Author: admin

  • „ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ – ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად

    „ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება და +40 გრადუსსაც მიაღწევს“ – ივლისის ამინდის პროგნოზი სრულად

    საქართველოში ივლისი სეზონისთვის დამახასიათებელი მაღალი ტემპერატურითა და უმეტესად მზიანი ამინდით გამოირჩევა.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, თვის განმავლობაში ქვეყნის დიდ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა ნორმაზე მაღალი იქნება, თუმცა ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ძლიერი ქარი.

    დასავლეთ საქართველო

    შავი ზღვის სანაპიროზე და დასავლეთ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში ძირითადად +29, +34 გრადუსის ფარგლებში იქნება. სანაპირო ზოლში მაღალი ტენიანობის გამო სიცხის შეგრძნება უფრო ინტენსიური იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში.

    აღმოსავლეთ საქართველო

    ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის თბილისში, კახეთსა და ქვემო ქართლში, ივლისი ძირითადად ცხელი და მშრალი იქნება.

    დღისით ტემპერატურა ხშირად +34, +38 გრადუსს, ზოგიერთ დღეს კი +39, +40 გრადუსსაც მიაღწევს. ნალექი უმეტესად თვის მეორე ნახევარში, ლოკალურად ელჭექის სახითაა მოსალოდნელი.

    მთიანი და მაღალმთიანი რეგიონები

    მთიან რაიონებში დღის საათებში ტემპერატურა +20, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება, ხოლო მაღალმთიან ზონაში, +15, +22 გრადუსი. შუადღისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ადგილობრივად სეტყვა და ქარის გაძლიერება.

  • სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

    სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

    სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს  – შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

    „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე დაჯავშნონ.

    ახალი სერვისით ასევე ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარეს, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ.

    ცვლილების მიზანია გამოცდის პროცესის გამარტივება და კანდიდატებისთვის მომსახურების უფრო სწრაფად და მოქნილად ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

  • ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს – გორის ავარიის ახალი დეტალები

    ვის ეკუთვნოდა წითელი მანქანა და რა მოხდა ტრაგედიის ღამეს – გორის ავარიის ახალი დეტალები

    13 ივლისს, გორში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც დედა-შვილი ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

    დაღუპულების ახლობელი, ირმა ამბარდნიშვილი შემთხვევის ახალ გარემოებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ავარიის ღამეს, შესაძლოა, საჭესთან რევაზ ელიზბარაშვილი არ იჯდა.

    „კადრებში ჩანს, უკან წითელი მანქანა, ეს არის რეზო ელიზბარაშვილის ცოლის მანქანა, რომელსაც ბიძა მართავდა. თვითმხილველები ამბობენ, ელიზბარაშვილი მანქანის საჭესთან არ იჯდა, თვითონ იბრალებს.

    დედა იმიტომ გამოეკიდა, რომ არასრულწლოვანი დასვა მანქანაში…“, –  ამბობს ირმა ამბარდნიშვილი.

  • ვრცელდება ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, გადაღებული ვიდეოჩანაწერი, როგორ გადაადგილდება დიდი სიჩქარით ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

    ვრცელდება ტრაგედიამდე 35 წამით ადრე, გადაღებული ვიდეოჩანაწერი, როგორ გადაადგილდება დიდი სიჩქარით ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა

    გორ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, 13 ივ­ლისს ტრაგედოა დატრიალდა. „ჯი­პის“ ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნა ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე ახალ­გაზ­რდა ქალს და მის 3 წლის გო­გო­ნას და­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი დე­დაც და შვი­ლი კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვალ­ნენ.

    ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია ტრაგედიამდე 35 წამით ადრე ჭავჭავაძის გამზირზე არსებული საგზაო მოძრაობა. ვიდეოს ტელეკომპანია “თრიალეთი” ავრცელებს.

    კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ავტომობილები აღნიშნულ მონაკვეთზე ჩვეულებრივი სიჩქარით.

    22:10:07-ზე კი კადრში დიდი სიჩქრით შემოდის ავტომობილი, რომელმაც რამდენიმე წამში დედა და 3 წლის ბავშვი შეიწირა

  •  გორში, მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა. მისი 3 წლის გოგონა დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

     გორში, მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა. მისი 3 წლის გოგონა დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

    🔻 გორში, მანქანის შეჯახების შედეგად დაღუპული ქალი ანი ბერიანიძეა. მისი 3 წლის გოგონა დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

    🔻 დედა-შვილს მანქანა ჭავჭავაძის გამზირზე დაეჯახა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. მძღოლი დაკავებულია.

  • “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა…” – უმძიმესი ამბის დეტალები გორში მომხდარ ავარიაზე

    “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში, დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, ორივე დაიღუპა…” – უმძიმესი ამბის დეტალები გორში მომხდარ ავარიაზე

    დაიღუპა დედა-შვილი, რომელსაც გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გოგა აფციაური ავრცელებს და წერს: “საშინელი ტრაგედია ჩვენ ქალაქში [გორში]. ჭავჭავაძის გამზირზე დედა-შვილს მანქანა დაეჯახა. ორივე დაიღუპა… მართლა არ მესმის, ამ გზას რატომ ვკეტავთ კონცერტებისთვის, როცა უამრავი სხვა ლოკაცია გვაქვს”

    შემთხვევა გორში ცოტა ხნის წინ მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანქანის შეჯახების შედეგად ქვეითად მიმავალი დედა-შვილი დაშავდა და ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს

    Palitravideo დეტალების დაზუსტებას შსს-ში ცდილობს

  • ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.

    ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.

    ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს.

    „გემუდარები, შემიბრალე, გამოჩნდი და დამაჯერე, რომ სასწაულები ხდება უშენოდ არაფერი მიხარია, დეე!!!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა, ნათია დიაკვნიშვილი წერს.

    ცნობისთვის,ალექსანდრე მიქელაძე 6 იანვარს, ღამით 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

    არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.

  • 26 წლის კაცი ხმაურმა შეაწუხა, დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ დაარტყა – თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა: ახალი დეტალები

    26 წლის კაცი ხმაურმა შეაწუხა, დანა გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთჯერ დაარტყა – თბილისში მეზობელმა 15 წლის მოზარდი დაჭრა: ახალი დეტალები

    თბი­ლის­ში მე­ზო­ბელ­მა 15 წლის მო­ზარ­დი ცივი ია­რა­ღით დაჭ­რა. შსს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

    • შემ­თხვე­ვა ღა­მით ვაშ­ლი­ჯვარ­ში, კვან­ტა­ლი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­წყე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად, არას­რულ­წლო­ვანს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

    დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

    TV პირ­ვე­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი 26 წლის მა­მა­კა­ცია. ის ქუ­ჩა­ში მყო­ფი მო­ზარ­დე­ბის ხმა­ურ­მა შე­ა­წუ­ხა, მათ ჯერ სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი სახ­ლი­დან დანა გა­მო­ი­ტა­ნა და სკო­ლის მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც იქ თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, ხუთ­ჯერ და­არ­ტყა

    ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, მო­ზარდს მთე­ლი სხე­უ­ლი ცივი ია­რა­ღით აქვს და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა და ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა

    ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 13 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

  • 🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე

    🔴 ამჯერად წინასწარ გაფრთხილებთ… – მეტეოროლოგი მოსალოდნელ ამინდზე

    გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს საათებში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, 10 ივლისს, უახლოესი საათებიდან გვიან ღამემდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    მათივე ცნობით, შესაძლებელია, მოსალოდნელმა ნალექმა საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).