Author: admin

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ

    მნიშვნელოვანი ინფორმაცია პენსიის და სოციალური დახმარებების მიმღებთა საყურადღებოდ

    ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 800 მლნ ლარზე მეტით, – ამის შესახებ მან პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
    მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში:

     70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება;

      70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება;

      გარდა პენსიისა, რომელიც, როგორც იცით ინდექსირებულია და კონკრეტული ფორმულით ხდება მისი ზრდა, ბიუჯეტში გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

      ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 7,0 მილიარდ ლარს;

      ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

      დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი.

  • სადგურის მოედანზე, სასულიერო პირის ვიდეო, რომელიც შემთხვევით გადაიღეს, ნახვების რეკორდს ხსნის – “ყოჩაღ ვიდეოს ავტორს, რომელმაც ეს კადრები დააფიქსირა”

    სადგურის მოედანზე, სასულიერო პირის ვიდეო, რომელიც შემთხვევით გადაიღეს, ნახვების რეკორდს ხსნის – “ყოჩაღ ვიდეოს ავტორს, რომელმაც ეს კადრები დააფიქსირა”

    სასულიერო პირის ვიდეო ნახვების რეკორდს ხსნის. კადრები შემთხვევით გადაიღეს და სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

    1-1779347135.jpg2-1779347196.jpg3-1779347241.jpg6-1779347372.jpg

  • საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც “ზვიგენების გამოქვაბულში” მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს – “აქ ორი სცენარია…”

    საშინელი სიკვდილის ბოლო წუთები: ნაპოვნია ვიდეოკამერები, რომელიც “ზვიგენების გამოქვაბულში” მომხდარ ტრაგედიას ნათელს მოჰფენს – “აქ ორი სცენარია…”

    მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­თან მომ­ხდა­რი შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი­დან, სა­დაც 5 იტა­ლი­ე­ლი მყვინ­თა­ვი და­ი­ღუ­პა, მაშ­ვე­ლებ­მა მსხვერ­პლთა სხე­უ­ლებ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი (GoPro) ამო­ი­ღეს. ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ კად­რე­ბის გა­შიფვ­რა სა­ბო­ლო­ოდ მოჰ­ფენს ნა­თელს იმას, თუ რა გახ­და ელი­ტა­რუ­ლი მყვინ­თა­ვე­ბის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი.

    ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში, ზვი­გე­ნე­ბით სავ­სე წყლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ურ­თუ­ლე­სი სპე­ცო­პე­რა­ცია დას­რუ­ლე­ბუ­ლია – მაშ­ვე­ლებ­მა ხუ­თი­ვე იტა­ლი­ე­ლი ტუ­რის­ტის ცხე­და­რი უკვე ამო­ას­ვე­ნეს. ძებ­ნის პრო­ცეს­ში ფი­ნე­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მყვინ­თა­ვე­ბი იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ოკე­ა­ნის ფსკე­რი­დან ნა­პოვ­ნი კა­მე­რე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს უკვე გა­დას­ცეს.

    ვინ არი­ან და­ღუ­პუ­ლე­ბი?

    ბოლო ეტაპ­ზე მაშ­ვე­ლებ­მა „ზვი­გე­ნე­ბის გა­მოქ­ვა­ბუ­ლი­დან“ 22 წლის ჯორ­ჯია სო­მა­კა­ლი­სა და 31 წლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რის, მუ­რი­ელ ოდე­ნი­ნოს ცხედ­რე­ბი ამო­იყ­ვა­ნეს. რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი ნა­პოვ­ნი იქნა ჯორ­ჯი­ას დედა – მო­ნი­კა მონ­ტე­ფალ­კო­ნე და სა­ზღვაო ბი­ო­ლო­გი ფე­დე­რი­კო გუ­ალ­ტი­ე­რი. ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გა­მოც­დი­ლი ინ­სტრუქ­ტო­რი და კა­ტარ­ღის კა­პი­ტა­ნი ჯან­ლუ­კა ბე­ნე­დე­ტი კი პირ­ვე­ლი იყო, ვისი ცხე­და­რიც კა­ტას­ტრო­ფი­დან მა­ლე­ვე იპო­ვეს.

    რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი? – ახა­ლი ვერ­სია

    სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ექ­სპე­დი­ცია შე­საძ­ლოა გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ვიწ­რო ლა­ბი­რინ­თებ­ში წარ­მოქ­მნილ­მა მძლავ­რმა დი­ნე­ბამ ჩა­ით­რია. წყლის წნე­ვის მკვეთრმა ვარ­დნამ ერ­თგვა­რი ვა­კუ­უ­მი შექ­მნა, სა­ი­და­ნაც თა­ვის დაღ­წე­ვას მყვინ­თა­ვე­ბი ამა­ოდ ცდი­ლობ­დნენ, სა­ნამ ჟანგბა­დის მა­რა­გი არ ამო­ე­წუ­რათ.

