Author: admin

  • პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან? – ცნობილია წინასწარი მონაცემები

    პენსიების რამდენი ლარით გაზრდაა მოსალოდნელი 2027 წლიდან? – ცნობილია წინასწარი მონაცემები

    2027 წლიდან 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიები უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ეს 2026 წელს მოხდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემები იძლევა.

    სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 31 ივლისს და დღეს, 3 აგვისტოს, გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო ექვსი კვარტალის (2025 წლის 4 კვარტალი და 2026 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% 6,2%-ია, ხოლო ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი – აგვისტო 2026 წელი) საშუალო ინფლაცია, დიდი ვარაუდით, იქნება მინიმუმ 5,0 %.

    მაშასადამე, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (ძნელად წარმოსადგენია, რომ აგვისტოში წლიური ინფლაციის 10%-ს გადააჭარბებს და 12 თვის საშუალო 5,5% გახდება, ამიტომ მათი პენსია კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობით ანუ 20 ლარით გაიზრდება), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 60 ლარი.

    აქედან გამომდინარე, 2027 წლის 1 იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პირთა პენსია 390 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ ასაკის პირთა პენსია კი 555 ლარი.

    ცხადია, ხელისუფლებას, შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, შეუძლია პენსიები უფრო მეტადაც გაზარდოს.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში 900 ათასამდე პენსიონერია, თითოეული მაღგანის პენსიის 5 ლარით გაზრდისთვის წლის განმავლობაში დამატებით 50 მილიონ ლარამდე თანხაა საჭირო, 10 ლარით გაზრდისთვის – 100 მილიონ ლარამდე და ა.შ.

    წყარო: აიპრესი

  • ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

    ცნობილია ხობში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალის ვინაობა

    ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდი­ნა­რე ხო­ბის­წყალ­ში დედა-შვი­ლი და­იხ­რჩო. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მცი­რე­წლო­ვა­ნი დი­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა, დე­დამ გა­დარ­ჩე­ნა სცა­და, თუმ­ცა დი­ნე­ბამ ისიც გა­ი­ტა­ცა.

    • ბავ­შვის ცხე­და­რი ად­გი­ლობ­რივ­მა იპო­ვა და მდი­ნა­რი­დან ამო­ას­ვე­ნა. დე­დის სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გარ­დაც­ვლი­ლი ქალი ელე­ნი­კო სა­ხე­იშ­ვი­ლია.

    შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი არი­ან პო­ლი­ცი­ის, სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­სა და სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ეკი­პა­ჟე­ბი.

  • მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

    მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო

    ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი დინებამ გაიტაცა, დედამ გადარჩენა სცადა, თუმცა დინებამ ისიც გაიტაცა.

    ბავშვის ცხედარი ადგილობრივმა იპოვა და მდინარიდან ამოასვენა. დედის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

    შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

  • ეკა კუპატაძემ ნანული ჟორჟოლიანს მწვავე პასუხი გასცა – “დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია” (ფოტო)

    ეკა კუპატაძემ ნანული ჟორჟოლიანს მწვავე პასუხი გასცა – “დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია” (ფოტო)

    გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებულ კითხვებსა და უკმაყოფილებას, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ეხმიანება. კერძოდ, მან კომენტარი დაწერა ნანა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტზე და განაცხადა, რომ დღევანდელი “პოსტაობა” სირცხვილი და დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა.

    “ღმერთმა არ ქნას, ჩვენს ქვეყანაში ნია იმნაძეებმა, გიორგი მალანიებმა, ალექსანდრე გაბაშვილებმა, გიორგი რიჟაძეებმა, დემეტრე ჩიქოვანებმა, ანი ნასყიდაშვილებმა და ანასტასია ბერუაშვილებმა იბატონონ.

    ჩემთვის აღარც აწმყოა და მით უფრო, არც მომავალი, მაგრამ თქვენთვის დადგება დრო და თქვენი დღევანდელი „პოსტაობა“, საკუთარ თავთან შეგარცხვენთ. ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია. ვადასტურებ წარსულში თქვენდამი დიდ პატივისცემას,” – წერს ეკა კუპატაძე.

    საპასუხოდ, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ იმნაძე, დანაშაულის ჩადენიდან 10 თვის შემდეგ დააკავეს და ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით.

    “ვწუხვარ თქვენს შეფასებას.

