65 წლის ასაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი რემა ღვამიჩავა გარდაიცვალა.
ცნობილი ექიმი, მეცნიერი, ქირურგი-ონკოლოგი, საქართველოს ეროვნული სკრინინგ ცენტრის ხელმძღვანელი რემა ღვამიჩავა 1961 წლის 18 ივნისს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.
1985–1987წწ. იყო ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური–ორდინატორი; 1987–1989წწ. ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი; 1989–1992წწ. ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ორდინატორი; 1992 წლიდან ამავე ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი;
იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის ასისტენტი, ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კოლორექტალური ქირურგი.
“შვილის სამძიმარზე უკრაინიდან ჩამოსულ ზაალ ლატარიას დავხვდით სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე!” | წერს კახაბერ კვეკვესკირი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს
შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 42 წლის მძღოლი, მისი 40 წლის მეუღლე და სამი შვილი, 5, 10 და 13 წლის ბავშვები. კიდევ სამი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით (საგზაო მოძრაობის ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ორ ან მეტ პირთა სიკვდილი გამოიწვია). მიმდინარეობს გამოძიება.
როგორ დავადგინოთ სოკო საკვებად ვარგისია თუ არა. კითხვა რომელიც ათეულობით წლებია, სოკოს მოყვარულებს აწუხებს.
სოკოს შესახებ ინფორმაცია წლების განვალობაში საკმაოდ მწირი იყო, აქედან გამომდიარე შეიქმნა უამრავი მითი.
გავრცელებულ ხალხურ მითებს შორის განსაკუტრებით პოპულარულია უსაფრთხოების ვერსცხილ კოვზით, ხახვითა და ნივრით დადგენაა.
ჩვენ დავინტერესდით რამდენად რეალურია მისი ვარგისიონობის ამ მეთოდებიტ გარკვევა.
პირველ შემთხვევავში ვერცხილის კოვზი, ფერს სოკოში შემავალი გოგირდის გამო იცვლის, რაც საერთოდ არ გამოდგება ზოგად წესად, რადგან ექსპერტების თქმით, არსებობს კონკრეტული სოკოს სახეობა, რომელიც შხამიანია, თუმცა გოგრდს არ შეიცვას. რაც შეეხება ხახვსა და ნიორს, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. სოკოსთან ერთად მოხარშივ შემდეგ , ხახვი ყავისფერდება ნიორი კი ლურჯდება- რაც ფერმენტის ხარჯზე ხდება.
როგორც აღმოჩნდსა არ არსებობს ზოგადი წესები რომლის მიხედვითაც ზუსტად განსაზვრავთ პროდუქტის ვარგისიამობას.
პროდუქტი რთულად მოსანებელია, განსაკუთრებით მაშინ თუ მასში ბვევრი ტოქსნიკებია. ზოგჯერ შემთხვევა ლეტალურადაც სრულდება. ამიტომ ტოტქსიკოლო ეკა ქურდაძე მოქალაქეებს, ურჩვს პირველივე სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მიმართონ კლინიკას.
ექიმის თქმით, ბრალდებული კლინიკაში უკვე ამპუტირებული თითით შეიყვანეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„კატასტროფის სამედიცინო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი, მარცხენა ხელის მეორე თითის ამპუტაციით. პაციენტი შემოყვანისას იყო უკვე ამპუტირებული თითით, შესაბამისად, სრული შეფასება, რით იყო ამპუტირებული, ახლა არ შემიძლია. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, გაუკეთდა ოპერაცია.
ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება პალატაში, ქირურგის, ტრავმატოლოგის, ანგიოქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი მდგომარეობა არის სტაბილური, არის ნათელი ცნობიერებით, კონტაქტური და ადეკვატური. ის ამჟამად იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშაც, შესაბამისად, სხვა ინფორმაციის მოწოდება მე არ შემიძლია“, – განაცხადა ლევან ბესელიამ.
ცნობისთვის, ვერაზე სროლის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
თბილისის ცენტრში გუშინ 17 წლის ბიჭი მოკლეს. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სროლის დროს დაჭრილი ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ნიკოლოზ ღუნაშვილია. მან სკოლა წელს დაამთავრა, ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადასვლას აპირებდა, თუმცა არ აცალეს.
მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ნიკა კაპანაძეა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. კაპანაძემ დაკავების დროს, პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია – ის ამ დროისთვის კლინიკაშია მოთავსებული ხელზე მიღებული დაზიანების გამო.
როგორც ირკვევა, ავტომანქანაში მყოფი ოთხი პირიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვია სამს მოხვდა, მძღოლი კი არ დაშავებულა.
რას ჰყვებიან დანაშაულის თვითმხილველები?
“4-5 გასროლის ხმა იყო, მერე ბავშვების კივილი გავიგე. გადმოვიდა ბავშვი, მუხლებზე დაეცა, არც ნასვამები იყვნენ, არაფერი. თავდამსხმელი არც დამინახავს, ძაღლი მყავდა გამოყვანილი და გოგონებს ველაპარაკებოდი. ამბობენ, რომ უბრალოდ გაიარა და მანქანაში ისროლაო. მანამდე ჩხუბი არ ყოფილა, აბსოლუტური სიმშვიდე იყო. სისხლი რომ დაინახეს ბავშვებმა მერე შეშინდნენ. ერთი უფრო მძიმედ იყო. დანარჩენები გადმოვიდნენ და მერე აღმოაჩინეს, რომ მხარში დაჭრილები იყვნენ. რაც შეეხება ტაქსიში დაჭრილ ქალს, ამბობენ, რომ ზევით რომ წავიდა მერე ესროლაო. შოკში იყვნენ ბავშვებიც. ის, ვინც მძიმედ იყო, თავიდან გონზე იყო, მე მგონი დააგვიანა სასწრაფომ მოსვლა. ხალხი ყვიროდა სად არის სასწრაფოო. საკაცით გადაიყვანეს ბავშვი”
“ტყუილ-უბრალოდ ქალს შვილი მოუკლეს, ნეტა განახათ, რა ბავშვები იყვნენ. ვიცი, რომ ვიღაც გიჟმა ესროლა. მოწმე ჰყავთ, არაჩვეულებრივი ქალბატონი, მის თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, თავად მიმართა პოლიციას დაკითხვაზე. ბავშვებს ზევით ესროლეს და ქვევით ჩამოვიდნენ, გვიშველეთო. ის კაცი არანორმალური იყო, ფსიქიკური პრობლემები აქვს, როგორ შეიძლება იარაღი ჰქონდეს დღევანდელ დღეს. რა ბავშვები იყვნენ, ორმეტრიანები, კალმით დახატულები” – ჰყვებიან თვითმხილველები “ტვ პირველთან”.
Sky Sports-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი კევინ კიგანი ონკოლოგიური დაავადების შედეგად, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. იანვარში კიგანს კიბოს მეოთხე სტადია დაუდგინეს.
„სრული მწუხარებით გაცნობებთ, რომ კევინ კიგანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინგლისის ნაკრების ყოფილი მოთამაშე და მწვრთნელი კიბოს ებრძოდა და სიცოცხლის ბოლო წუთები ცოლისა და ქალიშვილების გარემოცვაში გაატარა. ოჯახს სურს მადლობა გადაუხადოს კევინის შესანიშნავ სამედიცინო პერსონალს გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან რთული დროა და ოჯახი პირად სივრცესა და სიმშვიდეს ითხოვს“, – ნათქვამია კიგანების ოჯახის განცხადებაში.
კიგანმა „ოქროს ბურთი“ 1978 და 1979 წლებში მოიპოვა. „ნიუკასლის“ გარდა, ის თამაშობდა ისეთ ინგლისურ კლუბებში, როგორიცაა „ლივერპული“, „სკანტორპ იუნაიტედი“ და „საუთჰემპტონი“, ასევე გერმანულ „ჰამბურგსა“ და ავსტრალიურ „ბლექთაუნ სიტიში“.
„ლივერპულთან“ ერთად კიგანი ინგლისის სამგზის ჩემპიონი, ინგლისის სუპერთასისა და უეფას თასის ორგზის მფლობელი, ქვეყნის თასისა და ევროპული ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. „ჰამბურგის“ შემადგენლობაში ინგლისელი გერმანიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ კიგანი სათავეში ედგა „ნიუკასლს“, „ფულჰემს“, „მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ეროვნულ ნაკრებსაც.