    „აქ ორი სცე­ნა­რია: ან დი­ნე­ბამ ერ­თდრო­უ­ლად ყვე­ლა ჩა­ით­რია, ან ერთ-ერთი მათ­გა­ნი აღ­მოჩ­ნდა მა­ხე­ში და და­ნარ­ჩე­ნე­ბი მის გა­დარ­ჩე­ნას შე­ე­წირ­ნენ,“ – აცხა­დებს იტა­ლი­ის წყალ­ქვე­შა და ჰი­პერ­ბა­რი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ალ­ფონ­სო ბო­ლო­ნი­ნი.

    კი­დევ ერთი მსხვერ­პლი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ის დროს

    სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი თით­ქმის 60 მეტ­რის სიღ­რმე­ზე, სი­ცო­ცხლის­თვის უკი­დუ­რე­სად სა­ხი­ფა­თო პი­რო­ბებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ოპე­რა­ცი­ას კი­დევ ერთი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა – მალ­დი­ვის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ძა­ლე­ბის მყვინ­თა­ვი მუ­ჰა­მედ მაჰუდ­ჰი, რო­მე­ლიც იტა­ლი­ე­ლებს ეძებ­და, ზე­და­პირ­ზე ამოს­ვლი­სას დე­კომ­პრე­სი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბით მძი­მედ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ამ­რი­გად, ტრა­გე­დი­ის მსხვერ­პლთა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 6-მდე გა­ი­ზარ­და.

    „ის მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო იყო…“ – ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი და და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა

    და­ღუ­პუ­ლი მო­ნი­კას ქმარ­მა და ჯორ­ჯი­ას მა­მამ, კარ­ლო სო­მა­კალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი მე­უღ­ლე დე­და­მი­წა­ზე ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მყვინ­თა­ვი იყო და შვი­ლის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე­ში არას­დროს ჩა­აგ­დებ­და: „იქ, სიღ­რმე­ში, რა­ღაც გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მოხ­და. შე­საძ­ლოა, ტექ­ნი­კუ­რი გა­უ­მარ­თა­ო­ბა იყო, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მათ წე­სე­ბი არ და­ურ­ღვე­ვი­ათ“.

    მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რო­მის პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუხ­ლით გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. ირ­კვე­ვა, რომ იახ­ტას, სა­ი­და­ნაც ტუ­რის­ტე­ბი წყალ­ში და­ეშ­ვნენ, სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და 30 მეტრზე (100 ფუტი) სიღ­რმე­ში ჩას­ვლის ნე­ბარ­თვა.

    ად­გი­ლობ­რი­ვი ექ­სპერ­ტე­ბი კი პირ­და­პირ ამ­ბო­ბენ, რომ ამ სიღ­რმე­ზე შე­კუმ­შუ­ლი ჰა­ე­რით დაშ­ვე­ბა თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სია და გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ მის­ცეს ჯგუფს ამ ექ­სპე­დი­ცი­ის უფ­ლე­ბა.

    მალე ყვე­ლა ცხე­დარს დე­და­ქა­ლაქ მა­ლე­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­დაც სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­დე­ბა. გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი კი მთა­ვარ პა­სუ­ხებს სწო­რედ წყალ­ქვე­შა კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ელო­დე­ბი­ან.

  • გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა – რა ვითარებაა ადგილზე?

    გორში, ბოლო ზარის მანქანების კოლონა ავარიაში მოჰყვა – რა ვითარებაა ადგილზე?

    გორის მუნიციპალიტეტში, ტყვიავი – ძევერის გზაზე, ბოლო ზარის მანქანების კოლონას ავარია შეემთხვა.

    წინასწარი ცნობით, ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა მკვეთრი მუხრუჭის გამოყენების დროს. ერთ-ერთ ავტომანქანაში მოსწავლეების მშობლები იმყოფებოდნენ, ისინი კოლონას უკან მიყვებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    პრაიმრაიმსში“ შსს-ში უთხრეს, რომ გატარდა ღონისძიებები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით.

  • საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები

    საშინელ ავტოავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი – უმძიმესი დეტალები

    Toyota-სა და Skoda-ს მარკის ავტომობილებს შორის შეჯახება მოხდა.