    არც მალანიაზე და განსაკუთრებით სხვა გვარებზე კითხვა არ ყოფილა.

    ამ ეპიზოდზე თქვენვე ამბობდით რომ მტკიცებულებები არ იყო და ლეგიტიმური ეჭვი გქონდათ მათი გაქრობის.

    ყველა იურისტმა იცის, რომ დაკავებისთვის მნიშვნელოვანია ახალი გარემოება.

    ამ ნაწილში რომ კითხვები დაისვა, რადგან დაკავება 10 თვის შემდეგ მოხდა, რა მტკიცებულებები გაჩნდა, ტელეფონი გაიხსნა, რა ეწერა, ბევრი კითხვაა კიდევ, ეს რომ პრობლემაა მხოლოდ მიკვირს,” – წერს ჟორჟოლიანი, რომელსაც ეკა კუპატაძემ პასუხად იქვე გასცა:

    “ვერაფერიც ვერ გაიგეთ. მე თქვენ თქვენს შეცდომაზე გეუბნებით. თქვენი შეცდომა არის დანაშაულის ტოლფასი, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელია”.

  • “ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის, ეკა კუ­პა­ტა­ძის პირველი კომენტარი ნია იმნაძის დაპატიმრების შემდეგ

    “ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ…” – გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის, ეკა კუ­პა­ტა­ძის პირველი კომენტარი ნია იმნაძის დაპატიმრების შემდეგ

    მოკლული მას­წავ­ლებ­ლის გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ საქ­მის ერთ-ერთი ფი­გუ­რან­ტის, ნია იმ­ნა­ძის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და. ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, მას მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ საქ­მე­ში კი­დევ ერთი ფი­გუ­რან­ტის ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაც მოხ­დე­ბა.

    „წარ­მო­უდ­გენ­ლად ცუ­დად ვარ. ჩემი აზ­რით, ანას­ტა­სია ბე­რუ­აშ­ვი­ლიც იყო, „ლა­ივ­ში“ ვუ­ყუ­რე, და­ი­ჭი­რეს თუ არა, არ ვიცი, შე­წყვი­ტა ად­ვო­კატ­მა „ლა­ი­ვი“. ბე­რუ­აშ­ვილ­საც და­ი­ჭე­რენ, ჩემი აზ­რით. გი­გას უშუ­ა­ლო მკვლე­ლებს სხვას არა­ვის ვე­ლო­დი ნიას და ბე­რუ­აშ­ვი­ლის გარ­და.

    ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბით, ლე­კიშ­ვი­ლი რომ ამ­ბობს : „რომ არ მომ­კვდა­რი­ყო, კლი­ნი­კა­ში წა­იყ­ვა­ნე­თო“- გა­მომ­ძი­ე­ბელს ეუბ­ნე­ბა. ჯერ ერთი, არც არა­ვინ კვდე­ბო­და! 7 მა­ისს სა­სა­მარ­თლო­დან რომ წა­იყ­ვა­ნეს [ნია იმ­ნა­ძე] მა­გა­ზე ჰქონ­და სა­უ­ბა­რი. მე­ო­რეც, ჩემი შვი­ლი მი­ა­ტო­ვეს! მი­აგ­დეს, რომ მომ­კვდა­რი­ყო! ჩემი უდა­ნა­შა­უ­ლო, სპე­ტა­კი და გე­ნი­ო­სი შვი­ლი. ჯან­მრთე­ლი და ჯან­სა­ღი შვი­ლი. მისი დე­დის [ნია იმ­ნა­ძის] ჩხა­ვი­ლიც მო­ის­მი­ნეთ ალ­ბათ. რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ზე­წარ გა­და­ფა­რე­ბუ­ლი შვი­ლი არ უნა­ხავს“, – გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

  • გამთენიისას გამვლელებმა სკვერში გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს – სად მოხდა ტრაგედია?

    გამთენიისას გამვლელებმა სკვერში გარდაცვლილი ახალგაზრდა იპოვეს – სად მოხდა ტრაგედია?

    რუსთავში, კლდიაშვილის სკვერში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, 37 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი კაცი გამთენიისას გამვლელებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

    ინფო რუსთავი

  • 21 წლის სილამაზის დედოფლის ცხედარი სახლში იპოვეს

    21 წლის სილამაზის დედოფლის ცხედარი სახლში იპოვეს

    ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუტას შტატში, 21 წლის ბრინ კარნესეკას ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ადგილობრივი საზოგადოება და ჟურნალისტური წრეები ღრმა მწუხარებაში ჩააგდო.

