძლოა, ახალი იდეა ან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. გუნდური მუშაობა განსაკუთრებულ შედეგს მოგიტანთ. მოუსმინეთ თანამოაზრეების რჩევებს.

    თევზებიდღე შემოქმედებითი საქმიანობისთვის იდეალურია. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. ახლობლებთან ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ, ხოლო საღამოს სასიამოვნო დასვენებისთვის კარგი დრო იქნება.

  •  ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა | ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი

     ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა | ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი

    🔻 კასპში ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა | ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი

    🔻 როგორც მთავარს შსს-ში უთხრეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია

  • მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

    მთავრობის განკარგულება, რომელიც 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება

    საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების ამოქმედების თარიღებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

    სამინისტრო განმარტავს, რომ 2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.

    2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.

    2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.