    პოლიციის ინფორმაციით, 4 ადამიანი – მამაკაცი, ქალი და მათი 2 შვილი – შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

    ავარიას ასევე Skoda-ს მძღოლი [მამაკაცი] ემსხვერპლა.

    მესამე ბავშვი, რომელიც Toyota-ით მგზავრობდა, საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

    დამატებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით.

  • გათანაბრდება თუ არა ქალების და კაცების საპენსიო ასაკი – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო

    გათანაბრდება თუ არა ქალების და კაცების საპენსიო ასაკი – საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო

    სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მე­ო­რე კო­ლე­გი­ამ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა №1609 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი („ბუდუ შე­ყი­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ“). ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ავ­რცე­ლებს.

    • რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გან­სა­ხილ­ველ საქ­მე­ზე სა­და­ვოდ გამ­ხდა­რი ნორ­მის შე­სა­ბა­მი­სად, პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია სა­პენ­სიო ასა­კის − 65 წლის მიღ­წე­ვა, ხოლო პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბა ქა­ლებს წარ­მო­ე­შო­ბათ 60 წლი­დან.

    მო­სარ­ჩე­ლის პო­ზი­ცი­ით, პენ­სი­ა­ზე უფ­ლე­ბის წარ­მო­შო­ბის კონ­ტექ­სტში ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი არ­სე­ბი­თად თა­ნას­წორ სუ­ბი­ექ­ტებს წარ­მო­ად­გე­ნენ. კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ფორ­მირ­დე­ბა სა­პენ­სიო ფონ­დი, რო­გორც და­საქ­მე­ბუ­ლი ქალი, ისე კაცი, თა­ნა­ბა­რი მო­ცუ­ლო­ბით მო­ნა­წი­ლე­ობს. ამას­თა­ნა­ვე, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ქალ­თა რა­ო­დე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა მა­მა­კაც­თა რა­ო­დე­ნო­ბას რო­გორც და­ბა­დე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით, ისე სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცე­ბის­თვის სა­პენ­სიო ასა­კის 5 წლით უფრო გვი­ან გან­სა­ზღვრა წარ­მო­ად­გენს სქე­სის ნიშ­ნით დი­ფე­რენ­ცი­რე­ბას, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია გო­ნივ­რუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მარ­თლე­ბა, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა თა­ნას­წო­რო­ბის უფ­ლე­ბას.

    „მო­პა­სუ­ხე მხა­რის გან­მარ­ტე­ბით, სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას სა­ხელ­მწი­ფოს ფარ­თო დის­კრე­ცია გა­აჩ­ნია. მო­პა­სუ­ხის მი­თი­თე­ბით, ქა­ლებს ხში­რად უწევთ არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­რუ­ლე­ბა ში­ნა­მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, ხოლო ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის გამო მათ კა­რი­ე­რა­ში ჩნდე­ბა წყვე­ტე­ბი, რაც ამ­ცი­რებს სა­პენ­სიო და­ნა­ზოგს. ამას­თა­ნა­ვე, ად­რე­უ­ლი სა­პენ­სიო ასა­კი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­ფა­სო სხვა­ო­ბით და იმ სტე­რე­ო­ტი­პე­ბით, რომ­ლე­ბიც ქა­ლე­ბის მე­ნე­ჯე­რულ პო­ზი­ცი­ებ­ზე და­წი­ნა­უ­რე­ბას აფერ­ხებს. ამ­დე­ნად, მო­პა­სუ­ხის გან­მარ­ტე­ბით, სა­და­ვო რე­გუ­ლი­რე­ბა ქა­ლებ­სა და კა­ცებს შო­რის სო­ცი­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი უთა­ნას­წო­რო­ბის და­ბა­ლან­სე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

    სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ნორ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს გან­სხვა­ვე­ბულ მო­პყრო­ბას შე­სა­და­რე­ბელ სუ­ბი­ექ­ტებს, ქა­ლებ­სა და მა­მა­კა­ცებს შო­რის, ხოლო დი­ფე­რენ­ცი­რე­ბის ნი­შანს სქე­სი წარ­მო­ად­გენს. თა­ვის მხრივ, რამ­დე­ნა­დაც სქე­სი არის სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტით სა­ხელ­დე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი ნი­შა­ნი, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი მო­პყრო­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლო­ბის სა­კი­თხი მკაც­რი ტეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ა­ფა­სა.

    სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ ის­ტო­რი­უ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი რო­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ქალ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ოჯახ­ში ას­რუ­ლებს არა­ა­ნა­ზღა­უ­რე­ბად ზრუნ­ვით და სა­ო­ჯა­ხო შრო­მას. ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა მოვ­ლა, აგ­რეთ­ვე სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ფე­ნის მიერ, ტრა­დი­ცი­უ­ლად ქა­ლის მო­ვა­ლე­ო­ბად აღიქ­მე­ბა. ამ­გვა­რი გენ­დერუ­ლი გა­ნა­წი­ლე­ბა ქალ­თა შრო­მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აუ­ცი­ლე­ბელ, თუმ­ცა ეკო­ნო­მი­კუ­რად უხი­ლავ საქ­მი­ა­ნო­ბად აქ­ცევს, რაც მათ შრო­მით ბა­ზარ­ზე სრულ­ფა­სო­ვან ინ­ტეგ­რა­ცი­ას ზღუ­დავს. შე­დე­გად, ქა­ლებს ნაკ­ლე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, და­საქმდნენ სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე, და­ი­კა­ვონ სტა­ბი­ლუ­რი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი პო­ზი­ცი­ე­ბი ან ჰქონ­დეთ უწყვე­ტი პრო­ფე­სი­უ­ლი კა­რი­ე­რა, რაც ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სათ­ვის რე­გუ­ლა­რულ და საკ­მა­რის და­ნა­ზოგს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და. ამას­თა­ნა­ვე, ორ­სუ­ლო­ბის, მშო­ბი­ა­რო­ბი­სა და ბავ­შვის მოვ­ლის, აგ­რეთ­ვე ახალ­შო­ბი­ლის შვი­ლად აყ­ვა­ნის გამო შვე­ბუ­ლე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ბავ­შვის მოვ­ლა, ხში­რად იწ­ვევს კა­რი­ე­რულ წყვე­ტას, და­საქ­მე­ბის ფორ­მის ცვლი­ლე­ბას ან ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ქალ­თა შე­მო­სავ­ლის მო­ცუ­ლო­ბა­ზე, პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­სა და შრო­მი­თი სტა­ჟის უწყვე­ტო­ბა­ზე. შემ­ცი­რე­ბუ­ლი და არას­ტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი, აგ­რეთ­ვე შრო­მი­თი აქ­ტი­ვო­ბის პე­რი­ო­დუ­ლი შე­წყვე­ტა, სა­ბო­ლო­ოდ, გა­ნა­პი­რო­ბებს შე­და­რე­ბით მცი­რე და­ნა­ზოგს და ზრდის ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­სას ეკო­ნო­მი­კუ­რი და­უც­ვე­ლო­ბი­სა და ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის რისკს.

    და­მა­ტე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გან­მარ­ტა, რომ უმ­რავ­ლეს სფე­რო­ში ქალ­სა და მა­მა­კაცს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შე­დე­გი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თნა­ი­რი უნა­რე­ბი აქვთ. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, გლო­ბა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ ქალ­თა სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა სის­ტე­მუ­რად ჩა­მორ­ჩე­ბა კაც­თა სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბას. აღ­ნიშ­ნუ­ლი სხვა­ო­ბის გან­მა­პი­რო­ბე­ბელ ფაქ­ტო­რებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია შრო­მით გა­რე­მო­ში დამ­კვიდ­რე­ბულ გენ­დერულ სტე­რე­ო­ტი­პებს, რომ­ლე­ბიც მა­მა­კაცს ლი­დე­რულ, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად პო­ზი­ცი­ებ­თან აკავ­ში­რებს. ამას­თა­ნა­ვე, ქალ­თა და­საქ­მე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია შე­და­რე­ბით და­ბა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში, კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს სა­ხელ­ფა­სო უთა­ნას­წო­რო­ბას. შე­დე­გად, ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის შე­მო­სა­ვალს შო­რის სხვა­ო­ბა არა მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნის, არა­მედ სტრუქ­ტუ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გია.

    შე­სა­ბა­მი­სად, ხსე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ სა­და­ვო ნორ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ლე­გი­ტი­მუ­რი მიზ­ნის მიღ­წე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რის გა­მოც, №1609 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი სარ­ჩე­ლი არ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

    გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თან ერ­თვის მო­სა­მარ­თლე თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­შის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი.

    და­ვის სა­გა­ნი: „სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-5 მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-11 მუხ­ლის პირ­ველ პუნ­ქტთან მი­მარ­თე­ბით”, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

  • მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

    რუსთავის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    დეკანოზი კახაბერის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის დამაარსებელი და 2004 წლიდან მისი წინამძღვარი იყო.

    დეკანოზი კახაბერი სამლოცველოშია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდები 14 და 15 აგვისტოს გაიმართება, 16 აგვისტოს, შაბათს კი სამლოცველოს ეზოში დაკრძალავენ