    ბრინ კარნესეკა ფართო საზოგადოებამ 2024 წელს გაიცნო, როდესაც „მის ამერიკან ფორკის“ (Miss American Fork) ტიტული მოიპოვა. მოგვიანებით ის „მის იუტას“ კონკურსზე „მის კეთილგანწყობილის“ (Miss Congeniality) წოდებითაც დააჯილდოვეს. თუმცა მისი საქმიანობა მხოლოდ სილამაზის კონკურსებით არ შემოიფარგლებოდა.

    21 წლის ახალგაზრდა იანგის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკას სწავლობდა, სტაჟირება გაიარა KSL News-ში და თანამშრომლობდა არაერთ ადგილობრივ გამოცემასთან. მეგობრებისა და კოლეგების თქმით, ბრინი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და ადამიანების დახმარების განსაკუთრებული სურვილით.

    მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინიციატივა იყო Envelopes of Hope – პროექტი, რომელიც საზოგადოების წევრებსა და პატიმრებს შორის წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას ემსახურებოდა. ბრინს სჯეროდა, რომ თანაგრძნობასა და ადამიანურ ურთიერთობებს ადამიანების ცხოვრების შეცვლა შეეძლო.

    მისი ხსოვნის პატივსაცემად სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო.

    ამ ეტაპზე , არც ოჯახს და არც სამართალდამცავებს რაიმე კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუ რატომ გადაწყვიტა ბრინ კარნესეკამ სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება. მისი დედა მხოლოდ ადასტურებს, რომ ეს იყო თვითმკვლელობა და საზოგადოებას სთხოვს, არ ივარაუდონ მიზეზები და ბრინი მხოლოდ ამ ტრაგიკული ფაქტით არ დაამახსოვრონ. ბრინის დედამ, მიშელ კარნესეკამ, საზოგადოებას სთხოვა, მისი შვილი მხოლოდ ტრაგიკული დასასრულით არ დაიმახსოვრონ.

  • ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

    ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

    გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

    კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს 10:00-დან 11:10 საათამდე და 18:00-დან 18:10 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, არაშენდა, გალავანი, წილკანი, კოტორაანთკარი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა და მიმდებარე სოფლებში.

    10:30-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჩარგალი, კაწალხევი, გველეთი, გოგოლაურთა, ბარისახო, ჯაღმიანი, ზაქათკარი, ხადა, კაიშაურნი, ჭართალი და მიმდებარე სოფლებში.

    სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

  • ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

    ზაალ ლატარია ქუთაისელ სასულიერო პირს ექვთიმე სარალიძეს პასუხობს

    “დიდი მადლობა, მამაო, მეამაყები. გამწარებული მეომარი მამა, ზაალ ლატარია.“- წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ზაალ ლატარია. “

    ზაალ ლატარიას ვუსამძიმრებ ქალიშვილის გარდაცვალების გამო. მხარდაჭერას ვუცხადებ. ქუთაისში, ვარდიგორის წმიდა სამების სავანეში შეუძლია დაასვენოს. დამირეკონ… ერთი სულის გადარჩენა მირჩევნია, ვიდრე ათასი საყვედურის მოსმენას. […]ერთი დაკარგულისთვის ღირს ჯოჯოხეთში ჩასვლა და ამოყვანა ცეცხლის ალისაგან. ვლოცულობ ლანასათვის და არ მივცემ ბოროტ ძალებს რომ დაღუპონ მისი სული,” – დაწერა გუშინ მღვდელმა ექვთიმე სარალიძემ სოციალურ ქსელში.

    უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა, ზაალ ლატარიამ სოციალურ ქსელში დაწერა: “ეკლესიებმა უარი მითხრეს შვილის დასვენებაზე, ჩემს შვილს მე დავიტირებ ჩემთან, სახლში. გასვენება ხუთშაბათს 6 აგვისტოს, 16:00 საათზე, ზუგდიდი – თავისუფლების ქუჩა 15…”

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

    ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    „დღეს, თბილისის დროით 08:01-ზე, დაბა ყაზბეგიდან სამხრეთით 15კმ-ში, სოფელ წკერეში მოხდა 3,1(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.